პროგრაფი ® / Prograf®

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tacrolimus
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგიაიმუნოდეპრესიული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Astellas Pharma Europe
  • მწარმოებელი ქვეყანა: ნიდერლანდები
  • გამოშვების ფორმა: 0.5მგ კაფსულა №50
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

ინტრავენური ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი 5მგ/მლ:
აქტიური ნივთიერება: ტაკროლიმუსი 5მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლიოქსიეთილენით ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (HCO-60) – 200მგ, გაუწყლოებული სპირტი – 638გ.

კაფსულები:
აქტიური ნივთიერება: 
ტაკროლიმუსი 0,5მგ 1,0 მგ 5,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 0,5 მგ 1,0 მგ 5,0 მგ
ნატრიუმის კროსკარმელოზა 0,5 მგ 1,0 მგ 5,0 მგ
ლაქტოზა 62,85 მგ 61,35მგ 123,60მგ 
მაგნიუმის სტეარატი 0,65მგ 0,65მგ 1,4მგ
კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი 0,338მგ 0,395მგ 0,564მგ
რკინის ყვითელი ოქსიდი 0,048მგ
რკინის წითელი ოქსიდი 0,008მგ
გასუფთავებული წყალი 4,2 მგ 4,2მგ 6,0მგ
ჟელატინი 23,414მგ 23,405მგ 33,428მგ

აღწერილობა:
ინტრავენური ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი 5მგ/მლ: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
კაფსულები 0,5მგ : ჟელატინის მკვრივი კაფსულები. ზომა #5. კორპუსი და სახურავი ღია გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის, წითელი ფერის ამონაბეჭდით < < 0,5მგ > > სახურავზე და < < [ფ]607 > > კაფსულის სახურავზე. კაფსულების შიგთავსი – თეთრი ფერის ფხვნილი.
კაფსულები 1მგ : ჟელატინის მკვრივი კაფსულები. ზომა #5. კორპუსი და სახურავი თეთრი ფერის, წითელი ფერის ამონაბეჭდით < < 1მგ > > სახურავზე და < < [ფ]617] > > კაფსულის სახურავზე.
კაფსულების შიგთავსი – თეთრი ფერის ფხვნილი.
კაფსულები 5მგ : ჟელატინის, მკვრივი კაფსულები. ზომა #4. კორპუსი და სახურავი მონაცრისფრო-წითელი, თეთრი ფერის ამონაბეჭდით < < 5მგ > > სახურავზე და < < [ფ] 657 ] > > კაფსულის სახურავზე.
კაფსულების შიგთავსი – თეთრი ფერის ფხვნილი. 

სტანდარტული შეფუთვა
კონცენტრატი
1მლ ამპულები 2მლ ნომინალური მოცულობით, უფერო, გამჭვირვალე შუშის, (USP ტიპი 1) რგოლით და წერტილით. 10 ამპულას ათავსებენ განყოფილებებიან პლასტიკის შეფუთვაში. ერთი შეფუთვა ინსტუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში. 
კაფსულები 0,5მგ, 1მგ, 5მგ
10 კაფსულა ბლისტერში, პვქ/ალუმინი 5 ბლისტერი მირჩილულ ალუმინის პაკეტში, 1 გ სილიკაგელიან პაკეტთან ერთად. 1 მირჩილული ალუმინის პაკეტი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა 
მოლეკულურ დონეზე ტაკროლიმუსის ეფექტები ვითარდება ციტოზოლური ცილის (FKBP12) (რომელიც პასუხისმგებელია უჯრედშიდა აკუმულაციაზე) მიერთების მეშვეობით. 
კომპლექსი (FKBP12) – ტაკროლიმუსი უერთდება კალცინევრინს სპეციფიკურად და კონკურენტულად და აინჰიბირებს მას, რასაც მივყავართ ტრანსდუქციის T უჯრედოვანი სასიგნალო გზების კალციუმდამოკიდებულ ინჰიბირებასთან და ამ გზით ლიმფოკინური გენების დისკრეტული ჯგუფის ტრანსკრიპციის თავიდან აცილებასთან.
ტაკროლიმუსი წარმოადგენს მაღალაქტიურ იმუნოსუპრესორულ პრეპარატს: თრგუნავს ციტოტოქსიური ლიმფოციტების ფორმირებას, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ტრანპლანტატის მოცილებაზე, დაბლა სწევს: T უჯრედების აქტივაციას (რომელიც დამოკიდებულია T ჰელპერებზე), B უჯრედების პროლიფერაციას, ასევე ლიმფოკინების ფორმირებას (ისეთის როგოროცაა ინტერლეიკინები - 2, -3 და γ- ინტერფერონი), ინტერლეიკინ – 2-ის რეცეპტორის ექსპრესიას.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ტაკროლიმუსი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან; აბსორბციის ძირითადი ადგილია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა განყოფილება.
ტაკროლიმუსის (Cmax) კონცენტრაცია სისხლში, პიკს აღწევს დაახლოებით 1-3 საათში. ზოგიერთ პაციენტებში კი აბსორბირდება განუწყვეტლივ, დიდი ხნის განმავლობაში და ადგილი აქვს აბსორბციისს თანაბარ პროფილს. აბსორბციის პარამეტრების საშუალო მაჩვენებლებია:

