Nuk
3 ომეგა პრემიუმი / Omega 3 Premium

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): omega 3
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: GENERICA
  • მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

1 კაფსულა

3 კაფსულა

თევზის ქონი (ანჩოუსი, სარდნი,სკუმბრია)

1000.0 მგ

3000,0 მგ

 

3-ომეგა ცხიმოვანი მჟავები

550.0 მგ

1650.0 მგ

რომელთაგან: EPA

300.0 მგ

900.0 მგ

                          DHA

200.0 მგ

600.0 მგ


3
-ომეგა პრემიუმი შეიცავს თევზის ქონს ომეგა 3 ოჯახის პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს EPA (ეიკოზაპენტაენის) და DHA (დკოზაჰექსაენის). 3-ომეგა პრემიუმი შეიცავს თევზის ქონს, რომელიც წარმოებულია ნორვეგიის ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში. მისი გადამუშავების პროცესში გამოყენებულია გამწმენდი და გადამუშავების სპეციალური ტექნოლოგიები,რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად სუფთა თევზის ქონის მიღებას. პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმი ვერ აწარმოებს, ამტომ აუცილებელია დამატება ხელოვნური გზით.

ევროპის სურსათის უვნებლობის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EFSA) დაადასტურა, რომ EPA და DHA ხელს უწყობენ გულის სწორად ფუნქციონირებას. სასარგებლო ეფექტი მიღწეულია ყოველდღიური მიღებით 250 მგ EPA და DHA.

DHA ასევე ხელს უწყობს ნორმალური ტვინის აქტივობის შენარჩუნებას და ნორმალურ მხედველობას. სასარგებლო ეფექტი მიღწეულია ყოველდღიური მიღებით 250 მგ DHA.

არ შეიცავს: მძიმე ლითონებს, პესტიციდებს, ინსექტიციდებს.

რეკომენდებული დოზა:

მოზრდილები: 2-3 კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ.

ბავშვებში 3 წლიდან, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ქალებში რეკომენდირებულია 1 კაფსულა დღეში.

სიფრთხილის ზომები:

საკვები დანამატების გამოყენება დაუშვებელია მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად.

მითითებული რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის 3 წლამდე. პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბნელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე! მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის.

სად შევიძინოთ?