Nuk
პერამი / Peram


მოცემული პრეპარატის დასახელებაა პერამი 4მგ/5მგ ტაბლეტები და აქტიური ნივთიერება  არის პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი/ამლოდიპინი.

პერამი 4მგ/5მგ ტაბლეტები არის თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები; თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის ) და 5მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით). მოცემულია გაუმჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალ ბლისტერიან შეფუთვაში 30 ტაბლეტით.

ყოველი პერამი 4მგ/5მგ ტაბლეტი შეიცავს 4მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (ექვივალენტური 3.34 მგ პერინდოპრილის) და 5მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) აქტიურ ნივთიერებებს და შემდეგი სახის დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატი (სუპერტაბ), მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი pH 101), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ( პრიმოგელი), კოლოიდური უწყლო კაჟბადი (აეროსილი 200) და მაგნიუმის სტეარატი.

 

რისთვის გამოიყენება პერამი

პერამი ინიშნება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ და/ან სტაბილური კორონარული არტერიული დააავადების სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც შემცირებულია ან ბლოკირებულია გულისკენ სისხლის მიწოდება). პაციენტები, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე შეიძლება გამოიყენონ ერთი პერამის ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ორივე ნივთიერებას.

პერამი წარმოადგენს ორი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: პერინდოპრილის და ამლოდიპინის. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც განეკუთვნება დიჰიდროპირიდინების პრეპარატების ჯგუფს). ერთად მოქმედებენ სისხლძარღვების მოდუნებასა და გაფართოებაზე ისე რომ სისხლი ადვილად გადის მათში და გული ადვილად ინარჩუნებს სისხლის ნაკადს.

 

რა უნდა იცოდეთ პერამის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პერამი

თუ ხართ ალერგიული პერინდოპრილის ან რომელიმე აგფ ინჰიბიტორის ან ამლოდიპინის ან კალციუმის ანტაგონობისტემის მიმართ, ასევე რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6),

თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (სასურველია არ მიიღოთ პერამი ადრეულ ორსულობაზე (იხ. ორსულობა),

თუ განვითარდება ხიხინი, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან კანზე მწვავე გამონაყარი მანამდე მიღებული აგფ ინჰიბიტორებით ან თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია მსგავსი სიმპტომები ნებისმიერ სიტუაციაში (ანგიოედემა),

თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და მკურნალობთ არტერიულ წნევის დამწევი პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს,

თუ გაქვთ გულის აორტის სარქველის (აორტის სტენოზი) შევიწროება  ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როდესაც გული ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარის სისხლს),

- თუ გაქვთ, ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია),

თუ გაქვთ გულის უკმარისობა გულის შეტევიდან პირველი 28 დღის განმავლობაში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რომელიმე შემდეგი სახის მდგომარეობის დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პერამის მიღებამდე:

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის შევიწროება, რომელიც თირკმელს ამარაგებს სისხლით),

გულის უკმარისობა

არტერიული წნევის ძლიერი მომატება (ჰიპერტენზიული კრიზი)

გულის სხვა პრობლემები

ღვიძლის პრობლემები

თირკმლის პრობლემები ან დიალიზის მიღებისას

კოლაგენის ვასკულარული დაავადება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება) როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმა,

დიაბეტი

თუ ხართ მარილის ამკრძალავ დიეტაზე ან იყენებთ მარილის შემცვლელებს, რომელიც შეიცავს კალიუმს (კარგად ბალანსირებული კალიუმი სისხლში აუცილებელია)

თუ ხართ ხანდაზმული და საჭიროებთ დოზის მომატებას

აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ). პერამი არ არის რეკომენდებული ადრეული ორსულობისას, და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, ვინაიდან ამ ეტაპზე მიღებისას შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი ნაყოფს  (იხ. ორსულობა).

პერამის მიღებისას ასევე უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს თუ :

აპირებთ ზოგადი ანესთეზის და/ან  ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას.

ბოლო დროს გაწუხებდათ დიარეა ან ღებინება

იტარებთ LDL აფერეზს (მექანიზმით ქოლესტერინის გამოდევნა სისხლიდან)

აპირებთ დესენსიტიზაციის მკურნალობას ალერგიის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას  ნაკბენის მიმართ.

პერამი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.

პერამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პერამი მიიღება ჭამის წინ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა

მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად. ექიმი, როგორც წესი, გირჩევთ პერამის მიღების შეწყვეტას და გირჩევთ სხვა პრეპარატის მიღებას პერამის ნაცვლად.

პერამი არ არის რეკომენდებული ადრეული ორსულობის დროს და არ მიიღება 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის მიღებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვილს.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ აპირებთ ან გყავთ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე. პერამი არ არის რეკომენდებული დედებში ლაქტაციის პერიოდში, ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა სახის მკურნალობა, თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, განსაკუთრებით თუ თქვენი ჩვილი ახალშობილია, ან დღენაკლულია.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პერამმა შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპროტის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის მიღება იწვევს ძილიანობას, სისუსტეს და დაღლლობას, ასევე თავის ტკივილს, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და დაუკავშირდით დაუყოვნებლივ ექიმს.

პერამი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს

პერამი შეიცავს 53,13 მგ ლაქტოზას ყოველ დოზაში. თუ იცით, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს პრეპარატის მიღებამდე.

