Nuk
ნულოქს სფიდიტაბს / Nulox speeditabs


შემადგენლობა

აქტიური ნივთირება არის მელოქსიკამი. თითო ტაბლეტი შეიცავს 7,5 მგ ან 15 მგ მელოქსიკამს.
დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (E421), ასპარტამი (E951), სორბიტოლი (E420), უწყლო ლიმონმჟავა (E330), იოგურტის არომატიზატორი, ტყის ხილის არომატიზატორი, პოვიდონი (E1201), ტალკი (E553b), ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572). 

როგორია ნულოქს სფიდიტაბსი ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
მელოქსიკამი 7,5 მგ; 15 მგ არის მრგვალი, ღია ყვითელი, ბრტყელი ტაბლეტები, ერთ მხარეზე დატანილია წარწერა AX6. კოლოფში მოთავსებულია 1, 2 ან 3 ბლისტერი, თითოზე 10 ტაბლეტი.

ჩვენებები
ნულოქს სფიდიტაბსი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ანთების და ტკივილის შესამცირებლად. (ოროდისპერსიულია ისეთი ტაბლეტები, რომლებიც ადვილად იხსნება პირში). ნულოქს სფიდიტაბსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ოსტეოართრიტის მწვავე შეტევის სიმპტომების ხანმოკლე მკურნალობა;
• ქვემოთ მოცემული სიმპტომების ხანგრძლივი მკურნალობა:
- რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ხერხემლის დაავადება).

მიღების წესები და დოზები
ნულოქს სფიდიტაბსი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ.

პრეპარტის მიღება
• მოათავსეთ ტაბლეტი ენაზე.
• დაელოდეთ, რომ გაიხსნას ნელნელა. (დაუშვებელია პრეპარატის გაუხსნელად ჩაღეჭვა ან გადაყლაპვა).
• შესაძლებელია მიაყოლოთ 240 მლ წყალი.
• თუ ენა მშრალია, პირველ რიგში წყლით დაისველეთ.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ მაქსიმალურ დოზას 15 მგ-ს (ერთი ტაბლეტი).

დოზირება
დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. დოზას შეგირჩევთ ექიმი.

ოსტეოართრიტი:
ჩვეულებრივი დოზა არის 7.5 მგ- დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დღიური დოზა 15 მგ-მდე

რევმატოიდული ართრიტი და მაანკილოზირებელი სპონდილიტი:
ჩვეულებრივი დოზა არის 15 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეამციროს დღიური დოზა 7.5 მგ-მდე . 
თუ ხართ 65 ან მეტი წლის რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდირებული დოზა არის 7.5 მგ. დღეში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
არასოდეს მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა მომდევნო დღეს.

გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად მელოქსიკამმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არ ვლინდება ყველა პაციენტში.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები;
დისპეპსია, შეუძლოდ ყოფნა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ფაღარათი;
გამონაყარი კანზე ან ქავილი;
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
• კოჭების და ფეხების შეშუპება;
• ანემია.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები, 
• ჰიპერმგრძნობელობა;
• ჭინჭრის ციება ან გამონაყარი;
• თავბრუსხვევა, ტინიტუსი, ძილიანობა;
• არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, წამოხურება;
• სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების არანორმალური რაოდენობა;
• ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები;
• მარილისა და სითხის შეკავება, ჰიპერკალიემია, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები..

უკუჩვენება
არ მიიღოთ ნულოქს სფიდიტაბსი და მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ:
• გაქვთ ალერგია მელოქსიკამის ან ნებისმიერ ინგრედიენტის მიმართ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ასევე ლაქტაციის პერიოდში;
• ალერგიული ხართ ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული მედიკამენტების მიმართ;
• ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიღების შემდეგ ანამნეზში აღგენიშნებოდათ ასთმის სიმპტომები (მსტვინავი ხიხინი), ცხვირის პოლიპები რინორეით, კანის შეშუპება ან ჭინჭრის ციება;
• გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული;
• გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული რაიმე სახის დარღვევა. ან თუ ოდესმე გქონიათ კუჭიდან, ნაწლავიდან სისხლდენა ან ცერებრალური სისხლჩაქცევა.
• გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება;
• გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა და არ იკეთებთ დიალიზს;
• გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა;
• გაქვთ კრონის დაავადება;
• გაქვთ წყლულოვანი კოლიტი;
• გაწუხებთ ტკივილი კორონარული არტერიის შუნტირების შემდეგ;
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გაწუხებთ არ მიიღოთ მელოქსიკამის ტაბლეტები. პირველ რიგში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და იმოქმედეთ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ნულოქს სფიდიტაბსის ტაბლეტები.
• პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
• თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
• თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან გულის დაავადებები;
• თუ გაქვთ დიაბეტი;
• თუ ხართ ხანდაზმული (>65 წელი);
• თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ფენილკეტონურია, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ასპარტამს (E951); 
• თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ სორბიტოლის (E420,) შაქრის გარკვეული სახეობის აუტანლობა, რადგანაც ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს;
• თუ თქვენს ორგანიზმში სისხლის მოცულობა შემცირებულია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვით ან დამწვრობით, ქირურგიული ოპერაციებით ან სითხის შეწოვის დარღვევით;
• თუ ოდესმე დაგიდგინდათ კალიუმის მაღალი დონე სისხლში.
• თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელი გაწუხებთ მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
ბავშვები (16 წლამდე)
პრეპარატი არ მიიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მანქანის მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება 
არ მართოთ მანქანა მანამდე სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს ნულოქს სფიდიტაბსი. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლინდება თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მხედველობის გაბუნდოვნება არ მართოთ მანქანა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნულოქს სფიდიტაბსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
• ტაბლეტი შეიცავს დამატკბობელს ასპარტამს (E951), რომელიც არის ფენილალანინის წყარო. მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ მემკვიდრეობითი დაავადება ფენილკეტონურია.
• ტაბლეტი შეიცავს სორბიტოლს (E420), შაქრის სახეობას. პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ გარკვეული ტიპის შაქრის აუტანლობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ ქვემოთ მოცემულ მედიკამენტებს:
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ასპირინი;
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის, როგორიცაა ვარფარინი;
• მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას;
• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს;
• პერორალური კორტიკოსტეროიდები;
• ციკლოსპორინი;
• ნებისმიერი დიურეტიკი (თუ ღებულობთ დიურეტიკებს ექიმმა შესაძლებელია შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია);
• ლითიუმი, რომელიც გამოიყენება გუნება-განწყობილებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს;
• სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის დროს;
• მეტოტრექსატი;
• ქოლესტირამინი;
• იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა სპირალს.

შენახვის პირობები და ვადები
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე;
• არ გადაიტანოთ ტაბლეტები სხვა კონტეინერში;
• შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე • არ გამოიყენოთ ნულოქს სფიდიტაბსი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
• დაუშვებელია პრეპარატის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღეთ ფარმაცევტისაგან. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოყენება ექიმის დანიშნულებით

სად შევიძინოთ?