პოპულაციადოზირება მგ/კგ/დღე-ღამეშიC max (ნგ/მლ)T max სთბიოშეღწევადობა
მოზრდილი ადამიანის ღვიძლის ტრანსპლანტატი0,3074,13,021,8 ( ± 6,3)
(წონასწორული კონცენტრაცია)    
ბავშვის ღვიძლის კონცენტრატი0,3037,0 ( ± 26,5)2,1 ( ± 1,3)25 ( ± 20)
მოზრდილი ადამიანის თირკმლის ტრანსპლანტატი0,3044,3 ( ± 21,9)1,520,1 ( ± 11,0)


ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში, პრეპარატის პერორალური მიღებისას, (0,30 მგ/კგ/დღე-ღამეში) ავადმყოფთა უმეტესობაში პროგრაფის კონცენტრაციების თანაბარზომიერება მიიღწეოდა 3 დღეში.
სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში ცხიმების ზომიერი შემცველობის საკვების მიღების შემდეგ, პროგრაფის პერორალური მიღებისას, მისი ბიოშეღწევადობა მცირდებოდა. ასევე აღინიშნებოდა AUC ფარმაკოკინეტიკური მრუდქვეშა ფართობის შემცირება 27%-თ. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის C max- ის (50%-თ) და T max- ის გაზრდა (173%-თ). საკვებთან ერთობლივი მიღებისას მცირდებოდა პროგრაფის აბსორბციის სიჩქარე და ხარისხი.
ნაღვლის გამოყოფა პროგრაფის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას შეიმჩნევა AUC- ს და მთლიანდ სისხლში პრაპარატის მინიმალური დონის კორელაცია, ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მინიმალური დონეების მონიტორინგი შეიძლება გამოდგეს პრეპარატის სისტემური მოქმედების ადექვატური შეფასებისათვის. 
გადანაწილება 
ადამიანის ვენაში შეყვანის შემდეგ ტაკროლიმუსის გადანაწილებას გააჩნია ორფაზიანი ხასიათი. სისტემურ სისხლის ნაკადში ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანი ხარისხით უერთდება ერითროციტებს. სისხლში პლაზმური კონცენტრაციების გადანაწილების შეფარდებაა დაახლოებით 20:1 სისხლის პლაზმაში პრეპარატი უპირატესად უერთდება ცილებს (98,8%) ძირითადად შრატის ალბუმინს და α-1-მჟავა გლიკოპროტეინს.
ტაკროლიმუსი ღრმად ნაწილდება ორგანიზმში და განაწილების წონასწორული მოცულობა პლაზმური კონცენტრაციის საფუძველზე შეადგენს დაახლოებით 1300ლ-ს (ჯანმრთელი მოხალისეები) შესაბამისი მოცულობა მთლიან სისხლში საშუალოდ შეადგენს 47,6 ლ-ს. 
ტაკროლიმუსი წარმოადგენს დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატს. ჯანმრთელ მოხალისეებში საერთო კლირენსის საშუალო მაჩვენებელმა, შეადგინა 2,25ლ/სთ. ღვიძლის და თირკმლის ტრანპლანტატების მქონე მოზრდილ პაციენტებში ამ პარამეტრის მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად - 4,1 ლ/სთ და 6,7 ლ/სთ. ღვიძლის ტრანპლანტატის მქონე ბავშვებში, საერთო კლირენსის მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია ვიდერე მოზრდილებში.
ტაკროლიმუსის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივი და ცვალებადია. ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 43 საათს. მოზრდილი და ბავშვი პაციენტების (ღვიძლის ტრანსპლანტატით) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს, საშუალოდ შესაბამისად - 11,7სთ-ს და 12,4 სთ-ს, ხოლო თირკმლის ტრანპლანტატის მქონე მოზრდილ პაციენტებში კი 15,6სთ-ს.
მეტაბოლიზმი 
in vitro მოდელების გამოყენებისას გამოვლენილია 8 მეტაბოლიტი, რომელთა შორის იმუნოსუპრესორული მოქმედება გააჩნია მხოლოდ ერთს. ტაკროლიმუსი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ციტოქრომით, P- 4503A4 და იზოენზიმით (CYP3A4) 
ექსკრეცია
14C იზოტოპით ნიშნული ტაკროლიმუსის ვენური და პერორალური შეყვანისას რადიაქტიურ-ნიშნული პრეპარატის უმეტესობა გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. დაახლოებით 2% გამოიყოფა შარდით. 1%-ზე ნაკლები შეუცვლელი ტაკროლიმუსი, გამოვლენილია შარდში და განავალში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაკროლიმუსი ელიმინაციამდე თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება. ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს ნაღველი