პერამის ყოველი დოზა შეიცავს  <1 მმოლ (23მგ) ნატრიუმს, თუმცა, ნატრიუმის ამ დოზის გამო არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტი.

 

პერამის მიღების წესი

პერამი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.  გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის მიყოლებით, სასურველია დღის ერთიდაიგივე დროს, დილით, ჭამის წინ. ექიმი შეგირჩევთ სწორ დოზას. ეს ჩვეულებრივ არის ერთი ტაბლეტი დღეში.

პერამი, როგორც წესი, ინიშნება პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტებით.

თუ იღებთ პერამის საჭიროზე მაღალ დოზას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს ან ექიმს. ჭარბი დოზირებისას ყველაზე მოსალოდნელ ეფექტს წარმოადგენს არტერიული წნევის დაწევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავრუსხვევა ან გულის წასვლა. მსგავსის შემთხვევაში, დაგეხმარებათ დაწოლა და ფეხების აწევა.

თუ დაგავიწყდათ პერამის მიღებ

მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველ დღე, ვინაიდან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ დაგავიწყდებათ პერამის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ პერამის მიღებას.

ვინაიდან პერამით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, მისი შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ უნდა მიმართოთ ექიმს. დამატებითი კითხვების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, პერამს შეუძლია გამოიწვიოს გევრდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რომელიმეს განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ:

უეცარი ხიხინი, გულკმერდის ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გართულება

ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

ენის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას.

კანის მწვავე რეაქციები მათ შორის კანზე ძლიერი გამონაყარი, თივის ცხელება, კანის გაწითლება ორგანიზმში, მწვავე ქავილი, დაწყლულება, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლოწროვანი გარსის ანთება (სტივენს ჯონსონის სინდრომი) ან სხვა სახის ალერგიული რეაქციები,

მწვავე თავბრუსხვევა და გულის წასვლა

გულის შეტევა, უჩვეულო სწრაფი ან დარღვეული გულისცემა

პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და წელის ძლიერი ტკივილი, რასაც თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა

შემდეგი სახის ხშირი გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა. მსგავსის განვითარებისას და თუ გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, დაუკშვირდეით ექიმს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (<1/10 - >1/100): თავის ტკივილი თავრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), ვერტიგო, კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა ( ორმაგი მხედველობის ჩათვლით), ტინიტუსი ( ყურებში ხმაური), პალპიტაციები (გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ხველა, სუნთქვის გართულება, გულისრევა , ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოს დარღვევა, დისპეფსია ან მონელების სირთულე, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმები, დაღლილობა, სისუსტე, წვივის შეშუპება (ედემა).

სხვა გვერდითი ეფექტები შეინიშნებოდა რომელიც მოცემულია ქვემოთ. რომელიმე მათგანის სერიოზულობისას ან თუ შენიშნავთ ისეთ ეფექტს რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ ჩანართში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არახშირი გვერდითი ეფექტები (>1/100 - >1/1000):

ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ძილის დარღვევა, კანკალი, გულისწასვლა, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, რინიტი, ნაწლავის მოქმედების დარღვევა, თმის ცვენა, კანზე წითელი ლაქები, კანის გაუფერულება, წელის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი, გულკმერდის ტკივილი, შარდვის დარღვევა, ღამით შარდვის გახშირება, ხშირი შარდვა, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ბრონქოსპაზმი (გულმკერდის დაჭიმულობა, ხიხინი და ქოშინი), პირის სიმშრალე, ანგიოედემა (ხოხონი, სახის ან ენის შეშუპება), თირკმლის პრობლემები, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა, მკერდის დისკომფორტი ან გადიდება მამაკაცებში, წონის მომატება ან შემცირება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (<1/10000):

დარღვევები გულსისხლძარღვთა მხრივ (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია, გულის შეტევა და ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (იშვიათი ტიპის პნევმონია), ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, ენის და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გართულებას, კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, თივის ცხელება, კანის გაწითლება მთელს სხეულზე, ძლიერი ქავილი, დაწყლულება, კანის აქრეცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი რაც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, მკლავებზე ან ფეხებზე, რასაც თან ახლავს ქავილი), სინათლის მიმართ მგრძნობელობა, დარღვევები სისხლის მხრივ, პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და წელის ძლიერი ტკივილი, ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის ათება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთის სისუსტე, ჩხვლეტა ან დაბუჟება, კუნთების მომატებული დაჭიმულობა, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ღრძილების შეშუპება, ჰიპერგლიკემია.

შესაძლოა ადგილი ქონდეს ასევე შემდეგი სახის გვერდით ეფექტებს: ჰიპოგლიკემია (სისხლში ძალიან დაბალი შაქრის დონე), დარღვევები რომელიც აერთიანებს რიგიდობას, კანკალს და/ან მოძრაობის დარღვევა.

ნებისმიერი სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას, ან თუ შენიშნავთ ისეთი ეფექტის განვითარებას, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში,  აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

პერამის შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ პერამი კოლოფზე და ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს

შეინახეთ ბოთლი მჭიდროდ თავდახურული ნესტისგან დასაცავად. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C.

დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება. მსგავსი ზომებით დაიცავთ გარემოს.

 

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

 

სად შევიძინოთ?