Nuk
ნიფედი-დენკი 20 რეტარდი / Nifedi-Denk 20 Retard


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 რეტარდი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ. ნიფედიპინს.
დამხმარე ნივთიერება: 
მიკროკრისალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), წითელი რკინის ოქსიდები (E 172 ). 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ნიფედიპინი განეკუთვნება დიჰიდროპირიდინების ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს. ეს ნივთიერებები თრგუნავენ კალციუმის მიმოსვლას უჯრედის მემბრანაში. გლუვი კუნთების უჯრედებზე, განსაკუთრებით კი კორონარულ და პერიფერიულ რეზისტენტულ სისხლძარღვებზე ნიფედიპინი მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. ეს იწვევს ვაზოდილატაციას. თერაპიულ დოზებში ნიფედიპინი პირდაპირ არ მოქმედებს მიოკარდიუმზე.
კალციუმის ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყებისას აღინიშნება გულის სიხშირისა და წუთმოცულობის რეფლექსური ზრდა. თუმცა ეს ზრდა იმდენად არ არის გამოხატული, რომ მოახდინოს ვაზოდილატაციის კომპენსაცია. 
ნიფედიპინის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობისას თავდაპირველად გაზრდილი გულის სიხშირე უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს. ნიფედიპინის მიღების შემდეგ არტერიული წნევის გამოხატული ვარდნა განსაკუთრებით აღინიშნება ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში.    

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად, უზმოზე მიღების შემდეგ ნიფედიპინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. ნიფედიპინი განიცდის ღვიძლის მიერ ~პირველი გასვლის~ მეტაბოლისმს. შედეგად ორალურად მიღებული ნიფედიპინის სისტემური ბიოათვისებულობა შეადგენს 50-70 %-ს. პლაზმის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა ნიფედიპინის შემცველი ხსნარის მიღებიდან დაახლოებით 15 წთ-ს შემდეგ, ხოლო შეუნელებელი მოქმედების მქონე წამლის მიღების შემდეგ კი – 30-85 წთ-ში. 
ნიფედიპინის 95-98% აბმის პლაზმის ცილებს. საშუალო  განაწილების მოცულობა Vსს შეადგენდა 0.77 – 1.12 ლ/კგ. ნიფედიპინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ძირითადად დაჟანგვის გზით. ამ მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ფარმაკოდინამიკური მოქმედება. 
როგორც უცვლელი ნივთიერება, ასევე მეტაბოლიტი (M-1) უმნიშვნელო რაოდენობით  გამოიყოფა თირკმლის მიერ (დოზის
პოლარული მეტაბოლიტები, М-2 და М-3, გამოიყოფა შარდში მიღებული დოზის დაახლოებით 50%-ის რაოდენობით. ძირითადი ნაწილი გამოიყოფა 24 სთ-ში, დანარჩენი მეტაბოლიტები ექსკრეტირდება ფეკალური მასების საშუალებით. 
ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 1.7-3.4 სთ-ს.
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში,  ნორმალური დოზის მიღებისას,  ნივთიერების აკუმულაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდი მნიშვნელოვნად იზრდება და ტოტალური კლირენსი მცირდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება. 

ჩვენება
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც დაგავშირებულია გულის კუნთისათვის ჟანგბადის არასწორ მიწოდებასთან (სტენოკარდია) და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში : 
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დაძაბულობის სტენოკარდია)
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, გარდამავალი სტენოკარდია)
- ესენციური ჰიპერტენზია.

უკუჩვენება
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი არ გამოიყენება:
- მომატებული მგრძნობელობა ნიფედიპინისადმი ან სხვა ნივთიერებისადმი;
- კარდიოცირკულატორული შოკი;
- აორტის სტენოზი;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მწვავე მიოკარდიალური ინფარქტი (პირველი 4 კვირის განმავლობაში);
- კომბინირებული მკურნალობა რიფამპიცინთან ერთად (ტუბერკულოზის სამკურნალო აქტიური ნივთიერება)
- ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ შემდეგ შემთხვევებში:
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი მოითხოვს მკურნალობის პერიოდში ექიმის რეგულარულ ცონტროლს შემდეგ შემთხვევებში:
- გამოხატული დაბალი არტერიული წნევა (ძლიერი ჰიპოტენზია, სისტოლური წნევა შეადგენს 90 მმ ვწ.სვ.);
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- მაღალი არტერიული წნევის (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) მქონე დიალიზიან პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის (ჰიპოვოლემია) რაოდენობის გამო სისხლძარღვების გაფართოების (ვაზოდილატაცია) შედეგად მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა.

ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური  მონაცემები ნიფედიპინის გამოყენებისა ორსულ ქალებში, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა ნიფედიპინის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის სასურველი, გარდა იმ შემთვევისა, როცა თქვენი მკურნალი ექიმი ჩათვლის, რომ ეს არის აუცილებელი მკურნალობის თვალსარისით (როცა სხვა ალტერნატიული მკურნალობა უშედეგოა). ამგვარ შემთხვევაში თქვენ და თქვენი ბავშვი უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ნიფედიპინით მკურნალობისას, ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩაგიტარდეთ.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაფეხმძიმებას, და იგი დაგაწყვეტს გააგრძელოთ თუ შეწყვიტოთ მკურნალობა ნიფედი-დენკ 20 რეტარდით.

ლაქტაცია
არ არის სასურველი ნიფედი-დენკ 20 რეტარდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, რადგან ნივთიერება ნიფედიპინი გადადის დედის რძეში და არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლაქტაციის პერიოდისთვის. თუ ნიფედი-დენკ 20 რეტარდით მკურნალობა დაინიშნული იქნა სასწაფოდ ლაქტაციის პერიოში ექიმის მიერ, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

ზეგავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე
ნიფედი-დენკ 20 რეტარდით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო ზედამხედველობას. სავარაუდო რეაქციების გამო, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდუალურ შემთხვევებში სხვადასხვანაირად ვლინდება, შესაძლებელია ინდივიდში ისეთ დონემდე შეცვალოს რეაქციები, რომ  მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა უსაფრთხოების საშუალებების გამოყენების გარეშე არ იყოს შესაძლებელი; ეს განსაკუთრებით აღინიშნება მკურნალობის დაწყების, დოზის გაზრდის ან პრეპარატის შეცვლის ან ალკოჰოლითან კომბინირებული მიღების შემთხვევაში. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ თქვენ იღებთ, ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში იღებდით პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიფედი-დენკ 20 რეტარდთან ერთად სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:

არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ვასოდილლატორები: აძლიერებს ანტიჰიპოტენზიურ ეფექტს.
 
ბეტა რეცეპტორების ბლოკატორები: იზრდება ჰიპოტენზიური ეფექტი, და მოულოდნელი გულის უკმარისობა.

დილტიაზემი (გამოიყენება კორონარების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) ამცირებს ნიფედიპინის დაშლას. ამ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა უნდა გააკონტროლოს მკურნალობის კურსი და საჭიროების შემთხევაში შეამციროს დოზა. 

ქუინიდინი (ნივთიერება არითმიის სამკურნალოდ): შეინიშნება ქუინიდინის დონის დაცემა ან ქუინიდინის დონის საგრგრძნობი მომატება ნიფიდიპინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ქუინიდინის დონის შემოწმება რეკომენდირებულია.

დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ) და თეოფილინი (სასუნთქი სისტემის დაავადებებისას გამოყენებული საშუალება): ამ მედიკამენტების კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ დიგოქსინის დოზის გადაჭარბებას, და თუ საჭირო გახდა თქვენმა ექიმმა უნდა შეამციროს მისი დოზა, მას შემდეგ რაც დადგინდება პლაზმაში დოგოქსინის დონე.

ქუინუპრისტინი (ანტიბიოტიკი), დალფოპრისტინი (ანტიბიოტიკი), ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის წყლულების სამკურნალო საშუალება): ზრდის ნიფედიპინის დონეს პლაზმაში და შედეგად აძლიერებს სისხლის წნევის დაცემას. 

რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება): აჩქარებს ნიფედიპინის დეგრადაციას. არ შეიძლება რიფამპიცინის და ნიფედიპინის ერთდროული გამოყენება, რადგანაც სისხლში ნიფედიპინი ვერ აღწევს აქტიურ დონემდე. 
ვინკრისტინი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება): ამცირებს ვინკრისტინის ექსკრეციას, რაც იწვევს ვინკრისტინის გვერდითი მოვლენების გაზრდას.
  
ცეფალოსპორინები (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ): ზრდის ცეფალოსპორინის პლაზმის რაოდენობას.

ფენიტონი (გამოიყენება ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ): ამცირებს ნიფედი-დენკ 20 რეტარდის ეფექტურობას.

ტაკროლიმუსი (ღვიძლის და თირკმელის გადანერგვის შემდეგ პრევენციული მკურნალობისათვის): ზრდის პლაზმაში ტაკროლიმუსის დონეს.

ნივთიერებები ინფექციების სამკურნალოდ (მაკროლიდები, მაგალითად ერითრომიცინი), ფლუოქსიტინი, ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალოდ), პროტეინასას ინჰიბიტორი (ნივთიერებები ადამიანური იმუნოდეფიციტური ვირუსის (შიდსი) სამკურნალოდ, მაგალითად ამპრენავირი, ინდინავირი, ნილფინავირი, რიტონავირი ან საქუინავირი), ანტიმიკოტური საშუალებები (გამოიყენება სოკოს ინფექციების სამკურნალოდ, როგორც მაგალითად კეტოკონაზოლი, იტრაკოტაზოლი ან ფლუკონაზოლი): ზრდის პლაზმაში ნიფედიპინის დონეს.

ცდები ნიმოდიპინზე – მიეკუთვნება ნივთიერებათა იმავე კლასს, რასაც ნიფედი-დენკ 20 რეტარდი – აჩვენეს, რომ შემდეგი ურთიერთქმედება არ არის გამონაკლისი ნიფედიპინისთვის;
კარბომაზეპინი, პენობარბიტალი: ამცირებს ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მოქმედებას;
ვალპროიკის მჟავა: ზრდის ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მოქმედებას.

ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მიღება საჭმელთან და სასმელთან ერთად
არ მიიღოთ ნიფედი-დენკ 20 რეტარდი გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადაგან ის ხელს უშლის ნიფედიპინის დაშლას და შესაბამისად აძლიერებს ნიფედი-დენკ 20 რეტარდის ეფექტს.  

მიღების წესი
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მკურნალობა უნდა იქნეს შერჩეული ინდივიდუალურად პაციენტის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. დაავადების სიმპტომების გათვალისწინებით რეკომენდებული დოზა უნდა მიიღოს თანდათანობით. პაციენტს, ვისაც აქვს ღვიძლის უკმარისობა უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ, და თუ აუცილებელია დოზა უნდა შეუმცირდეს.
პაციენტებმა, ძლიერი ცერებრავასკულარული დაავადებით, უნდა მიიღონ პრეპარატის შედარებით დაბალი დოზები.

თუ არ არის ექიმის დანიშნულება, მაშინ უფროსებში გამოიყენება შემდეგი დოზები:
გულის იშემიური დაავადება:
1 რეტარდი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 40 მგ ნიფედიპინს დღეში);
თუ შესაძლებელია აუცილებელი დღიური დოზის ეტაპობრივად გაზრდა 2X40მგ-მდე (შეესაბამება 2 რეტარდ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში).

ჰიპერტენზია:
1 რეტარდი ტაბლეტი დღეში 2 –ჯერ (შეესაბამება 40 მგ ნიფედიპინის დღიურ დოზას);
დღიური დოზის გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ეტაპობრივი გაზრდა 2X40მგ-მდე (შეესაბამება 2 რეტარდ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში).
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგალითად 1 ჭიქა წყალი, არ მიიღება გრეიფუტის წვენთან ერთად), ჭამის შემდეგ. ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მიიღება უმჯობესია დილას და საღამოს, ერთსა და იმავე დროს.
ნივთიერება ნიფედიპინის სინათლეზე მგრძნობიარეობის გამო, არ შეიძლება გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტის გაყოფა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სინათლის დამცავი გარსი დაირღვევა.

დოზის გადაჭარბება
ნიფედიპინით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, შემდეგი სიმპტომები აღინიშნება: არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გულის ცემის აჩქარება ან შენელება, გონების დაკარგვა ან დეზორიენტაცია ცნობიერების დაკარგვამდე, სისხლში გლუკოზის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სასიცოცხლო ორგანოებთან სისხლის შემცირებული მიდინება და გულის უკმარისობით გამოწვეული შოკის საშიშროება, რაც დაკავშირებული ფილტვებში სითხის დაგროვებასთან.
თუ ეჭვი გაქვთ დოზის გადაჭარბებაზე, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვიტავს მოქმედების შემდგომ საფეხურებს.       
       
თუ თქვენ გამოტოვეთ ნიფედი-დენკ 20 რეტარდის დოზის მიღება:
თუ გამოტოვეთ ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მიღება, არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაზრდილი დოზის მიღება. გააგრძელეთ მკურნალობა ინსტრუქციის შესაბამისად. 

რა შედეგები მოჰყვება ნიფედი-დენკ 20 რეტარდით მკურნალობის შეწყვეტას
თუ გადაწყვიტეთ მკურნალობის შეწყვეტა აცნობეთ მკურნალ ექიმს. მურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად – მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში.

