Nuk
ნიდაზოლი-მ / Nisazol M


რას წარმოადგენს ნიდაზოლი-მ და რისთვის გამოიყენება
· ნიდაზოლი- არის პრეპარატი ვაგინალური ტაბლეტის სახით, რომელიც გამოიყენება საშოში მოთავსების გზით. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტიბაქტერიული (ეფექტური ბაქტერიების წინააღმდეგ), ანტიპროტოზოული (ეფექტური პარაზიტების წინააღმდეგ), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (ეფექტური სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ).
· თითოეული ვაგინალური სუპოზიტორი არის მოთეთრო-მოყვითალო ფერის და შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს -  500მგ მეტრონიდაზოლს და 100მგ მიკონაზოლის ნიტრატს.
· ნიდაზოლი- გამოიყენება საშოს ანთების (ვაგინიტის) სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, ჩხვლეტა, პათოლოგიური გამონადენი, სიწითლე და საშოს შეშუპება.

2. რა უნდა იცოდეთ ნიდაზოლი-მ-ის გამოყენებამდე
არ გამოყენოთ  ნიდაზოლი-მ,  შემდეგ შემთხვევებში,
თუ:
· ხართ ალერგიული ნიდაზოლი-მ-ის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე მოქმედი ნივთიერების და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ,
· ხართ ორსულობის პირველ ტრიმესტრში,
· გაქვთ პორფირია (გენეტიკური, მეტაბოლური დარღვევები სისხლის სისტემის მხრივ),
· გაქვთ ეპილეფსია,
· გაქვთ ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.

მკურნალობის დროს ან ნიდაზოლი-მ-ით მკურნალობის დასრულებიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ და რომლებიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება დისულფირამი, არ უნდა იქნეს გამოყენებული ნიდაზოლი-მ-ით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში.

გამოიყენეთ ნიდაზოლი-მ სიფრთხილით, შემდეგ შემთხვევებში:
· ნიდაზოლი-მ-მა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის დაზიანება. ამიტომ, თავიდან აიცილეთ კონტაქტი კონტრაცეფციასთან ან დიაფრაგმებთან, რომლებიც გამოიყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს არასასურველი ორსულობა.
· ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მეუღლის მკურნალობა შესაფერისი პერორალური მედიკამენტებით. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს ასეთ მკურნალობას, მკაცრად დაიცავით ის თერაპია, რომელსაც დაგინიშნავთ ექიმი თქვენ და თქვენს მეუღლეს.
· თუ ამ პრეპარატ გამოიყენებ უფრო დიდი დოზით და უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ექიმის მიერაა დანიშნული, შეიძლება გამოგივლინდეთ სისუსტე, ტკივილი, პარესთეზია, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები) და ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფო.

ნიდაზოლი-მ-ით მკურნალობის პერიოდში არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალური საშუალებები (მაგალითად, ტამპონები, გამოსარეცხი საშუალებები და ვაგინალური პრეპარატები, რომლებიც კლავენ სპერმას (სპერმიციდი)).

ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება არ შეიძლენა ქალწულებსა და ახალგაზრდა გოგონებში, რომლებიც არ არიან სქესობრივად  მომწიფებულებ.

გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, მაშინაც კი, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებოდათ  წარსულში.

ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება საკვებთან და სასმენთან ერთად
ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან, მისი გამოყენების წესის გამო.

ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მხოლოდ თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება, თუ ხართ ორსულად.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მეტრონიდაზოლი, როგორც სამკურნალო პროდუქტის ნიდაზოლი-მ-ის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, გამოიყოფა რძეში. ამიტომ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს და მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ კვლავ განახლდეს.

სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნიდაზოლი-მ-არა აქვს ცნობილი გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვსა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, როცა ის გამოიყენება ექიმის მიერ დანიშნული დოზისა და ხანგრძლივობის შესაბამისად. თუმცა, ნიდაზოლი-მ-ი გამოყენებისას თუ  გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიდაზოლი-მ-ის შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ
ნიდაზოლი-მ-ის შემადგელობაში არ არის ისეთი დამხმარე ნივთიერება, რომლის შესახებაც საჭიროა სპეციალური ინფორმაცია.

