ნეოართრი / Neoarthri


შემადგენლობა

(50მლ-ზე)
წიწაკის ნაყენი _ 45 მლ
მენთოლი _ 3 გ
ევკალიპტის ზეთი _ 1 მლ
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი. 
აღწერილობა. ძლიერ ცხარე გემოს მქონე წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, ევკალიპტისა და მენთოლის დამახასიათებელი სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ნეოართრი’’ ხასიათდება ადგილობრივი გამაღიაზიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების მიერ კანის რეცეპტორების გამაღიზიანებელი მოქმედებით, რაც იწვევს რეფლექტორულ რეაქციებს.
წიწაკის ნაყენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს, უპირსაატესად ალკალოიდ კაპსაიცინს, რომელიც განსაზღვრავს პრეპარატის ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას და ჯანმრთელი კანის ზედაპირზე შეზელისას იწვევს სითბოს შეგრძნებას.
მენთოლი ასტიმულირებს სიცივის შეგრძნების რეცეპტორებს და ამცირებს ტკივილს. სიცივის პირველადი შეგრძნება მალე იცვლება სითბოს შეგრძნებით.
ევკალიპტის ზეთს აქვს ადგილობრივ გამაღიზიანებელი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
ართრიტები, პლექსიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, მიალგია, ტენდოვაგინიტი.

მიღების წესები და დოზები
შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში. შეზელვის შემდეგ შეიხვიეთ თბილად

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
მენთოლისადმი მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: არ შეიძლება პრეპარატის შეზელვა, თუ დარღვეულია კანის ზედაპირის მთლიანობა!

ორსულობა და ლაქტაცია
,,ნეოართრი’’-ს გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა: 3 წელი.< br /> ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად