Nuk
NatHealth მულტი ომეგა / NatHealth MULTIOMEGA

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 30 ორმაგი კაფსულა (DUOCAP) პლასტმასის ქილაში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

1 ორმაგი კაფსულა: ვიტამინი A – 800 მკგ, ვიტამინი E – 12 მგ, ვიტამინი D3 – 5 მკგ (200 სე), ვიტამინი B1 – 1.1 მგ, ვიტამინი B2 – 1.4 მგ, ვიტამინი B6 - 1.4 მგ, ვიტამინი B7 – 50 მკგ , ვიტამინი B9 – 201 მკგ, ვიტამინი B12 – 2.5 მკგ, L-იზოლეიცინი – 5.9 მგ, L-ლეიცინი – 18.3 მგ, L-ვალინი – 6.7 მგ, L-ფენილალანინი – 5 მგ, L-ტრიფტოფანი – 5 მგ, L-ლიზინი – 18.3 მგ, L-მეთიონინი – 18.4 მგ, L-თრეონინი -4.2 მგ, ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA) – 152 მგ

დამატებითი ნივთიერებები: თევზის ჟელატინი, სოიოს რაფინირებული ზეთი, წყალი, მონო- და დიგლიცერიდები (E471), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172)

არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

მულტი ომეგას დაყოვნებული გამოთავისუფლების ორმაგი კაფსულები (DUOჩAP) ახალი ნაბიჯია ვიტამინების კომპლექსის განვითარების ისტორიაში. Oორმაგი კაფსულა არის პატენტირებული გამოშვების ფორმა – "კაფსულა კაფსულაში", რომელიც იდეალურია კომბინირებული პროდუქტებისთვის. აღნიშნული ტექნოლოგია თითოეული ინგრედინეტის გამოთავისუფლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. შიდა კაფსულას კომპონენტები გადააქვს ნაწლავში, სადაც მათი ეფექტურობა ყველაზე მაღალია. გარე კაფსულა კუჭში გადადის გასტრორეზისტენტული კომპონენტების გამოსათავისუფლებლად.

მულტი ომეგა არის მულტივიტამინების ერთადერთი კომპლექსი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და ომეგა-3-ს. ის აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრების სტილს. მასში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმსა და მენტალურ ჯანმრთელობას, ამცირებს დაღლილობას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ძილის ნორმალური ხარისხისა და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

უსაფრთხოების ზომები NatHealth  მულტი ომეგა არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე,

კონსულტაციისთვის სასურველია მიმართოთ ექიმს. სიფრთხილით გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზით

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან – 1-2 ორმაგი კაფსულა დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა – 3 კაფსულა

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

30 ორმაგი კაფსულა (DUOCAP) პლასტმასის ქილაში, კოლოფში 1 ქილა

 

სად შევიძინოთ?