Nuk
ნოვაცეტრინი / NOVACETRIN


უპირატესობები:
• რეკომენდებული ევროპული და ქართული გაიდლაინებით ალერგიული რინიტისა და კონიუქტივიტის სამკურნალოდ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
• საუკეთესო საშუალება ალერგიული და ფსევდოალერგიული დაავადებების სიმპტომური და ბაზისური თერაპიისთვის!
• დაბალი ლიპოფილურობა (არ იწვევს ძილიანობას)!
• დაბალი განაწილების მოცულობა - მინიმალური ტოქსიურობა!
• სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების დაბალი ალბათობა!
• არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემის უჯრედებით.
• მაღალი სელექციურობა - არ ბლოკავს სხვა რეცეპტორებს, მათ შორის ქოლინერგულ რეცეპტორებს.

 

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ცეტირიზინი, განეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, აბლოკირებს H1 - ჰისტამინური რეცეპტორებს. ნოვაცეტრინი ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების განვითარებასა და მიმდინარეობაზე, აქვს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. 

• ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ჰისტამინდამოკიდებულ ,,ადრეულ’’ სტადიებზე, ზღუდავს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას ალერგიული რეაქციის ,,დაგვიანებულ,, სტადიაზე; 
• ამცირებს ეოზინოფილების, ბაზოფილების და ნეიტროფილების მიგრაციას;
• ამცირებს კაპილარების გამტარობას;
• აფერხებს კანის შეშუპების განვითარებას;
• აქვეითებს გლუვი კუნთების სპაზმს; 
• ამცირებს კანის რეაქციას ჰისტამინის და სპეციალური ალერგენების გამოყოფისას, ჭინჭრის ციებისას;
• აქვეითებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტრუქციას სუსტად მიმდინარე ბრონქული ასთმის დროს; 
• არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტისეროტინინული მოქმედება. 

 

ფარმაკოკინეტიკა
10მგ ცეტირიზინის ერთჯერადი მიღებისას ეფექტი დგება 20 წუთში (პაციენტების 50%) და 60 წუთში (პაციენტების 95%), ეფექტი გრძელდება 24 საათი. მკურნალობისას არ ვითარდება ტოლერანტობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 3 დღე-ღამის განმავლობაში.

შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1 საათში. საკვები არ ახდენს გავლენას შეწოვაზე, მაგრამ ახანგრძლივებს შეწოვის პროცესს 1 საათით. ცეტირიზინის 93% უკავშირდება ცილებს. 

არ განიცდის კუმულაციას.


ჩვენებები:
- სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
- მუდმივი ალერგიული რინიტი და კონიუქტივიტი;
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება;
- ალერგიული დერმატოზები. 


მიღების წესი და დოზირება:

2 - 6 წლის ასაკის ბავშვები:
½ ტაბლეტი (5 მგ) დღეში ერთხელ;

 

6 – 12 წლის ასაკის ბავშვები:
½ ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ;

 

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზევით:
1 ტაბლეტი (10 მგ) დღეში ერთხელ.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 6 თვემდე. 

 

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა: ნოვაცეტრინი 10 მგ  შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით, პერორალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?