ჩვენებები
ღვიძლის, თირკმლის და გულის ალოტრანსპლანტატის (მათ შორის, იმუნოსუპრესორული თერაპიის სტანდარტული რეჟიმების მიმართ რეზისტენტულის) თავიდან აცილება და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები
პროგრაფის® მიღება შეიძლება როგორც პერორალურად, ისე ვენაში შეყვანით. თუ საჭიროება მოითხოვს, კაფსულის შიგთავსი შეიძლება გაიხსნას წყალში და შეიყვანოს ნაზოგასტრალური ზონდით.
პროგრაფის® დოზირების კორექტირება აუცილებელია მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, ავადმყოფის სისხლში პრეპარატის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით. 
პროგრაფი® კაფსულები 0,5მგ პროგრაფი® კაფსულები 1მგ პროგრაფი® კაფსულები 5მგ
რეკომენდირებულია სადღეღამისო დოზის ორ მიღებაზე გადანწილება. (მაგალითად დილით და საღამოს) კაფსულა უნდა დაილიოს ბლისტერიდან გამოღებისთანავე. ის უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით (უმჯობესია წყლით)
მაქსიმალური აბსორბციის მისაღწევად საჭიროა კაფსულების მშიერ კუჭზე მიღება (უზმოზე) ან როგორც მინიმუმ ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათით გვიან.
პროგრაფი® საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 5მგ/მლ ინტრავენური ინფუზიის მოსამზადებელი კონცენტრატი გამოიყენება მხოლოდ მისი შესაბამის გამხსნელში გახსნის შემდეგ. პროგრაფი® საინფუზიო კონცენტრატის 5მგ/მლ, გაუხსნელად შეყვანა არ შეიძლება. 
პროგრაფი® საინფუზიო კონცენტრატის 5მგ/მლ უნდა გაიხსნას 5%-იან დექსტროზის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, შუშის, პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარები.

რეკომენდირებული არ არის პრეპარატის სწრაფი შეყვანა. 
ხსნარის კონცენტრაცია უნდა მერყეობდეს 0,004 - 0,100მგ/მლ-ის, ხოლო ინფუზიის საერთო მოცულობა 24 საათის განმავლობაში კი 20-500 მლ-ის ფარგლებში. აუცილებელია, გამოუყენებელი მომზადებული ხსნარი და საინფუზიო კონცენტრატის გახსნილი ამპულა დროულად გადავაგდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება (კონტამინაცია)

დოზირების რეკომენდაციები
ღვიძლის ტრანსპლანტაცია
პირველადი იმუნოსუპრესია – მოზრდილები
პროგრაფის® პერორალური თერაპია უნდა დაიწყოს საწყისი დოზირებით 0,10-0,20მგ/კგ/დღე-ღამეში (მაგალითად დილით და საღამოს) პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა პრეპარატის შიგნით მიღების საშუალებას უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია დოზირებით 0,01-0,05 მგ/კგ/დღე-ღამეში, წამლის ინტრავენური ინფუზიით 24 საათის განმავლობაში. 

