ნეოპერტუსინი / Neopertussinum


შემადგენლობა

130გ-ზე: ბეგქონდარას სითხოვანი ექსტარქტი - 15,6გ; კალიუმის ბრომიდი - 1,3გ; სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი; ეთილის სპირტი; შაქრის სიროფი;
ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს (რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონო¬იდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენებები
• ზედა სასუნთქი გზების კატარი; 
• ბრონქიტი;
• ტრაქეიტი; 
• ყივანახველა.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღების წინ. 
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში. 
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; 
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება. 
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად

შენახვის პირობები და ვადები
vargisianobis vada: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ინახება 15-25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.