Nuk
პანანგინი ფორტე / Panangin forte


შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 

მოქმედ ნივთიერებებს: კალიუმის ასპარაგინატს 316 მგ (კალიუმის ასპარაგინატის ჰემიჰიდრატის სახით 332,6 მგ); მაგნიუმის ასპარაგინატს 280 მგ (350 მგ მაგნიუმის ასპარაგინატის ტეტრაჰიდრატის სახით); 

დამხმარე ნივთიერებებს: კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, კარტოფილის სახამებელს, პოვიდონს K-30, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, სიმინდის სახამებელს;

აპკიანი გარსი: მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ბუტილირებული მეტაკრილატის ძირითადი სოპოლიმერი (ეუდრაგიტი E), ტალკი. 

 

აღწერილობა

ოვალური, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, თეთრი ან თითქმის ფერის ტაბლეტები, ოდნავ პრიალა და ოდნავ არასწორი ზედაპირით, პრაქტიკულად სუნის გარეშე, ერთ მხარეს გრავირებით “A83”. 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური დანამატები. 

ათქ კოდი: A12CX

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმის და კალიუმის იონები წარმოადგენენ მნიშვნელოვან უჯრედშიდა კატიონებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მრავალრიცხოვანი ენზიმების ფუნქციონირებაში, მაკრომოლეკულებსა და უჯრედშიდა სტრუქტურებს შორის კავშირის წარმოქმნაში, ასევე კუნთების კუმშვადობის მოლეკულურ მექანიზმში. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედშიდა და უჯრედგარე შეფარდება გავლენას ახდენს მიოკარდიუმის კუმშვადობაზე. ენდოგენური ასპარაგინატი მოქმედებს იონების გადამტანის სახით: გააჩნია მაღალი აფინურობა უჯრედებისადმი, მისი მარილების უმნიშნელო დისოციაციის გამო, იონები კომპლექსური ნაერთის სახით აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში. კალიუმის ასპარაგინატი და მაგნიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებენ მიოკარდის მეტაბოლიზმს. მაგნიუმის/კალიუმის დეფიციტი ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის, არითმიების და მიოკარში მეტაბოლური ცვლილებების რისკს. 

 

ფარმაკოკინეტიკა

მაგნიუმი

მაგნიუმის საერთო მარაგი 70 კგ მასის ადამიანის სხეულში შეადგენს საშუალოდ 24 გ-ს (1000 მმოლი); მაგნიუმის 60%-ზე მეტი მოდის ძვლოვან სხეულზე და დაახლოებით 40% ჩონჩხის კუნთებზე და სხვა ქსოვილებზე. ორგანიზმში მაგნიუმის საერთო მარაგის 1% იმყოფება უჯრედგარე სითხეში, ძირითადად სისხლის შრატში. ჯანმრთელ მოზრდილ პირებში მაგნიუმის შემცველობა სისხლის შრატში იმყოფება 0,7-1,10 მმოლი/ლ დიაპზონში.

საკვებით მაგნიუმის მოხმარების რეკომენდირებული დოზა მამაკაცებისათვის შეადგენს 350 მგ-ს დღეში, ქალებისათვის - 280 მგ-ს დღეში. მაგნიუმზე მოთხოვნილება იზრდება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.   

მაგნიუმი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აქტიური ტრანსპორტის გზით. ორგანზმში მაგნიუმის ბალანსის ძირითად რეგულატორს წარმოადგენენ თირკმელები. იონიზირებული მაგმიუმის 3-5% გამოიყოფა თირკმელებით. 

შარდის მოცულობის გაზრდა (მაგალითად, მაღალეფექტური მარყუჟოვანი დიურეზულებით თერაპიის დროს) იწვევს იონიზირებული მაგნიუმის ეკსკრეციის ზრდას. თუ მაგნიუმის აბსორბცია წვრილ ნაწლავში მცირდება, მომდევნო ჰიპომაგნიემია იწვევს მისი ეკსკრეციის შემცირებას (˂0,5 მმოლი/დღეში). 

კალიუმი

კალიუმის საერთო მარაგი 70 კგ მასის ადამიანის სხეულში შეადგენს საშუალოდ 140 გ-ს (3570 მმოლი). კალიუმის საერთო მარაგი ქალებში რამდენადმე უფრო დაბალია ვიდრე მამაკაცებში და უმნიშვნელოდ იზრდება ასაკთან ერთად. ორგანიზმში კალიუმის საერთო მარაგის 2% იმყოფება უჯრედის გარეთ, დარჩენილი 98% - უჯრედის შიგნით. საკვებით კალიუმის მოხმარების ოპტიმალური ნორმა შეადგენს 3-4 გ-ს (75-100 მმოლი) დღეში. 