პირველადი იმუნოსუპრესია – ბავშვები 
საწყისი დოზა 0,30 მგ/კგ/დღე-ღამეში უნდა გაიყოს ორ მიღებაზე (მაგალითად დილით და საღამოს) თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა პრეპარატის შიგნით მიღების საშუალებას უნდა დაიწყოს ინრავენური თერაპია დოზირებით 0,05 მგ/კგ/დღე-ღამეში, წამლის ინტრავენური ინფუზიით 24 საათის განმავლობაში. 

შემანარჩუნებელი თერაპია – მოზრდილები და ბავშვები
შემანარჩუნებელი თერაპიისას პროგრაფის® დოზას ამცირებენ. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია თანმხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის მოხსნა და პროგრაფის® დატოვება ბაზისური მონოთერაპიის ხარისხში. ტრანცპლანტაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამ, შეიძლება გამოიწვიოს ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება და შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის დოზის კორექციის მოთხოვნილება.

ბავშვების სისხლში მოზრდილების მსგავსი დონის მისაღწევად საჭიროა 1,5-2-ჯერ უფრო მაღალი დოზირება.

მოცილების სინდრომის მკურნალობა – მოზრდილები და ბავშვები
მოცილების სინდრომის ეპიზოდების სამკურნალოდ საჭიროა პროგრაფის უფრო მაღალი დოზების გამოყენება, მათი შერწყმა დამატებით კორტიკოსტეროიდულ თერაპიასთან და მონო/პოლიკლონალური ანტისხეულების ხანმოკლე კურსებთან. თუ აღინიშნება ტოქსიურობის ნიშნები, შეიძლება საჭირო გახდეს პროგრაფის დოზის შემცირება.

თირკმლის ტრანსპლანტაცია
პირველადი იმუნოსუპრესია – მოზრდილები
იმ პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ ბაზისური თერაპია (მიმართული ანტისხეულების გამომუშავების სტიმულაციაზე) პროგრაფის პერორალური მკურნალობა უნდა დაიწყოს 0,30მგ/კგ/დღე-ღამეში დოზის ორად გაყოფით (მაგალითად დილით და საღამოს) პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს ოპერაციის დამთავრებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ.
პაციენტებში რომლებიც იტარებენ ბაზისურ თერაპიას, მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზირებით 0,20მგ/კგ/დღე-ღამეში, პერორალურად (ორ მიღებაზე გადანაწილებით)
თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა პრეპარატის პერორალურად მიღების საშუალებას, მაშინ ინტრავენური თერაპია უნდა დაიწყოს 0,05-0,10მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით, პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანით 24 საათის განმავლობაში.

პირველადი იმუნოსუპრესია – ბავშვები
ბავშვებში პრეპარატს ნიშნავენ ოპრაციის დაწყებამდე, შიგნით მისაღებად, დოზით 0,15მგ/კგ/დღე-ღამეში. ოპერაციის შემდეგ საჭიროა დაინიშნოს ინტრავენური თერაპია, დოზით 0,075-0,100 მგ/კგ/დღე-ღამეში, წვეთოვნად 24 საათის განმავლობაში მანამდე, ვიდრე ავადმყოფი არ შეძლებს წამლის პერორალურად მიღებას. ამის შემდეგ საჭიროა დაინიშნოს პერორალური თერაპია, საწყისი დოზირებით 0,30მგ/კგ/დღე-ღამეში. დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებაზე.

