Nuk
ომეპრაზოლი / OMEPRAZOLE


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ომეპრაზოლის 20 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ომეპრაზოლი წყლულის სამკურნალო პრეპარატია. იგი ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების აქტიურობას, ამორჩევითად აბლოკირებს სეკრეტორული უჯრედების აპიკალურ მემბრანაში ლოკალიზებულ ფერმენტ H+-K+-ატფ-აზას. ომეპრაზოლი იწვევს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას და ამით აქვეითებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.

ჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში);
- რეფლუქს-ეზოფაგიტი (გამწვავების ფაზაში);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ ერთჯერადად. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირაა, ცალკეულ შემთხვევებში - 8 კვირა. თერაპიისადმი რეზისტენტულ ავადმყოფებში ინიშნება 40 მგ ერთჯერადად. კუჭის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში თერაპიის ხან გრძლივობა შეადგენს 4 კვირას, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს - 8 კვირას. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზაა 60 მგ ერთჯერადად. შემდგომში, ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მისი კორექცია 20-120 მგ/დღეში, განაწილებული 2 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; გამონაყარი კანზე.

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგან მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება. მოხუცებულობის ასაკში და ღვიძლის ან თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის ინდივიდუალური კორექცია.
ომეპრაზოლი აფერხებს დიაზეპამის, ფენიტოინისა და ვარფარინის ელიმინაციას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 000481 08.08.2005

სად შევიძინოთ?