REGERMIN / REGERMIN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: PAVIA PHARMACEUTICI
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ფხვნილოვანი სპრეი 125მლ
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

ფხვნილოვანი სპრეი, რომელიც გამოიყენება კანის დაზიანებების და ჭრილობების დროს

 

შემადგენლობა:

SCX-ფხვნილოვანი კომპლექსი (სილიციუმის დიოქსიდი, ფუნქციონალიზებული ვერცხლის იონებით და ქლორჰექსიდინით), კაოლინი, ნატრიუმის ჰიალურონატი, სილიციუმის დიოქსიდი, პროპან-ბუტანის ნაერთი (პროპელენტი).

 

ბიოლოგიური თვისებები:

რეგერმინი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საშუალებას. სპეციალური ფორმულის წყალობით ის ეხმარება სხვადასხა ტიპის ჭრილობის, მცირე დამწვრობების, კანის დაზიანებების და გამოყელვის (განსაკუთრებით ექსუდაციური ჭრილობების დროს) დროს. რეგერმინი ქმნის დამცავ შრეს, რომელიც ხელს უშლის მიკრობების მოხვედრას დაზიანებულ ზედაპირზე და ქმნის კანის რეგენერაციისთვის სასარგებლო ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებს. დაზიანების ადგილას მიკრობების საწინააღმდეგო დამცავი შრის ფორმირება ხდება კაოლინის და ჰიალურონის მჟავას კომპლექსური ზემოქმედების საშუალებით: კაოლინი ასრულებს სითხის აბსორბენტის როლს ექსუდაციური ჭრილობების დროს, ჰიალურონის მჟავა კი ახდენს ჰიდრატაციულ მოქმედებას (აკავებს წყალს) და ახდენს დამცავი შრის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სითხის შენარჩუნებას ქსოვილებში. 

SCX-ფხვნილოვანი კომპლექსი შედგება სილიციუმის დიოქსიდის, ვერცხლის იონებისა და ქლორჰექსიდინისგან; ეს კომპლექსი არის კაოლინის და ჰიალურონის მჟავას მიერ ფორმირებული დამცავი შრის შიგნით. ანტიმიკრობული თვისებების ხარჯზე, რეგერმინისგან შექმნილი ბარიერი, იცავს ჭრილობის ზედაპირს მიკრობებისგან და ხელს უწყობს შეხორცების პროცესების დაჩქარებას.

 

ჩვენებები:

რეგერმინი გამოიყენება კომპლექსურად შემდეგი მდგომარეობების დროს:

ჭრილობის სხვადასხვა ტიპი (ტრავმული, ტროფიკული, განსაკუთრებით ექსუდაციური ჭრილობები)

კანის დაზიანებები და გამოყელვა

მცირე დამწვრობები

 

უკუჩვენებები:

რეგერმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:

პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის დროს;

3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს ინფორმაცია დოზის გადაჭარბების ან სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ექიმმა ან პაციენტმა, რეგერმინის ფხვნილოვანი სპრეის გამოყენებისას, მხედველობაში უნდა იქონიოს შემდეგი პირობები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, არ შეიძლება გადაყლაპვა;

მოერიდეთ თვალთან კონტაქტს, ნებისმიერი სახის კონტაქტისას დაუყოვნებლივ გამოირეცხოს წყლით;

არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა გახსნილი ან დაზიანებულია;

გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი თავსახურით;

კანის მხრივ რეაქციების გამოვლენისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება;

სპრეის თვალში მოხვედრის ან გადაყლაპვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

უსაფრთხოების ნორმები:

ყურადღება! სპრეი კონტეინერში არის წნევის ქვეშ, გახურებისას ფეთქებადსაშიშია; უნდა ინახებოდეს გამათბობლებისგან, გახურებული ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ღია ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით. გამოყენების შემდეგ არ გახვრიტოთ და არ დაწვათ კონტეინერი. უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ვენტილირებად შენობებში.

 

გამოყენების წესი:

1. ფრთხილად გაასუფთავეთ და გაამშრალეთ კანი.

2. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.

3. დაიტანეთ ფხვნილის თხელი ფენა მხოლოდ დაზიანებულ უბანზე, 10 სმ-ის მანძილიდან გაფრქვევით.

4. არ მოახდინოთ მასირება; ფხვნილმა უნდა წარმოქმნას მთლიანი დამცავი შრე.

5. ექიმის მხრიდან განსაკუთრებული მითითებების არ არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ერთხელ დღეში კანის დაზიანებულ უბანზე.

 

შენახვის პირობები:

ინახება შეფუთვაში, მშრალ, მზის შუქისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5 -დან 50 0ჩ-მდე ტემპერატურაზე.

 

შენახვის ვადა:

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეგერმინი, ფხვნილოვანი სპრეი 125მლ, ალუმინის ფლაკონში; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.