Nuk
ნანოკალცი ბეიბი / Nanocalci Baby


შემადგენლობა

1 საღეჭი ტაბლეტის შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი 300 მგ (ელემენტური კალციუმი 132 მგ)
რკინის  (II) ფუმარატი 5 მგ,
თუთიის  (II)  ოქსიდი 5 მგ

 

აღწერილობა

სამკუთხედის ფორმის, თეთრი ფერის, ციტრუსის გემოს საღეჭი ტაბლეტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორი.

დამზადებულია ნანოტექნოლოგიით, ამიტომ შეწოვისათვის არ საჭიროებს ვიტამინი D3-ის შემცველობას. შესაბამისად არ არსებობს D ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკი.

დაზიანებული უჯრედი გამოყოფს წყალბადის პეროქსიდს, რისი აღმოჩენაც შეუძლია ნანონაწილაკებს; სუპრამოლეკულებს აქტიური ნივთიერების მოლეკულები მიაქვთ სამიზნე ადგილამდე, „ლიგანდი-სამიზნე“  მდგრადი კომპლექსის წარმოქმნის ხარჯზე მაქსიმალური ბიოშეღწევადობა მიიღწევა იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად არის აქტიური ნივთიერებების საჭიროება.    შესაბამისად მინიმალურ დროში ვიღებთ მაქსიმალურ ფარმაკო-თერაპიულ ეფექტს.

 

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, კბილებში, თმებში, კუნთებში), ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს. კალციუმის გამოყენება აფერხებს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

 

ფარმაკოკინეტიკა

კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დაჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის შემცველობის დაახლოვებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან 10% ციტრატებთან,ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსში,დარჩენილი 40% კი შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.კალციუმი ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმელებით და საოფლე ჯირკვლებით.

 

ჩვენება

• კალციუმის დეფიციტი, რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ინტენსიური ზრდის პერიოდი;  კარიესის პროფილაქტიკა;

• გლუკოკორტიკოსდტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა, თირკმელჩანაცვლებითი თერაპია (დიალიზი);

• მოტეხილობები (კომპლექსურ თერაპიაში)

• ორსულობა და ლაქტაცია

 

მიღების წესი და დოზირება

3 -12 წელი: 1 საღეჭი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

12-15 წელი: 1 საღეჭი ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემია; ჰიპერკალციურია; თირკმლის მძიმე უკმარისობა; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); აქტიური ტუბერკულოზი.

 

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულის რევა, გასტრალგია, დიარეა; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).

    

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები

ოქსალატების შემცველი (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტების  მიღება ამცირებს კალციუმის შეწოვას, ამიტომ რეკომენდირებულია ეს პროდუქტი არ მიიღოთ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.

პრეპარატის ხანგრძლივი  გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით. 

 

რეკომენდაცია:

გადაცდენის რისკის გამო ბავშვებში, საღეჭი ტაბლეტი რეკომენდებულია დაინიშნოს 3 წლიდან.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, გულისრევა. 

მკურნალობა: ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა მარყუჟისებრი დიურეტიკების (ფუროსემიდი), გლუკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების დანიშვნა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ კაცლიუმის შეშოვას, ამიტომ მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს დოზის გაზრდა.

საგულე გლიკოზიდების ერთდროულად მიღებისას აუცილებელია ელ. კარდიოგრამის და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი,ვინაიდან კალციუმის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.

თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროული მიღებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის არხისმიერ რეზორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟისებრი დიურეტიკები კი ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

კალციუმის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტეტრაციკლინების შეწოვა, ამიტომ მათ შორის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს  მინიმუმ 3 საათს. 

 

შენახვის პირობები

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25°C- მდე  ტემპერატურის პირობებში. 

 

ვარგისანობის ვადა

3 წელი

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

 

გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?