Nuk
ნანომელი / Nanomel spray

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Euronatural
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: სპრეი 0,125 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ნანომელის 1 სპრეი - 0,125 მლ, შეიცავს 0,5 მგ მელატონინს.
ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი, თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას, რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს. არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრი-გებას: აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, დილით გამოღვიძებისას არ ახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა. ამცირებს

სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე. გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.

არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას, აგრეთვე, ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას - კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:
• არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას
• ასწორებს ძილის დარღვევებს (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა, შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში)
• აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს
• წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას)
• ამცირებს ბენზოდიაზეპინების „მოხსნის სინდრომის“ სიმწვავეს
• ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია)
• აქვს ონკოსტატიკური ეფექტი, განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე
• აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს,  ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს, რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან)
• არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას

ჩვენებები
• სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა

მიღების წესი
• დაძინებამდე 1 საათით ადრე 1-2 შესხურება
• როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1-2 სპრეის შესხურება
დაძინებამდე 1 საათით ადრე