Nuk
NatHealth კალციუმი + ვიტამინი D3 ბავშვებისთვის / NatHealth CALCIUM+VITAMIN D3 FOR KIDS

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: NatHealth
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს საღეჭი პასტილა №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

4 საღეჭი პასტილა: კალციუმი – 160 მგ, ვიტამინი D – 19 მკგ (760 სე), ვიტამინი C – 40 მგ, ნიაცინი (B3) – 7 მგ, ვიტამინი B6 – 0.7 მგ, ვიტამინი B12 – 0.5 მკგ, ფოსფორი – 120 მგ

დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ღორის ჟელე, ლიმონმჟავა (E330), ასკორბინის მჟავა (E300), არომატიზატორები, იისფერი სტაფილოს კონცენტრატი, კარნაუბას ცვილი (E903)

არ შეიცავს გმო-ს

 

მოქმედების მექანიზმი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ბავშვის ორგანიზმის სწორი ჩამოყალიბებისა და მყარი ძვლებისა და კბილებისთვის. კალციუმი (Ca), და ფოსფორი (Р) მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალაციუმის შეწოვას და ხელს უწყობს მის დამარაგებას ძვლებსა და კბილებში. ვიტამინი ჩ მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემას. ვიტამინი B6, B12 აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, მონაწილეობს ჩონჩხისა და კუნთებისა ფორმირებაში, ჰემოპოეზში. B კომპლექსი ხელს უწყობს ნერვული სისტემის სრულფასოვან ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

უსაფრთხოების ზომები

NatHealth კალციუმი + ვიტამინი D3 არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, ბავშვებში 4 წლის ასაკიდან – 4 საღეჭი პასტილა დღეში, დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება 12-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

ჟელეს საღეჭი პასტილა №30 

სად შევიძინოთ?