Nuk
რენეოსი / RENEOS


შემადგენლობა

ტაბლეტები: შეფუთვაში 90 ც.
1 ტაბ.
რეპაგლინიდი . . . . . . . 1 მგ
1 ტაბ.
რეპაგლინიდი . . . . . . . 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალცი ორჩანაცვლებული ფოსფატი, სიმინდის სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი, პოვიდონი 30, გლიცერინი 85%, მაგნიუმის სტეარატი, მეგლუმინა, პოლოქსამერი 407, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (რენეოსი 1 მგ ტაბლეტები),

ფარმაკოლოგიური თვისებები
აბლოკირებს პანკრეასის β-უჯრედების მემბრანაშიAატფ-დამოკიდებულ არხებსპეციფიურ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც იწვევს უჯრედების დეპოლარიზაციას და კალციუმის არხების გახსნას. შედეგად, კალციუმის მომატებული ნაკადი ინდუცირეას უწევს β- უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას.

ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1 საათში; 90%-ზე მეტი უკავშირდება სიხლის პლაზმის ცილებს; ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად. გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად, 8%-ზე- ნაკლები – შარდთან ერთად, 1% - ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2 (ინსულინდამოუკიდებელი).

მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დოზის შერჩევა ხდება გლუკოზის დონის ოპტიმიზაციის მიზნით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 500 მკგ. Dდოზის მატება შესაძლებელია მოხდეს 1-2 კვირის განმავლობაში რენეოსის მუდმივი მიღებიდან ნახშირწყლოვანი ცვლის ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით.
მაქსიმალური დოზები: ერთჯერადი – 4 მგ; სადღეღამისო – 16 მგ;
სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ.
მიიღება ყოველი ძირითადი საკვების წინ. პრეპარატის მიღების ოპტიმალური დროა – 15 წუთით ადრე საკვების მიღებამდე, შესაძლებელია 30 წუთით ადრე მიღებაც ან Uუშუალოდ ჭამის წინ.

გვერდითი მოვლენები
ჰიპერგლიკემია: გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და მადის დაკარგვა.
ჰიპოგლიკემია: შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, შიმშილის გრძნობა, და კონცენტრაციის გაძნელება. 
კუჭ-ნაწლავის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, პირღებინება და ყაბზობა.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ვასკულიტი, აგრეთვე, ღვიძლის ფერმენტების მატება, მხედველობის გაუარესება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რეპაგლინიდის მიმართ, შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1, დიაბეტური კეტოაციდოზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციათა დარღვევა, თანამხლები მკურნალობა CYP3A4 ინჰიბიტორებით ან მაინდუცირებელი პრეპარატებით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება: დასუსტებულ პაციენტებში ან პაციენტებში დაქვეითებული კვების რეჟიმით – საჭიროა მინიმალური ან შემანარჩუნებელი დოზით დანიშვნა და დოზის შერჩევა სიფრთხილით.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?