Nuk
პროფილაქტინ აპეტიტი / Profilaktin Apetyt

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Herbapol Lublin
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 115 მლ სიროფი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
პროფილაქტინ აპეტიტი – მცენარეული, ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედების სიროფი ვაშლის-გრეიფრუტის გემოთი, რეკომენდებულია უმადობის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში.  
პროფილაქტინ აპეტიტში შემავალი:
კამის ნაყოფი (ექსტრაქტი) – აძლიერებს მადას, ხელს უწყობს საკვების მონელებას, გააჩნია ანტისპაზმური და მეტეორიზმის საწინააღმდეგო თვისებები. 
კვლიავის ნაყოფი (ექსტრაქტი) – აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებას. რიბოფლავინი, ნიაცინი, თიამინი, ვიტამინი B6, ბიოტინი, ვიტამინი B12 – საჭიროა ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფისთვის, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად.
ფოლიუმის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი B6, ვიტამინი B12 – ხელს უწყობს ერითროციტების პროდუქციას და ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ამცირებს სისუსტეს და დაღლილობის შეგრძნებას. 

კომპონენტები
შაქარი, წყალი, კამის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (2.76%), ვაშლის კონცენტრირებული წვენი (2%), კვლიავის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი (1.15%), მჟავიანობის მარეგულირებელი – ლიმონმჟავა, ვიტამინი ჩ (L-ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინის მჟავას ამიდი), E ვიტამინი (ალფა-ტოკოფეროლის ოქტან – ოქტან DL), პანთოტენის მჟავა (კალციუმის D-პანთოტენატი), რიბოფლავინი (B2 ვიტამინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი), თიამინი (თიამინის მონონიტრატი), ფოლის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა), ბიოტინი (D-ბიოტინი), B12 (ციანოკობალამინი), გრეიპფრუტის კონცენტრირებული წვენი (0.6%), არომატიზატორი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი. 

გამოყენების წესი
ბავშვები 3 წლიდან – 5 მლ, მოზრდილებში -10მლ  სიროფი 1-ჯერ დღეში. Mმიღების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.  
ნადების წარმოქმნა ფლაკონის თავზე და ნალექი მოწმობენ ბუნებრივი კომპონენტების შემცველობაზე და არ არის პროდუქტის უხარისხობის ნიშანი. 
დღის განმავლობაში არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. 

შენახვა
ინახება დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე,  ბნელ და მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: იხ. შეფუთვაზე. 

ნეტო შემცველობა:  115 მლ

სად შევიძინოთ?