Nuk
NatHealth მულტივიტამინები ბავშვებისთვის / NatHealth MULTIVITAMIN FOR KIDS

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს საღეჭი პასტილა №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 საღეჭი პასტილა: ვიტამინი C – 40 მგ, ვიტამინი E – 6 მგ, ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 100 მკგ, ვიტამინი B6 – 0.7 მგ, ვიტამინი B12 – 1.25 მკგ, ვიტამინი B1 – 0.55 მგ, ვიტამინი B2 – 0.7 მგ, ბიოტინი (B7) – 10 მკგ, ნიაცინი (B3) – 8 მგ

დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელე, ლიმონმჟავა (E330), ასკორბინის მჟავა (E300), ბუნებრივი არომატიზატორები: მანგო, ალუბალი, ანანასი, ლიმონი; მცენარეული კონცენტრატები: იისფერი სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ვაშლი, ბოლოკი, ალუბალი); კარნაუბას ცვილი (E903), კურკუმას ექსტრაქტი, პაპრიკის ექსტრაქტი

არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

მულტივიტამინების კომპლექსი ბავშვებისთვის ჟელეს საღეჭი პასტილების ფორმით, რომელიც აუმჯობესებს ბავშვის ზოგად ჯანმრთელობას და ხელს უწყობს ნორმალურ ზრდა-განვითარებას. ბიოტინი (B7) აძლიერებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B6 არეგულირებს ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას, ხელს უწყობს "ბედნიერების ჰორმონის" – სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს მადას, საჭმლის მონელებას, დასწავლის შესაძლებლობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და მეხსიერებას. ვიტამინი E, ვიტამინი C და B ჯგუფის ვიტამინები შეუცვლელია ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და დეტოქსიკაციისთვის

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

 

უსაფრთხოების ზომები

NatHealth მულტივიტამინები ბავშვებისთვის არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, 4-6 წლის ბავშვებში – 1 საღეჭი პასტილა დღეში, 7 წლის ასაკიდან – 2 საღეჭი პასტილა დღეში. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 12-250C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ჟელეს საღეჭი პასტილა №30

სად შევიძინოთ?