გვერდითი რეაქციები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ნიფედი-დენკ 20 რეტარდმაც შეიძლება გამოიწვიო გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად:  1ან მეტი შემთხვევა ყოველ 10 ნამკურნალებ პაციენტზე

ხშირად: 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 10 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა  ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტზე

შედარებით  იშვიათად 1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი  შემთხვევა ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე 

იშვიათად: 1 ზე ნაკლები შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტზე, მაგრამ 1 ან მეტი შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ პაციენტზე

ძალიან იშვიათად: უფრო ნაკლები ვიდრე 1 შემთხვევა ყოველ 10,000 ნამკურნალებ       პაციენტზე 


სისხლი და ლიმფური სისტემა:
იშვიათად: ცვლილებები სისხლის რაოდენობაში, როგორიცაა ანემია, ლეიკოპენია, ტრომბოპენია, ტრომბოციტოპენიური პურპურა.
ძალიან იშვიათად: აგრანულოციტოზისი.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:
იშვიათად: ჰიპერგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან ხშირად: თავის ტკივილი, პრაქტიკულად მკურნალობის დასაწყისში.
ხშირად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტის შეგრძნება.
შედარებით იშვიათად: ნერვიულობა, ძილიანობის არევა, ან თვლემა, პარაესტენზია, შეგრძნების შესუსტება, კანკალი.

თვალის მხრივ:
შედარებით იშვიათად: ოპტიკური აღქმის ცვლილებები;
იშვიათად: ასტენოპია.

სისხლძარღვის სისტემა:
ძალიან ხშირად: პერიფერიული შეშუპება (ვასოდილატაცია), პრაქტიკულად მკურნალობის საწყის ეტაპზე.
ხშირად: გულისცემის შეგრძნება.
შედარებით იშვიათად: ტაქიკარდია, სინკოპეს ეპიზოდები, ჰიპერტენზია. განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, შეიძლება გამოვლინდეს სტენოკარდიის ჩივილები, ხოლო იმ პაციენტებში ვინც უკვე უჩივის სტენოკარდიის შეტევებს, შეიძლება გაიზარდოს შეტევათა ხანგრძლივობა, სიხშირე და სიმწვავე.
ძალიან იშვიათად: მიოკარდიის ინფაქტი.

სასუნთქი სისტემის მხრივ:
შედარებით იშვათად: დისპნოეა.

კანის მხრივ: 
ხშირად: ჰიპერემია, შეწითლება, ერიტრომელალგია, პრაქტიკულად მკურნალობის დაწყების პირველ ეტაპზე. 
შედარებით იშვიათად: კანის ალერგიული რეაქცია, როგორიც არს პრურიტი, კანის აქერცვლა, ანგიოოედემა, სახის კანის შეშუპება და ოფლიანობა.
იშვიათად: ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი, პურპურა, ღრძილების დაავადებები (ღრძილების ჰიპერპლაზია) შეიძლება გამოვლინდეს ნიფედიპინით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობისას. ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ნიფედიპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ძალიან იშვიათად: ექსფოლიატივიური დერმატიტის

თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნიფედიპინმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. შეიძლება გაიზარდოს შარდის დღიური ექსკრეცია. 

ღვიძლის და ნაღვლისბუშტის მხრივ:
შედარებით იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ტრანსამინაზების მომატება).
იშვიათად: სიყვითლე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: ღებინება.
შედარებით იშვიათად: გასტროინტესტინალური დარღვევები, როგორიცაა დისპეპსია, მუცლის ტკივილი, კონტიპაცია, ფლატულენსი, ღებინება და პირის სიმშრალე.
იშვიათად: სიმაძღრის შეგრძნება, ბოყინი და ანორეხია.

ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ:
შედარებით იშვიათად: მიალგია, არტრალგია, სახსრების ტკივილი.

სასქესო ორგანოები და მკერდი:
იშვიათად: გინეკომასტია, რაც გამოიხატება ნიფედიპინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ზოგადი დარღვევები:
შედარებით იშვიათად: სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა.
იშვიათად: ჩვეულებრივი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიცხე, ხორხის შეშუპება, ავადმყოფობა, დაწყებული ბრონქოიალური კუნთის სპაზმით და დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვით, რომელიც არის შექცევადი ნიფედიპინით მკურნალობის შეწყვეტისთვის.

კონტრ-ზომები:
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს თუ აღგეღნიშნება რომელიმე ამ გვერდით ეფექტთაგანი. იგი გადაწყვეტს რა ზომების ჩატარებაა აუცილებელი.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რაც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული.


შენახვის წესი
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა შიგთავსი დაცული იყოს სინათლისაგან
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ

სად შევიძინოთ?