Nuk
პანზინორმი 10 000 / Panzynorm 10 000


ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
მყარი, ჟელატინის კაფსულები, შევსებული პელეტებით, მოკრემიდსფრო-ყავისფერი ფერის. კორპუსი და კაფსულის თავსახური გაუმჭვირვალე, თეთრი ფერისაა. შეიძლება იქონიოს დამახასიათებელი სუნი. 

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ღორის პანკრეატინი ენზიმური აქტივობით:
ლიპაზა  10000 ერთ Ph. Eur. 
ამილაზა 7200 ერთ  Ph. Eur.
პროტეაზა 400 ერთ  Ph. Eur.
დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი – ეთილაკრილატი (1:1); ტრიეთილციტრატი, ტალკი, სიმეტიკონი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ნატრიუმის ლაურილსულფატი. 

სამკურნალო ფორმა
კაფსულები. 

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, ფერმენტული საშუალებების ჩათვლით. ფერმენტული პრეპარატები. ათქ კოდი A09AA02. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
პანზინორმი 10000 შეიცავს კუჭქვეშა ჯირკვლის ნატურალურ ფერმენტებს – ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა. ეს ნივთიერებები, ხვდება რა წვრილ ნაწლავში საკვების მიღების შემდეგ, იძლევა საკვების ცალკეულ კომპონენტებზე დანაწევრების საშუალებას. ლიპაზა მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში, ამილაზა – ნახშირწყლების, პროტეაზა – ცილების. ღორის წარმოშობის პანკრეატინი 10000-ის კომპონენტები პრაქტიკულად იდენტურია იმისა, რასაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმი. 
კაფსულები იხსნება კუჭში, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება მიკროგრანულები, რომლებიც მდგრადია მარილმჟავას მოქმედებისადმი. ფერმენტები, რომლებიც გამოთავისუფლდება წვრილ ნაწლავში, ახდენენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტის კომპენსირებას.  

ფარმაკოდინამიკური თვისებები
პანზინორმი 10000 გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების უკმარისობის კომპენსირებისთვის, ასტიმულირებს კატაბოლიზმს და აუმჯობესებს მალდიგესტიის კლინიკურ მიმდინარეობას. აქტიური ფერმენტები გამოთავისუფლდება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც ისინი ახდენენ რეაგირებას. ლიპაზას მაღალ აქტივობას გააჩნია საკვანძო მნიშვნელობა მალდიგესტიის მკურნალობაში, რომელიც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების უკმარისობით. ლიპაზა ახდენს ცხიმების ჰიდროლიზს ცხიმოვან მჟავებსა და გლიცეროლამდე, ამგვარად, უზრუნველყოფს მათ შეწოვას და ცხიმშიხსნადი ვიტამინების შეწოვას. ამილაზა ახდენს ნახშირწყლების ჰიდროლიზს შაქრებსა და დექსტრინამდე, პროტეაზა კი ხელს უწყობს ცილების მონელებას. ის ახდენს სტეატორეის და მალდიგესტიასთან დაკავშირებული სიმპტომების პრევენციას ან შემცირებას. 
პანკრეატინს შეუძლია ტკივილის სინდრომის შემცირება ქრონიკული პანკრეატიტის დროს. ეს ეფექტი დამახასიტებელია პროტეაზებისთვის, რომლებიც აინჰიბირებენ კუჭქვეშა ჯირკვლის საკუთარი ფერენტების სეკრიას. ამ მექანიზმის ზუსტი ეფექტი ბოლომდე ჯერ არ არის გარკვეული. 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პანკრეასის ფერმენტები წარმოადგენს ნატურალურ შემადგენელებს, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას. მჟავადამცავი გარსი იცავს აქტიურ ფერმენტებს კუჭის მარილმჟავას ზემოქმედებისაგან. ფერმენტები წარმოადგენს ცილებს, და ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ყველა სხვა ფერმენტის მსგავსად უმეტეს შემთხვევაში ინაქტივირდებიან და იშლებიან ნაწლავში პროტეოლიზით ან აუტოლიზით. მოუნელებელი ფერმენტების მცირე ნაწილი გამოიყოფა განავალით.  

გამოყენების ჩვენებები
პანზინორმი 10 000 რეკომენდებულია კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული ფუნქციის უკმარისობის დროს ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელიც დაკავშირებულია მალდიგესტიასთან. მუკოვისციდოზის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესანრჩუნებლად. 

გამოყენების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პანზინორმი 10 000 თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას, თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება. თუ თქვენ არ მიგიღიათ დოზა საკვების მიღების დროს, დაელოდეთ საკვების მომდევნი მიღებას და გაარძელეთ კაფსულების რეგულარული მიღება. 
დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის და საკვების შემადგენლობის მიხედვით.
კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. 
თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა (პატარა ბავშვები ან ხანდაზმუი ასაკის პაციენტები), შეიძლება კაფსულის გახსნა და კაფსულის შიგთავსის შერევა სითხესთან ან თხევად საკვებთან, რომელიც არ საჭიროებს დაღეჭვას და აქვს მჟავე გემო (ვაშლის პიურე, ხილის წვენი). ასეთი ნარევის გადაყლავა საჭიროა შერევისთანავე, დაღეჭვის გარეშე. 

