Nuk
პაპავერინი / PAPAVERINE


შემადგენლობა

1 სანთელი შეიცავს: 
პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0,02გ, ფუძე სანთლებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები
პაპავერინის ჰიდროქლორიდის სანთლები 0,02გ წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას. მას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება. დიდი დოზებით იგი ამცირებს გულის კუნთის აგზნებას, ანელებს გულის შიდა გამტარობას

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სისხლძარღვების სპაზმების დროს (ჰიპერტონია, სტენოკარდია, შაკიკი), გლუვი მუსკულატურის და მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმების, (ქოლეცისტიტი, სპაზმური კოლიკა, საშარდე გზების სპაზმები), ბრონქული ასთმის შემთხვევაში

მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, სველდება წყალში და შეყავთ ღრმად უკანა ტანში.
ინიშნება 2-3 ჯერ დღეში

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ოფლიანობა

უკუჩვენება
მსხვილი ნაწლავის ქვემო ნაწილის ანთებითი პროცესი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. 
ნახება გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

რეგისტრაციის # და თარიღი
#რ-002401 31.05.2010

სად შევიძინოთ?