Nuk
რიბომუსტინი / RIBOMUSTINE


ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ბენდამუსტინი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს ბიფუნქციონალური მაალკილირებელი აქტივობით. მოქმედების მექანიზმი უპირატესად დაკავშირებულია ალკილირების შედეგად დნმ-ის ერთჯაჭვიანი და ორჯაჭვიანი მოლეკულების ჯვარედინი ბმების წარმოქმნასთან. ამის შედეგად, ირღვევა დნმ-ის მატრიცული ფუნქცია და მისი სინთეზი. არსებობს ასევე მონაცემები იმის შესახებ, რომ ბენდამუსტინს აქვს დამატებითი ანტიმეტაბოლური თვისებები (პურინული ეფექტის ანალოგი).
ბენდამუსტინის ანტინეოპლასტიკური ეფექტი დადასტურებული იყო მრავალრიცხოვან in vitro კვლევებში სხვადასხვა სიმსივნურ უჯრედებზე (სარძევე ჯირკვლის კიბო, ფილტვის წვრილუჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი კიბო, საკვერცხის კიბო და სხვადასხვა სახის ლეიკოზები, ასევე მსხვილი ნაწლავის კიბო, მელანომა, თირკმლის უჯრედული კარცინომა, წინამდებარე ჯირკვლის და თავის ტვინის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები) და in vivo – სიმსივნის სხვადასხვა ექსპერიმენტალურ მოდელებზე (მელანომა, სარძევე ჯირკვის კიბო, სარკომა, ლიმფომა, ლეიკოზი და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო). ბენდამუსტინი არ ახდენს, ან უმნიშვნელო ხარისხით ახდენს ჯვარედინ რეზისტენტობას ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში მდგრადობის სხვადასხვა მექანიზმებით.
ეს ნაწილობრივ აიხსნება დნმ-თან ურთიერთქმედებით, რაც სხვა მაალკილირებელ საშუალებებთან შედარებით, მეტ ხანს გრძელდება (მაგ. აღმოჩენილი იქნა მხოლოდ ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა მაალკილირებელ საშუალებებთან, ისეთები როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, კარმუსტინი, ან ცისპლატინი). ამას გარდა, კლინიკურ კვლევებში აღმოჩენილი იქნა, რომ არ არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა ბენდამუსტინსა და ანტრაციკლინებს, ან ალკილატებს შორის.

ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ბენდამუსტინის ერთჯერადი 30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ დოზით 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე ელიმინაციის ბეტა ფაზა (T 1/2ß ) შეადგენს 28,3 წთ. განაწილების ცენტრალური მოცულობა ბოლუსური 30 წუთიანი ინექციისას შეადგენს 19,3 ლ, შემდგომი სისტემატური შეყვანისას და წონასწორობის მიღწევისას, განაწილების მოცულობა შეადგენს 15,8-დან 20,5 ლ-მდე. ბენდამუსტინი სისხლში აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს ( > 95%), უმთავრესად ალბუმინს.
ბენდამუსტინის უნარი დაუკავშირდეს სისხლის პლაზმის ცილებს, არ იცვლება სისხლის პლაზმაში ალბუმინის დაბალი კონცენტრაციისას 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პაციენტებში და სიმსივნის გვიან სტადიებზე. 
მეტაბოლიზმი
ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში. ორგანიზმიდან ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდის გამოყოფის ძირითადი გზა არის მისი ჰიდროლიზი მონოჰიდროქსი და დიჰიდროქსიბენდამუსტინის წარმოქმნით. N-დესმეთილბენდამუსტინის და დაჟანგული მეტაბოლიტის ღვიძლში წარმოქმნაზე მოქმედებს ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP 1A2. in vitro ბენდამუსტინი არ აინჰიბირებს СYР 1А4, СYР 2С9/10, СYР 2D6, СYР 2Е1 და СYР ЗА4. 
ელიმინაცია და ექსკრეცია
პრეპარატის 30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, 12 სუბიექტში დოზით 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე, საერთო კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 639,4 მლ/წთ. პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 20% ექსკრეტირდებოდა თირკმლებით 24 საათის განმავლობაში. 
თირკმლებით ექსკრეტირებული შეუცვლელი ბენდამუსტინის და მისი მეტაბოლიტების რაოდენობა ნაწილდება შემდეგნაირად: მონოჰიდროქსიბენდამუსტინი > ბენდამუსტინი > დიჰიდროქსიბენდამუსტინი > დაჟანგული მეტაბოლიტი > 14-დემეთილბენდამუსტინი. ნაღველით გამოიყოფა უპირატესად პოლარული მეტაბოლიტები.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფებში
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ღვიძლის 30 – 70 % სიმსივნური დაზიანებისას და მისი ფუნქციის უმნიშვნელო დაქვეითებისას (შრატის ბილირუბინი < 1,2 მგ/დლ), ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ღვიძლის და თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისაგან Cmax, t max , AUC,T1/2ß, განაწილების და გამოყოფის მოცულობასთან მიმართებაში. 
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 10 მლ/წთ, მათ შორის დიალიზზე მყოფები, მნიშვნელივნად არ განსხვავდებოდნენ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისაგან Cmax, t max , AUC,T1/2ß, განაწილების და გამოყოფის მოცულობასთან მიმართებაში 
ხანდაზმული პაციენტები: 84 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ ჩართული ბენდამუსტინის ფარმაკოკინეტიკის კვლევებში, მეტი ასაკის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებდა.

ჩვენებები
მიღების ჩვენებები
• ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზი (პირველი რიგის თერაპიაში გამოყენების ეფექტურობა სხვა ქიმიოპრეპარატებთან შედარებით, გარდა ქლორამბუცილისა, დადგენილი არ არის).
• ინდოლეთური არახოჯკინის ლიმფომები მონოთერაპიაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პროგრესირება მკურნალობის ფონზე, ან თერაპიის დამთავრებიდან 6 თვის მანძილზე კომბინირელ თერაპიაში რიტუკსიმაბის ჩართვისას პირველი რიგის მკურნალობისას. 
• მრავლობითი მიელომა II სტადიის პროგრესირებით, ან III სტადია (დიური – სალმონის კლასიფიკაციით) პრედნიზოლონთან კომბინაციაში.

