Nuk
ფოსფალუგელი / Phosphalugel


შემადგენლობა

აღწერილობა:

თეთრი ან თითქმის თეთრი, ტკბილი, ფორთოხლის გემოს და სუნის მქონე, ჰომოგენური გელი. 

 

შემადგენლობა:

16გ-იანი პაკეტები

ალუმინის ფოსფატი 10,4გ

70% სორბიტოლი 4,48გ

აგარ-აგარი 0,0448გ

პექტინი 0,0872გ

კალციუმის სულფატი 0.0117გ

კალიუმის სორბატი 0.0402გ

ფორთოხლის არომატიზატორი 0.080გ

გასუფთავებული წყალი 16გ-მდე

 

20გ პაკეტები

ალუმინის ფოსფატი 12.38გ

70% სორბიტოლი 4.2857გ

აგარ-აგარი 0,080გ

პექტინი 0,1გ

კალციუმის სულფატი 0.01გ

კალიუმის სორბატი 0.0530გ

ფორთოხლის არომატიზატორი 0.032გ

გასუფთავებული წყალი 20გ-მდეფარმაკოლოგიური თვისებები

ავლენს მჟავის გამანეიტრალებელ, შემომგარსველ და ადსორბციულ მოქმედებას. აქვეითებს პეფსინის პროტეოლიზურ აქტივობას. არ ახდენს კუჭის წვენის გატუტიანებას და ინარჩუნებს კუჭის შიგთავსის მჟავიანობის ფიზიოლოგიურ დონეს. არ იწვევს მარილმჟავის მეორად ჰიპერსეკრეციას. წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე. ხელს უწყობს ტოქსინების, აირების და მიკროორგანიზმების საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მოცილებას. აწესრიგებს ტრაქტის შიგთავსის პასაჟს.ჩვენებები

მოზრდილები

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული ფუნქციით, დიაფრაგმის თიაქარი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, არაწყლულოვანი დისპეფსიის სინდრომი;

ფუნქციური დიარეა;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ინტოქსიკაციით, სამკურნალო საშუალებების 

გამაღიზიანებელი ნივთიერებების (მჟავა, ტუტე), ალკოჰოლი მიღებით გამოწვული დარღვევები,. 

 

ბავშვები

- ეზოფაგიტები, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

 

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – შიგნით, 1-2 პაკეტი დღეში 2-3-ჯერ. მიღების სქემა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. 

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, დიაფრაგმის თიაქარი – ჭამის დამთავრებისთანავე და ღამით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება – ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ და ტკივილების განვითარებისთანავე; გასტრიტი, დისპეფსია - ჭამამდე; მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებები – დილით უზმოზე, ან ღამით. თუ ფოსფალუგელის მიღებებს შორის შუალედში ტკივილი კვლავ ჩნდება, საჭიროა პრეპარატის მიღების გამეორება.

6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვები – 1/4 პაკეტი ან 1 ჩაის კოვზი (4გ) ექვსივე კვების შემდეგ. 6 თვეზე დიდებისთვის– 1/2 პაკეტი ან 2 ჩაის კოვზი ოთხივე კვების შემდეგ. 

პრეპარატის მიღება შეიძლება სუფთა სახით, ასევე ნახევარ ჭიქა წყალში გახნილ მდგომარეობაში. 

 

გამოყენების მეთოდი

გადაურიეთ პაკეტის შიგთავსი თითებით, ერთგვაროვანი გელის მიღებამდე.

პაკეტის ვერტიკალურ მდგომარეიბაში დაჭერით მოახიეთ ან მოაჭერით კუთხე აღნიშნულ ადგილზე.

გამოდევნეთ გელი პაკერტის ნახვრეტიდან.

გელი მიიღება სუფთა სახით ან გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში.გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ყაბზობა (ძირითადად ხანდაზმულ და მწოლიარე პაციენტებში)უკუჩვენება

თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე.

 

გაფრთხილება

ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის მიღება ხანგრძლივად არ შეიძლება. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის დაავადებების, ღვიძლის ციროზის, გამოხატული გულის უკმარისობის დროს. ხანდაზმულ და თირკმლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებში ფოსფალუგელის რეკომენდებული დოზების მიღებისას შესაძლებელია შრატში ალუმინის კონცენტრაციის გაზრდა. 

ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რკინის პრეპარატები, საგულე გლიკოზიდები, მიიღება ფოსფალუგელის მიღებიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ. 

შესაძლებელია თერაპიულ დოზებში პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.განსაკუთრებული მითითებები

ფოსფალუგელის მიღებისას განვითარებული იშვიათი ყაბზობისას, საჭიროა ყოველდღიურად მიღებული წყლის რაოდენობის გაზრდა. პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით. 

პრეპარატი გამოიყენება რადიაქტიური ელემენტების აბსორბციის შემცირების საპროფილაქტიკოდ. 

ფოსფალუგელი გავლენას არ ახდენს რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებზე. ფოსფალუგელის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, საჭიროა ექიმის კონტროლი, რადგანაც, მას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა.ჭარბი დოზირება

ალუმინის იონების დიდი რაოდენობა თრგუნავს ნაწლავების პერისტალტიკას. ჭარბი დოზირების სამკურნალოდ გამოიყენება საფაღარათე საშუალებები.შენახვის პირობები და ვადები

15-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.აფთიაქში გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე) 

სად შევიძინოთ?