რიბოქსინი / Riboxin


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - რიბოქსინი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები –ჰექსამეთილენტეტრამინი – 20 მგ
მწვავე ნატრიუმის 1 მოლ ხსნარი - pHH-7,8-8,6 - მდე
საინიექციო წყალი - 10 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
რიბოქსინი მიეკუთვნება პურინის წარმოებულ ანაბოლურ არასტეროიდულ ნივთიერებებს. ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) პრეკურსორია. ახდენს ანტიჰიპოქსანტურ, მეტაბოლურ და ანტიარითმულ მოქმედებას. ზრდის მიოკარდის ენერგეტიკულ ბალანსს, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას. ღებულობს უშუალო მონაწილეობას გლუკოზის ცვლაში, გავლენას ახდენს ნახშირწყლების ცვლაში და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას ჰიპოქსიის დროს და ატფ–ის არარსებობისას. ააქტიურებს პიროყურძნისმჟავას მეტაბოლიზმს. ქსოვილოვანი სუნთქვის ნორმალური პროცესის უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ააქტიურებს ქსანტინ-დეჰიდროგენეზას. ასტიმულირებს ნუკლეიდების სინთეზს, აძლიერებს კრებსის ციკლის ზოგიერთი ენზიმების აქტიურობას.

ფარმაკოკინეტიკა
მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკურონის მჟავის წარმოქმნითა და მისი შემდგომი დაჟანგვით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჩვენებები
გულის იშემური დაავადებები, მიოკარდიოსტროფები, საგულე გლიკოზიდების მიღებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიები, უროკოპროპორფიის დროს. 
სამკურნალო საშუალებებით მოწამვლა, ალკოჰოლიზმი, ლეიკოპენია რადიოაქტიური დასხივებისას, ოპერაცია იზოლირებულ თირკმელზე.

მიღების წესები და დოზები
შეყავთ ვენაში ნაკადის სახით (ნელა) ან წვეთობრივად (40-60 წვეთი წუთში). მკურნალობას იწყებენ 200მგ (10მლ 2% ხსნარი) ერთხელ დღეში შეყვანით, შემდეგ კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 400მგ-დე 1-2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 10-15 დღე.
გულის რითმის მწვავე დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია ნაკადით შეყვანა ერთჯერადი დოზით 200-400 მგ. (10-20 მლ 2%-იანი ხსნარი).
იშემიით დაავადებული თირკმლების ფარმაკოლოგიური დაცვის მიზნით პრეპარატი შეჰყავთ ვენაში ნაკადით ერთჯერადი დოზით 1,2გ (60მლ 2% ხსნარი) 5-15 წთ-ით ადრე თირკმლის არტერიის ოპლუზიამდე, ხოლო შემდეგ კიდევ 0,8გ (40მლ 2% ხსნარი) სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე.
ვენაში წვეთობრივად შეყვანისათვის 2% ხსნარს განაზავებენ გლუკოზის 5% ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში (250 მლ-მდე).

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, კანის ჰიპერემია. ამ დროს პრეპარატის მიღებას წყვეტენ. იშვიათად_შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში. ხანგრძლივი მოხმარების დროს შესაძლებელია პოდაგრის გამწვავება.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, პოდაგრა, ჰიპერურიკემია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არანაკლებ 20oC ტემპერატურაზე.
დაუშვებელია გაყინვა!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი).