კულმუხოს ფესვები და ფესურები / Rhizomata et Radices Inulae Helenii


შემადგენლობა

კულმუხოს ფესვები და ფესურები შეიცავს საპონინებს, ეთეროვან ზეთებს, ფისებს, ლორწოვან ნივთიერებებს, მწარეებს და სხვ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ნახველის გადაადგილებას ქვემო სასუნთქი გზებიდან სასუნთქი ტრაქტის ზემო ნაწილში და შემდგომში მის ევაკუაციას

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების — ტრაქეიტების და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ეფექტურია გასტროენტერიტების და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ქალის სასქესო ორგანოების და ღვიძლის დაავადებების, ბუასილის დროს.