მიღების წესები და დოზები
დოზის ინდივიდუალურად შერჩევისას საჭიროა იხელმძღვანელოთ სპეციალური ლიტერატურის მონაცემებით. რიბომუსტინი განკუთვნილია ინტრავენური (ი/ვ) შეყვანისათვის.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზი
რიბომუსტინი 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე 30 წუთიანი ინფუზიის სახით 1 და 2 დღეზე ყოველი 28 დღიანი ციკლისას (6 ციკლამდე).
ჰემატოლოგიური ტოქსიურობის 3-4 ხარისხის განვითარების შემთხვევაში, ან არაჰემატოლოგიური ტოქსიურობისას ≥ 2 ხარისხის გამოხატულებისას, რიბომუსტინის შეყვანა უნდა გადაიდოს როგორც მინიმუმ ნეიტროფილების რაოდენობის აბსოლუტური რაოდენობის ≥ 1000/მკლ და თრომბოციტების რაოდენობის ≥ 75000/მკლ და/ან არაჰემატოგენური ტოქსიურობის ხარისხის გამოხატულების დაქვეითებიამდე ≥ 1 ხარისხამდე. 
დოზების მოდიფიკაცია ჰემატოლოგიური ტოქსიურობისას: 3-4 ხარისხის ტოქსიურობის განვითარებისას, პრეპარატის დოზაშემდგომი ციკლებისას უნდა დაქვეითდეს 50მგ/მ2. ჰემატოლოგიური ტოქსიურობის ხელახლა განვითარების შემთხვევაში, პრაპარატის დოზა უნდა შემცირდეს 25მგ/მ2. 
დოზის მოდიფიკაცია არაჰემატოლოგიური ტოქსიურობისას: კლინიკურად გამოხატული 3-4 ხარისხის ტოქსიურობის ნიშნებისას, რიბომუსტინის დოზა საჭიროა შემცირდეს 50 მგ/მ2 შემდგომი ციკლებისას. 
არახოჯკინის ლიმფომა
მონოთერაპია: რიბომუსტინი 120 მგ/მ2 60 წუთიანი ინფუზიის სახით ყოველი 21 დღიანი ციკლისას (8 ციკლამდე) 1 და 2 დღეს. 
დოზის მოდიფიკაცია ჰემატოლოგიური ტოქსიურობისას: 4 ხარისხის ტოქსიურობის განვითარებისას, პრეპარატის დოზა შემდგომი ციკლებისას უნდა დაქვეითდეს 90 მგ/ მ2. 4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის განმეორებით განვითარებისას, პრეპარატის დოზა უნდა დაქვეითდეს 60 მგ/ მ2. 
დოზის მოდიფიკაცია არაჰემატოლოგიური ტოქსიურობისას: 3-4 ხარისხის ტოქსიურობის განვითარებისას, რიბომუსტინის დოზა შემდგომი ციკლებისას უნდა შემცირდეს 90 მგ/მ2. 3-4 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიურობის განმეორებით განვითარებისას, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს 60 მგ/მ2. 
კომბინირებული თერაპია: რიბომუსტინი 60 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე ინტრავენურად 30 წუთიანი ინფუზიის სახით ყოველდღიურად 1-დან 5 დღემდე, ვინკრისტინი ინტრავენურად 1 დღეს, პრედნიზოლონი 100 მგ/მ2 ინტრავენურად ყოველდღე 1-დან 5დღემდე ყოველი 21 ციკლისას.
მრავლობითი მიელომა
რიბომუსტინი 120-150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე ინტრავენურდ 1 და 2 დღეს პრადნიზოლონთან ერთად 60 მგ/მ2 ინტრავენურად, ან შიგნით მისაღებად 1-დან 4 დღემდე ყოველ 4 კვირაში.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, აუცილებელი არ არის დოზის კორექცია პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით (სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაცია < 1,2 მგ/დლ).ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობისას, პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით. ზომიერი (ალანინამინოტრანსფერაზის (ALT) აქტივობა და/ან ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) 2,5-10 ჯერ მაღალი ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ), ან შრატის ბილირუბინის კონცენტრაცია მეტია ნზზ-ზე 1,5-3 ჯერ), ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა (სისხლის შრატში ბილირუბინის კონცენტრაცია > 3 X ნზზ) ბენდამუსტინის გამოყენება არ შეიძლება.
გამოყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით 
ფარმაკოკინეტიკურ მონაცემების საფუძველზე, არ არის აუცილებელი დოზის კორექცია პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 10 მლ/წთ.
რეკომენდაციები საინფუზიო სხნარის მოსამზადებლად
25 მგ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 10 მლ საინექციო წყალში და ანჯღრევენ სრულ გახსნამდე.
100მლ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 40 მლ საინექციო წყალში და ანჯღრევენ სრულ გახსნამდე.
მიღებულ უფერო გამჭირვალე კონცენტრანტი შეიცავს 2,5 მგ/მლ ბენდამუსტინს. 5-10 წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ რიბომუსტინის აუცილებელი დოზა იხსნება 500 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ინფუზიისთვის. მოცემული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე და 5 დღე მაცივარში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ხსნარის მომზადებისთანავე, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მის მიკრობებით მოთესვის შესაძლებლობას. თუ გამოყენებისათვის მომზადებული პრეპარატის შეყვანა არ ხდება მაშინვე, მზა ხსნარის შენახვის პირობებზე და დროზე პასუხისმგებლობას იღებს მომმზადებელი პირი.

გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების მონაცემების ანალიზისას სქესის და რასის გათვალისწინებით, არ იქნა გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი რეგისტრაციის სიხშირის მიხედვით შემდეგი გრადაციის შესაბამისად: ხშირი: 1/100-დან < 1/10-მდე, არახშირი: > 1/1000-დან < 1/100, იშვიათი: > 1/10 000-დან 1/1000-მდე, სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემები არ იძლევა სიხშირის განსაზღვრის საშუალებას).
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი – ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ლიმფოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია; ხშირი - სისხლდენა; ძალიან იშვიათი – ჰემოლიზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: ძალიან ხშირი – გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ლორწოვანი გარსების ანთება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია; ხშირი – დიარეა, შეკრულობა, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, პირის სიმშრალე, ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის, აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება; ძალიან იშვიათი – ჰემორაგიული ეზოფაგიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირი – გულის დისფუნქცია, არითმია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება; არახშირი – გამონაჟონი პერიკარდიუმის ღრუში; იშვიათი – სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა; ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-ფილტვის უკმარისობა, ფლებიტი.
სასუნთქი სისტემა: ხშირი – ფილტვის დისფუნქცია, ხველა, ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ნაზოფარინგიტი; ძალიან იშვიათი – ფილტვების ფიბროზი, პირველადი ატიპიური პნევმონია
ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; ხშირი – გემოს დარღვევა, შფოთვა, დეპრესია; იშვიათი – ძილიანობა, აფონია; ძალიან იშვიათი – პარესთეზია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ანტიქოლინერგული სინდრომი, ნევროლოგიური დარღვევები, ატაქსია, ენცეფალიტი.
კანი და კანის დანამატები: ძალიან ხშირი – ალოპეცია; ხშირი – კანის გამონაყარი, ქავილი, კანის სიმშრალე, მომატებული ღამის ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი; ძალიან იშვიათი – ერითემა, დერმატიტი, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი. 
ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ძალიან ხშირი – ზურგის ტკივილი; ხშირი – ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ძვლებში.
იმუნური სისტემა: ხშირი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება); იშვიათი – ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები; ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური შოკი.
რეპროდუქციული სისტემა: ხშირი – ამენორეა; ძალიან იშვიათი – უშვილობა.
ადგილობრივი რეაქციები: ხშირი – ტკივილი ინექციის ადგილას, ერითემა; იშვიათი – გარშემო მყოფი ქსოვილების ნეკროზი.
სხვა: ძალიან ხშირი – სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ტკივილის გაძლიერება, სისუტე, დაღლილობა, სხეულის მასის კლება, დეჰიდრატაცია, მეორადი ინფექციები, ჰიპერურიკემია; ხშირი – პერიფერიული შეშუპება, ჰიპოკალიემია; იშვიათი – სეფსისი; ძალიან იშვიათი – სიმსივნის დაშლის სინდრომი.

უკუჩვენება
მიღების უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ, ან აუტანლობა;
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ღვიძლის ზომიერი ან გამოხატული უკმარისობა;
• სიყვითლე;
• ნეიტროფილების რაოდენობა ნაკლები 1500/მკლ და/ან თრომბოციტები ნაკლები 75000/მკლ;
• ქირურგიული ჩარევა 30 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თერაპიის დაწყებამდე;
• ინფექციები, განსაკუთრებით რომლებსაც თან ახლავს ლეიკოციტოპენია;
• ბავშვთა ასაკი (მონაცემების არარსებობა ეფექტის და უსაფრთხოების შესახებ).
სიფრთხილით
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
პაციენტებს ანამნეზში სერიოზული კარდიოლოგიური დაავადებებით (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიის ეპიზოდები, არითმია), ესაჭიროებათ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის გულმოდგინე მონიტორინგი, განსაკუთრებით კალიუმის და ეკგ კონტროლი რიბომუსტინით მკურნალობის პროცესში