შემანარჩუნებელი თერაპია - მოზრდილები და ბავშვები
შემანარჩუნებელი თერაპიისას პროგრაფის® დოზები მცირდება. ზოგიერთ შემთხვევებში, შეიძლება მოიხსნას თანმხლები იმუნოსუპრესორული თერაპიის პრეპარატები. 
პრეპარატის დოზირების პრინციპი, ძირითადად უნდა ეყრდნობოდეს ცალკეული ავადმყოფის ტრანსპლანტატის მოცილების პროცესის და პრეპარატის ამტანობის ინდივიდუალურ კლინიკური შეფასებას.
თუ მოცილების კლინიკური ნიშნები ნათელია, საჭიროა განხილულ იქნას იმუნოსუპრესორული თერაპიის რეჟიმის შეცვლის საკითხი. 
ბავშვების სისხლში მოზდილების მსგავსი დონის მისაღწევად საჭიროა 1,5_2-ჯერ უფრო მაღალი დოზირება.

მოცილების რეაქციის მკურნალობა – მოზრდილები და ბავშვები
მოცილების ეპიზოდების სამკურნალოდ საჭიროა პროგრაფის® უფრო მაღალი დოზების გამოყენება და მათი შერწყმა დამატებით კორტიკოსტეროიდულ თეაპიასთან და მონო/პოლიკლონალური ანტისხეულების ხანმოკლე კურსებთან. თუ აღინიშნება ტოქსიურობის ნიშნები, შეიძლება საჭირო გახდეს პროგრაფის® დოზის შემცირება.

ციკლოსპორინის თერაპიიდან პაციენტების პროგრაფზე® გადასვლის ინფორმაცია.
იხილეთ სახელმძღვანელო მოცემული განყოფილების ბოლოს. 'პრეპარატის დოზის კორექცია, განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში'

გულის ტრანსპლანტანტის მოცილება
მოცილების საწყისი თერაპია
პრეპარატით პერორალური თერაპიის საწყისი დოზა 0,30 მგ/კგ/დღე-ღამეში უნდა გაიყოს ორ მიღებაზე (მაგალითად დილით და საღამოს)
თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა პრეპარატის შიგნით მიღების საშუალებას უნდა დაიწყოს ინტრავენური თერაპია დოზირებით 0,05 მგ/კგ/დღე-ღამეში, პრეპარატი წვეთოვნად შეიყვანება 24 სთ-ის განმავლობაში.

პრეპარატის დოზის კორექცია, განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ პრეპარატის მინიმალური დონე გრადაციის რეკომენდირებულ ჩარჩოებში. 
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციებიდან გამომდინარე არ იცვლება, ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიური მოქმედების არსებობის გამო, რეკომენდირებულია თირკმლის ფუნქციების მკაცრი კონტროლი, (მათ შორის სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი და დიურეზის დონე) 
მოხუცებული პაციენტები: დღეისათვის მოხუცებულ პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობის რაიმე საბუთი არ არსებობს. 
ციკლოსპორინის თერაპიიდან გადასვლა: ციკლოსპორინის და პროგრაფის® ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი და გააძლიეროს ტოქსიური ეფექტები, ამიტომ პაციენტების ციკლოსპორინიდან პროგრაფზე® გადაყვანისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. პროგრაფით მკურნალობა უნდა დაიწყოს სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ. პრეპარატის გამოყენება უნდა გადაიდოს ავადმყოფის სისხლში ციკლოსპორინის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში.
პრაქტიკაში პროგრაფით მკურნალობა იწყებოდა, ციკლოსპორინით თერაპიის შეწყვეტიდან, 12-24 საათში. კონკრეტულ ალოტრანსპლანტატში (როგო
რც მოზრდილებში ის ბავშვებში) თერაპია უნდა დაიწყოს პირველადი იმუნოსუპრესიისათვის რეკომენდირებული საწყისი პერორალური დოზირებით.
პაციენტის გადაყვანის შემდეგ ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი მისი კლირენსის შესაძლო დარღვევის გამო, უნდა გაგრძელდეს.

