Nuk
რიპრონატი / RIPRONAT


შემადგენლობა

რიპრონატი 500 მგ

კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მელდონიუმის დიჰიდრატი 500 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ჟელატინი.

 

პრეპარატის ათქ კოდი: C01EB

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. მეტაბოლური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მელდონიუმის დიჰიდრატი - γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურული ანალოგი, კარნიტინის წინამორბედი. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, რომელიც ხასიათდება ვაზოდილატაციური თვისებებით. მწვავე იშემის დროს მიოკარდიუმის დაზიანებისას პრეპარატის გამოყენება ანელებს ნეკროზული ზონის წარმქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს იშემირებულ უბანში სისხლის გადანაწილებას. გულის უკმარისობის დროს რიპრონატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. 

მომატებული დავირთვის პირობებში პრეპარატი აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის, აღმოფხვრის უჯრედებში ცვლის ტოქსიური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისგან. გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს გაუძლოს დატვისთვას და სწრაფად აღიდგინოს ენერგეტიკული რეზერვი. რიპრონატს გააჩნია მატონიზირებელი მოქმედება.

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. 

რიპრონატი აუმჯობესებს სისხლის რეგიონულ მიმოქცევას თვალის ფსკერის ვასკულარული და დისტროფიული პათოლოგიისას.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა შეადგენს 78%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით. შიგნით მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 სთ-ს.

 

გამოყენების ჩვენებები

- გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპია (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია;

- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;

- ოპერაციის შემდგომი პერიოდი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;

- დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);

- ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი);

- აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);

 

დოზირება და გამოყენების წესი

აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს რიპრონატი ინიშნება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 500-1000 მგ დღეში ერთ ანო რ მიღებაზე. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა. 

კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე რიპრონატი ინიშნება  250 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 12 დღე

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადიან პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.

ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.

გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.

სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე. 

ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

 

უკუჩვენებები

- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

- მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).

 

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ გამოყენებულ გვერდითი ეფექტების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე),  არახშირი (≥1/1000-დან, <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან, <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები.

ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნება.

საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი,  შეშუპება.

 

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება

რიპრონატს არ გააჩნია გავლენა ავტომობილის მართვასა და რთულ მექანიზმებთან მუშაობაზე.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

პედიატრიაში გამოყენება

ბავშვებში, რიპრონატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას. 

კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია. 

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოხატულობის გაძლიერება. კერძოდ, აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

 

გამოშვების ფორმა

რიპრონატი  500 მგ

მყარი ჟელატინის კაფსულები.

15 კაფსულა ბლისტერში.  4 ბლისტერი  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში. 

 

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?