განსაკუთრებული მითითებები
რიბომუსტინით მკურნალობა საჭიროა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან მუშაობის გამოცდილება.
თერაპიის ფონზე საჭიროა რეგულარულად, როგორც მინიმუმ კვირაში ერთჯერ პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების და ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების კონტროლი.
ლეიკოციტების, ნეიტროფილების და თრომბოციტების დაქვეითება, როგორც წესი აღინიშნება 14-20 დღეზე, აღდგენა – 3-5 კვირაში. 
რიბომუსტინის გამოყენებისას აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილება, მათ შორის თირკმლის უკმარისობის განვითარება, ამიტომ მკურნალობისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის გულმოდგინე მონიტორინგი.
ექსტრავაზაციის შემთხვევაში, საჭიროა ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, შეყვანის ადგილის გაციება და ხელის აწევა. დარჩენილი პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი სხვა ვენაში. 
ბენდამუსტინს აქვს ტერატოგენური და მუტაგენური მოქმედება. პაციენტებმა თერაპიის ფონზე და მისი დამთავრებიდან როგორც მინიმუმ 6 თვის მანძილზე, საჭიროა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. მამაკაცებმა რეკომენდირებულია მიმართონ სპერმის კრიოკონსერვაციას მკურნალობის დაწყებამდე უნაყოფობის რისკის გამო, რომელიც განპირობებულია მოცემული პრეპარატის გამოყენებით. კანზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას, საჭიროა წყლით და საპნით დაბანა.

ჭარბი დოზირება
მაქსიმალური ერთჯერადი დოზის მიღებისას 280 მგ/მ2 პაციენტებს 7-21 დღეს აღენიშნებათ დარღვევები ეკგ-ზე, Q-T ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, სინუსური ტაქიკარდია, ST და T კბილების ცვლილებები და ჰისის კონის მარცხენა ფეხის წინა ტოტის ბლოკადა.
სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. დოზის შესაძლო გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება, ჰემატოლოგიური მაჩვენებლების და ეკგ მონაცემების მონიტორინგის ჩათვლით.მკურნალობა სიმპტომატურია. დიალიზი ნაკლებ ეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არავითარი სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა წამლების ურთიერთქმედებაზე.
ბენდამუსტინის აქტიური მეტაბოლიტები, გამა-ჰიდროქსი ბენდამუსტინი (M3) და N-დემსეტილ-ბენდამუსტინი (M4), წარმოიქმნება P450 CYP1A2 მოქმედების შედეგად. CYP1A2 - ის ინჰიბიტორებს (მაგ. ფლუვოქსამინი, ციპროფლოქსაცინი)პოტენციურად შეუძლიათ სისხლის პლაზმაში ბენდამუსტინის კონცენტრაციის გაზრდა და აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციის შემცირება. CYP1A2-ის ინდუქტორებს (მაგ. ომეპრაზოლი, მოწევა) პოტენციურად შეუძლიათ ბენდამუსტინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება და სისხლის პლაზმაში მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაციის გაზრდა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა ერთდროილად CYP1A2 - ის ინჰიბიტორების ან ინდუქტორები დანიშვნისას, ან საჭიროა განიხილოს ალტერნატიული მკურნალობის საკითხი. 
რიბომუქსინი სხვა მიელოსუპრესიულ აგენტებთან კომბინაციაში აძლიერებს ძვლის ტვინის დათრგუნვის ეფექტს და ტოქსიურ მოქმედებას. როგორც სხვა ციტოსტატურები, რიბომუსტინი თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას, აძლიერებს ინფექციის რისკს ვაქცინაციისას.

შენახვის პირობები და ვადები
ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 °С. ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯფუფი II (გაიცემა რეცეპტით).

სად შევიძინოთ?