ლაქტოზა: სიფრთხილე არ არის საჭირო მისი გამოყენების წესის გამო.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტებს, თუ იყენებთ ალკოჰოლს ან იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ერთ-ერთ:
· მედიკამენტები, რომლებიც აფერხებს სისხლის შედედებას (მაგალითად: მედიკამენტები, რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ აცენოკუმაროლს, ანისინდიონს, დიკუმაროლს, ფენინდიონს, ფენპროკუმონს და ვარფარინს);
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებსაც ეწოდებათ ციმეტიდინი და ციაპრიდი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ (მაგალითად: მედიკამენტები, რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ  ასტემიზოლს და ტერფენადინს);
· იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები, რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ და რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება გლიმეპირიდი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, ხშირი შარდვა, დიურეზი (მაგალითად: მედიკამენტები, რომლებიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ოქსიბუტინინი და ტოლტეროდინი);
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ და რომლებიც, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება პიმოზიდი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ და რომლებიც, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება დისულფირამი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (მაგალითად: მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ისეთ მოქმედ ნივთიერებებს, როგორიცაა ფტორურაცილი და ტრიმეტრექსატი);
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება  ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად: მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ისეთ მოქმედ ნივთიერებებს, როგორიცაა კარბამაზეპინი,  ფოსფენიტოინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი);
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აფექტური აშლილობის სამკურნალოდ და რომლებიც, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ლითიუმი;
· მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ნარკოტიკული მოქმედება და რომლებიც შეიცავენ ისეთ მოქმედ ნივთიერებებს, რომლებსაც ეწოდებათ ოქსიკოდონი და ფენტანილი, რომლებიც სპეციალურად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლების სახით სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში მწვავე ტკივილის დასაძლევად;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ და რომლებიც, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება  თეოფილინი;
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის პათოლოგიური რითმის სამკურნალოდ და რომლებიც, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავენ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება   ამიოდარონი და პროკაინამიდი.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3
როგორ უნდა გამოიყენოთ ნიდაზოლი-მ
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:

თუ ექიმ სხვაგვარად არ დაგინიშნავთ, დაიწყეთ ერთი ვაგინალური ტაბლეტის გამოყენებით ერთხელ დღეში, საღამოს, ძილის წინ, 7 დღის განმავლობაში. დაავადების რეციდივის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ერთი ვაგინალური ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი ღამით (სასურველია საღამოს, ძილის წინ), 14 დღის განმავლობაში.

არ არის რეკომენდებული ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება მენსტრუაციის დროს, მედიკამენტის ეფექტურობის შემცირების ან გამოყენების დროს გარკვეული სირთულეების გამო.

მიღების წესი და მეთოდი:
ნიდაზოლი- გამოიყენება მხოლოდ საშოში.

კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. პრეპარატის გამოყენებამდე დაწექით ზურგზე. ოდნავ ასწიეთ ფეხები მაღლა. მოათავსეთ ტაბლეტი საშოში და მაქსიმალურად ღრმად მიაწექით. გაკეთების შემდეგ ხელები ისევ საგულდაგულოდ დაიბანეთ და, თუ ეს შესაძლებელია, არ ადგეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის ხანგრძლივობა.

არ შეიძლება  ნიდაზოლი-მ-ის გადაყლაპვა ან სხვა წესით გამოყენება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გოგონებში, რომლებსაც არ მიუღწევიათ სქესობრივი სიმწიფისთვის და არიან ქალწულები.

გამოყენება ხანდაზმულებში:
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს ხანდაზმულებში გამოყენებისთვის.

· გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა: არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია გამოყენებისთვის. თუ ხართ დიალიზზე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ დაიწყებთ ნიდაზოლი-მ-ით მკურნალობას.

ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ნიდაზოლი-მ-ის დოზებ ხელახლა განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თუ გრძნობთ, რომ ნიდაზოლი-მ-ის  მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი  ნიდაზოლი-მ:
თუ გამოიყენეთ ნიდაზოლი-მ ჭარბი დოზით, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, მეტალის გემო პირში, მთვრალივით სიარული (ატაქსია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები (კონვულსია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), მუქი ფერის შარდი, წვის შეგრძნება პირსა და ყელში, წვის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში, ჩხვლეტა, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია). ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს.

ასეთ პირობებში და ნიდაზოლი-მ-ის დოზის შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს  ნიდაზოლი-მ-ით მკურნალობის შეწყვეტისას
თერაპიის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ვაგინიტი შეიძლება განმეორდეს და ვაგინიტის სიმპტომები კვლავ გამოვლინდეს. არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტი, როდესაც ნიდაზოლი-მ-ით თერაპია შეწყდება გამოყენების დასრულების შემდეგ, რასაც ექიმი გირჩევთ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად,  გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა  ნიდაზოლი-მ-ის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მოცემულს, შეწყვიტეთ ნიდაზოლი-მ-ის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას დაუყოვნებლივ:

· სერიოზული კანისმიერი გამონაყარი;

· სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, ქოშინი.

ყველა აღნიშნული არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა.

თუ რომელიმე მათგანი გივლინდებათ, ეს ნიშნავს რომ გაქვთ ალერგია იდაზოლი-მ-ის  მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა არის არსებითად იშვიათი.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფ სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

·  ეპილეფსიის მსგავსი შეტევები (კრუნჩხვები) (კონვულსია);

· მთვრალივით სიარული (ატაქსია);

· მენტალური ცვლილებები, დეპრესია;

· სისუსტე, ტკივილი, მსუსხავი ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები);

· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელიც შეიძლება განისაზღვროს სისხლის სრულფასოვანი გამოკვლევითრაც მიუთითებს ორგანიზმში არსებულ ინფექციაზე (ლეიკოპენია);

· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

· დაღლილობა ან სისუსტე;

· გემოების ცვლილება, მეტალის გემო;

· პირის სიმშრალე, წყურვილი;

· გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა;

· მუცლის ტკივილი ან კრუნჩხვები;

· ყაბზობა ან დიარეა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს ვაგინალური სუპოზიტორის გამოყენებისას, ვინაიდან მეტრონიდაზოლი სისხლში ნაკლებად ხვდება ინტრავაგინალური გამოყენებისას.

მწვავე გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად.

 

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, აცნობოთ ექიმს:
·  წვა, ქავილი, გაღიზიანება, ვაგინალური გამონადენი, კანისმიერი გამონაყარი გამოყენების ადგილზე;

·  ტკივილი მუცლის არეში;

·  ვაგინალური გამონადენი;

·  ვაგინიტი (საშოს ანთება);

·  დისკომფორტი მენჯის არეში;

·  ადგილობრივი გაღიზიანება (რეგიონალური გაღიზიანება);

·  მგრძნობელობა;

·  კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადება, რომელიც ვითარდება კონტაქტით).

ესენი არის ნიდაზოლი-მ-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული  წინამდებარე პაციენტის  საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოივლენების შესახებ“ დაწკაპუნებით  ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების  ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნიდაზოლი-მ-ის შენახვის პირობები

შეინახეთ ნიდაზოლი-მ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
შეინახეთ ოთახის  ტემპერატურაზე 30°C-ზე ქვემოთ, მოარიდეთ ტაბლეტი და ტენიანობას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ პროდუქტი და/ან პროდუქტის შეფუთვა  დაზიანებულია, არ გამოიყენოთ იგი.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ნიდაზოლი-მ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მოარიდეთ სინათლეს და ტენიანობას.

არ გამოიყენოთ ნიდაზოლი-მ, თუ შეამჩნევთ პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში რაიმე დაზიანებას.

სად შევიძინოთ?