რეკომენდაციები სისხლში პრეპარატის აუცილებელი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. 
ოპერაციის ადრეულ პერიოდში საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების მონიტორინგი. პერორალური ხმარებისას პრეპარატის მინიმალური დონის განსაზღვრისათვის, სისხლის ნიმუშები უნდა ავიღოთ პრეპარატის მიღებიდან 12 საათში, უშუალოდ შემდგომი დოზის მიღების წინ. სისხლში პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე დამოკიდებული უნდა იყოს, კლინიკურ მოთხოვნილებებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრაფი® წარმოადგენს, დაბალი კლირენსის პრეპარატს, დოზირების კორექციას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, სანამ სისხლში პრეპარატის დონე რეალური არ გახდება. 
სისხლში პრეპარატის მინიმალური დონეები უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით კვირაში ორჯერ. ადრეულ ტრანსპლანტაციურ პერიოდში და შემდეგ პერიოდულად შემანარჩუნებელი თერაპიისას. ასევე აუცილებელია სისხლში პრეპარატის მინიმალური დონის კონტროლი პრეპარატის დოზის, იმუნოსუპრესორული რეჟიმის და სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციაზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთობლივი მიღების დროს. 
კლინიკური კვლევების ანალიზების შედეგები, უფლება იძლევა ვივარაუდოთ, რომ წარმატებით შეიძლება უმეტესი პაციენტების მკურნალობის ჩატარება თუ შენარჩუნებულია ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტაცია. 20ნგ/მლ
კლინიკურ პრაქტიკაში ტრანსპლანტაციის ჩატარების ადრეულ პერიოდში, ღვიძლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში, სისხლში პრეპარატის დონე მერყეობდა 5-20ნგ/მლ-ის, ხოლო თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში 10-20ნგ/მლ-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე შემანარჩუნებელი თერაპიისას, სისხლში პრეპარატის კონცენტრაციები უნდა იყოს 5-15 ნგ/მლ, როგორც ღვიძლის ისე თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.

გვერდითი მოვლენები
თანმხლები მოვლენები 
ქვემოთ მოყვანილი არასასურველი რეაქციების უმეტესობა შექცევადი ან/და შემცირებადია დოზის დაწევისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო დაბალია ვიდრე ვენური შეყვანისას.
ქვემოთ მოყვანილია (ქვემოთ მიმავალ რიგში) განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: 
ძალიან ხშირად(>1/10); ხშირად(>1/100, <1/10); არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (>1/10000 მათ შორის ერთეული შემთხვევები)

გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძალიან ხშირად: ჰიპერტონია
ხშირად: ჰიპოტონია, ტაქიკარდია, გულის არითმია, გამტარებლობის დარღვევა, თრომბოემბოლიური და იშემიური გამოვლინებები, სტენოკარდია, სისხლძარღვოვანი დაავადებები.
არც ისე ხშირად: ეკგ-ს პარამეტრების გადახრები, ინფარქტი, გულის უკმარისობა, შოკი, მიოკარდის ჰიპერტროფია, გულის გაჩერება.

სმტ-ს და ღვიძლის დაავადებები 
ძალიან ხშირად: დიარეა, გულისრევა ან პირღებინება.
ხშირად: სმტ-ის დისფუნქცია, (მაგალითად დისპეფსია) ღვიძლის ფერმენტების დონის გადახრა, ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, წონის და მადის შეცვლა, წყლული, სიყვითლე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
არც ისე ხშირად: ასციტი, ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი) ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, პანკრეატიტი.
იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა.

სისხლი და ლიმფური სისტემა:
ხშირად: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემორაგია, ლეიკოციტოზი, კოაგულაციის დარღვევა.
არც ისე ხშირად: ჰემატოპოეზური სისტემის უკმარისობა, მათ შორის პანციტოპენია, თრომბოციტული მიკროანგიოპათია.

თირკმელები
ძალიან ხშირად: თირკმლის ფუნქციების მოშლა, (მაგალითად კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში) 
ხშირად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა.
არც ისე ხშირად: პროტეინურია 

მეტაბოლიზმი და ელექტროლიტები
ძალიან ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, შაქრიანი დიაბეტი.
ხშირად: ჰიპომაგნიემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალციემია,Lაციდოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტური ბალანსის სხვა დარღვევები, დეჰიდრატაცია.
არც ისე ხშირად: ჰიპოპროტეინურია, ჰიპერფოსფატემია, ამილაზის დონის მომატება, ჰიპოგლიკემია.