კალიუმის გამოყოფის ძირითადი გზაა - თირკმლისმიერი (თირკმელებით გამოიყოფა კალიუმის დაახლოებით 90% ყოველდღიურად). დარჩენილი 10% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. ამგვარად, თირკმელები პასუხისგებელია კალიუმის გრძელვადიან ჰომეოსტაზზე, ასევე სისხლის Dშრატში კალიუმის შემცველობაზე. ხანმოკლე პერსპექტივაში კალიუმის შემცველობა სისხლში ასევე რეგულირდება კალიუმის დენით უჯრედშიდა და უჯრედგარე სივრცეს შორის. 

 

ამოყენების ჩვენებები

კალიუმის და მაგნიუმის დამატებითი წყაროს სახით. 

მკურნალი ექიმის დანიშნულებით:

- კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობის დროს პოსტინფარქტულ პერიოდში), რითმის დარღვევების დროს, განსაკუთრებით პარკუჭოვანი არითმიების დროს;

- დამატებითი ტერაპიის სახით გულის გლიკოზიდების მიღებისას. 

 

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა;

- ადისონის დაავადება;

- III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა;

- კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა 90 მმ ვრც. წყ. სვ. ნაკლები);

- 18 წლამდე საბავშვო ასაკი. 

 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ პრეპარატის პანანგინი® ფორტე ნეგატიურ ზეგავლენზე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, არ არსებობს.

 

გამოყენების წესი და დოზირება

დოზები

მოზრდილები

რეკომენდირებული დღიური დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. 

მაქსიმალური დღიური დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. 

 

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად. 

პანანგინი® ფორტე მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ, რადგანაც კუჭის მჟავე გარემოს შეუძლია პრეპარატის ეფექტურობის შემცირება. 

 

გვერდითი მოქმედება

- კუჭის მოქმედების გახშირება პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას. 

 

ჭარბი დოზირება

ინფორმაცია კალიუმის ასპარაგინატის და მაგნიუმის ასპარაგინატის შემცველი პრეპარატებით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს, მაღალი დოზების მიღების დროსაც კი. თირკმელების დიდი რაოდენობის კალიუმის გამოყოფის უნარის გათვალისწინებით, პრეპარატის დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია მხოლოდ კალიუმის გამოყოფის მწვავე და აშკარა დარღვევების ფონზე. 

მაგნიუმი ხასიათდება ფართო თერაპიული დიაპაზონით და თირკმელების უკმარისობის არარსებობის შემთხვევაში სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. 

ლიტერატურული მონაცემებით შიგნით მაგნიუმის დანამატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი გვერდითი რეაქციები დიარეის სახით. პრეპარატის პანანგინი® ფორტე მრალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მოქმედების გახშირება მასში მაგნიუმის შემცველობის გამო. 

ჰიპერკალიემიის სიმპტომები: საერთო სისუსტე, პარესთეზია, ბრადიკარდია, დამბლა, არითმია. 

ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ლეტარგიული ძილი, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სისუსტე, ჰიპორეფლექსია. 

მკურნალობა: ჭარბი დოზირების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა; რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა (კალციუმის ქლორიდის ინტრავენური შეყვანა; საჭიროების შემთხვევაში - ჰემოდიალიზი). 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კალიუმის ასპარაგინატის და მაგნიუმის ასპარაგინატის შემცველი პრეპარატების მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებით კალიუმს და მაგნიუმს შეუძლიათ ზოგიერთ პრეპარატებთან ურთიერთქმედება. კალიუმშემანარჩუნებელ დიურეზულებთან, ანგიოთენზის-გარდამქნელი ფერმენის ინჰიბიტორებღან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ციკლოსპორინთან, ჰეპარინთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.  

ტეტრაციკლინები (პერორალური გამოყენებისას), რკინის და ნატრიუმის ფტორიდის მარილები ამცირებენ კალიუმის ასპარაგინატის და მაგნიუმის ასპარაგინატის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 

ინტერვალი ზემოთ მითითებული პრეპარატების და პრეპარატის პანანგინი® ფორტე მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 3 საათი. 

 

სიფრთხილის ზომების გამოყენებისას

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები დაავადებებით, რომლებსაც ახლავს ჰიპერკალიემია: რეკომენდირებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული კონტროლი. 

გამოყენება პედიატრიაში

პანანგინი® ფორტე უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, რადგანაც მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ კატეგორიაში დადგენილი არ არის. 

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პანანგინი® ფორტე არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 

 

შეფუთვა

15 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 

2, 4 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ისნტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ აგილზე. 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?