მუკოვისციდოზი
რეკომენდირებული საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას 1000 ერთ  Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე, 4 წლიდან ბავშვებში – 500 ერთ  Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე. მაგრამ დოზის კორექტირება შეიძლება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის, სტეატორეის სიმპტომების გამოხატულების და კვების მდგომარეობის შესაბამისად.
ფიბროზული კოლონოპათიის გაჩენის შესაძლებლობის გამო კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, პაციენტების უმეტესობისთვის არ არის რეკომენდირებული ლიპაზას 10 000 ერთეულზე/კგ/დღეში მეტი მიღება. 

დოზა კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული უკმარისობის სხვა სახეობებისთვის
დოზა შერჩეული უნდა იქნას ინდივიდუალურად პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარების და საკვების შემადგენლობის მიხედვით. 
მკურალობას იწყებენ მცირე დოზებით: 1-2 კაფსულა სამჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღების დროს, თუ ეს დოზა არ არის საკმარისად ეფექტური, შეიძლება დოზის თანდათან მომატება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია კიდევ ერთი კაფსულის მიღება დამატებითი საკვების მიღებისას. რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზების მიღება. 
პანზინორმით 10 000 მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს მიღწეული ეფექტის და კვების ხასიათის მიხედვით. 

გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, პანზინორმ 10 000 გააჩნია გვერდითი ეფექტები.     
პანზინორმი 10 000-ით მკურნალობის მსვლელობაში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა. მუცლის ტკივილი, კანის გაღიზიანება ანუსის გარშემო. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. 
მძიმე გვერდითი ეფექტები შესაძლებელია ძალიან იშვიათად, თუ აღნიშნება კიდურების, სახის, ხახის შეშუპება, ვითარდება სისუსტე ან სიყვითლე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პანზინორმის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია პრეპარატზე. ხახის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. თუ თქვენ გაქვთ მუცლის შებერვის შეგრძნება, ტკივილი, სპაზმები ნაწლავში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნაწლავური გაუვალობის გამოსარიცხად. 
თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური კომპონენტების, ღორის ცილების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. 
მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება. 

გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებები
იშვიათად პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც იღებენ პანკრეასის ფერმენტების მაღალ დოზას (დღეში ლიპაზას 10000-ზე ერთ Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე მეტი), შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ილეოცეკალური განყოფილების ან კოლინჯის აღმავალი ნაწილის სტრიქტურა (ფიბროზული კოლონოპათია). თუ პანზინორმი 10000 კაფსულების მიღებისას აღინიშნება ნაწლავური გაუვალობის ნიშნები, საჭიროა ექიმთან მიმართვა და ფიბროზული კოლონოპათიის გამორიცხვა 

ორსულობა
კლინიკური მონაცემები ორსული ქალების მკურნალობის შესახებ პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს, არ არსებობს. ცხოვეკებზე კვლევების მსვლელობაში არ არის გამოვლენილი ღორის წარმოშობის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების აბსორბცია, ამიტომ არ არის სავარაუდო ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციასა და ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის დანიშვნა ორსულებისთვის რეკომენდირებულია სიფრთხილით, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. 

ძუძუთი კვების პერიოდი
ცხოველებზე კვლევებიდან გამომდინარე, რომლის დროსაც არ არის გამოვლენილი კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების სისტემური ნეგატიური ზეგავლენა, არ არის მოსალოდნელი პრეპარატის არანაირი მავნე ზეგავლენა ძუძუმწოვარა ბავშვებზე დედის რძით. ძუძუთი კვების დროს, შეიძლება კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების მიღება. 
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს მიღების საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია დოზებით, რომლებიც საკმარისია ადექვატური ნუტრიციული სტატუსის შესანარჩუნებლად. 

ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე
არ არის დადგენილი პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებსაც ღებულობდით ექიმის დანიშნულების გარეშე. პანკრეასის ფერმენტებს შეუძლია აკარბოზას და მიგლიტოლის ეფექტურობის შემცირება, ასევე ფოლიუმის მჟავას და რკინის შეწოვის შემცირება (კლინიკურად მსგავს ურთიერთქმედებას მნიშვნელობა არა აქვს). H-2 რეცეპტორის ინჰიბიტორებს და პროტონული პომპის ინჰიბიტორებს შეუძლია კუჭქვეშა ჯირკვლის ფერენტების ეფექტურობის გაზრდა. 

ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ჭარბ დოზირებას შეუძლია სისტემური მოწამლის გამოწვევა, მაგრამ შესაძლებელია კანის გაღიზიანება ანუსის გარშემო, ნაწლავური გაუვალობა და დიარეა. შესაძლებელია შარდმჟავას და მისი მარილების კონცენტრაციის გაზრდა სისხლსა და შარდში. 
ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდირებულია შემდეგი: პრეპარატის მოხსნა, ჭარბი სათხის მიღება და სიმპტომური მკურნალობა. 

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდონმელ ადგილას.
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე. 


სად შევიძინოთ?