Nuk
ნეო პეკეს კალციუმ + გამი / neo peques K2ALCIUM+ GUMMIES


შემადგენლობა:
Ca ტრიფოსფატი Ca3 (PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი  – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების  განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი  Ca3(PO4)2:

მნიშვნელოვანი კომპონენტია  ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში

მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში

მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს  სისხლძარღვებში და ნერწყვში  Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

 

ჩვენება:
Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის   შედეგად განპირობებული
ინტენსიური ზრდის პერიოდი
კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

 

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
10წლ - 18 წლ: 1  გამი 2 X დღეში
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი       
    

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

 

გამოშვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

 

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე.

სად შევიძინოთ?