საყდენ-მამოძრავებელი სისტემა
ხშირად: კრუნჩხვები
არც ისე ხშირად: მიასთენია, სახსრების დაავადება.

ნერვული სისტემა/გრძნობათა ორგანოები
ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი, უძილობა.
ხშირად: შეგრძნების დარღვევა (მაგალითად პარესთეზიები) მხედველობის დაღვევა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, თავბრუსხვევა, განგაში, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, სმენის დარღვევა, აზროვნების მოშლა, ენცეფალოპათიები.
არც ისე ხშირად: ჰიპერტონია, თვალის დაავდებები, ამნეზია, კატარაქტა, მეტყველების დაღვევა, დამბლა, კომა, სიყრუვე.
ძალიან იშვიათად: სიბრმავე

სასუნთქი სისტემა
ხშირად: რესპირატორული ფუნქციის დარღვევა, (მაგალითად ქოშინი) პლევრალური გამონაჟონი.
არც ისე ხშირად: ატელექტაზი, ბრონქოსპაზმი.
კანი
ხშირად: ქავილი, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლიანობა, აკნე, ფოტომგრძნობელობა.
არც ისე ხშირად: ჰირსუტიზმი
იშვიათად: ლაიელის სინდრომი.
ძალიან იშვიათად: სტივენს-ჯონსის სინდრომი

შერეული გამოვლინებები
ძალიან ხშირად: ლოკალიზებული ტკივილი (მაგალითად ართრალგია) არც ისე ხშირად: ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ასთენია, შარდის მოშარდვის დაღვევა, 
არც ისე ხშირად: გენიტალიების შეშუპება ქალებში.
ახალწარმონაქმნები
პაციენტები რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, მიეკუთვნებიან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის ჯგუფს. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნება როგორც კეთილთვისებიანი ისე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასოცირებული (EBV) ლიმფოპროტეინული დაავადებები და კანის კიბო.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ტაკროლიმუსის მომხმარებელ პაციენტებს აღენიშნებოდათ ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები.
ინფექციები
ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატებით მკურნალობისას, ასევე ტაკროლიმუსის მიღებისას აწეულია ინფექციური დაავადებების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) რისკი. შესაძლებელია გართულდეს ადრე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს, პარკუჭის და პარკუჭთაშორისი ძგიდის ჰიპერტროფიას, (დარეგისტრირებულია როგორც კარდიომიოპათიები) უმეტეს შემთხვევებში ამ გამოვლინებებს გააჩნიათ წარმავალი ხასიათი, და ძირითადად ვითარდება ბავშვებში, რომელთა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები, მნიშნელოვნად აჭარბებს რეკომენდირებულ მაქსიმალურ დონეებს. სხვა ფაქტორებს, რომლებიც მაღლა სწევენ ასეთი გამოვლინებების რისკს, მიეკუთვნება: გულის ადრე არსებული დაავადება, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰიპერტონია, თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქცია, ჭარბი სითხე ორგანიზმში, და შეშუპება. 
ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებშიც რომლებიც იღებენ პროგრაფს®, აღინიშნება EBV ლიმფოპროტეინული დარღვევების განვითარება. პაციენტებში რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით® თერაპიაზე ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის დაწყებამდე არსებული გადაჭარბებული იმუნოსუპრესიით. პაციენებს, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით® თერაპიაზე ეკრძალებათ, თანმხლები ანტილიმფოციტური თერაპიის გამოყენება. ძალიან პატარა EBV- სერო-ნეგატიურ ბავშვებში (2 წლამდე ასაკის) აღენიშნებათ ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების მომატებული რისკი. (ავადმყოფების ამ ჯგუფში პროგრაფის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია EBV ვირუსზე სეროლოგიური გამოკვლევა).

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსზე ან სხვა მაკროლიდებზე. ასევე პოლიექსიეთილირებულ ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთზე (HCO-60) ან სტრუქტურულად დაკავშირებულ კომპონენტებზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ადმიანებზე ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ პრეპარატს შეუძლია გაიაროს პლაცენტარული ბარიერი. იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრაფის უსაფრთხოება ორსულებში დამტკიცებულია არასაკმარისი ხარისხით, ამ პრეპარატის დანიშნვა ფეხმძიმ