Nuk
ნანო მელატონინი / Nano Melatonin


შემადგენლობა: 

1 ტაბ. შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.

დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.  

• პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს

• აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

 

ჩვენება:  

ნანო მელატონინი  მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში: 

• უძილობა, ძილის რითმის დარღვევა

• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა 

• საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი

• ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

 

მიღების წესი და დოზირება:

ნანო მელატონინი  მიიღება მოზრდილებში

პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე

სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე

ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი

ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

 

უკუჩვენება: 

ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება. 

სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

 

ჭარბი დოზირება:

არ არის დაფიქსირებული. 

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: 

პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

 

შენახვის პირობები: 

გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25 ჩ- მდე ტემპერატურის პირობებში. 

 

ვარგისანობის ვადა: 

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

 

გაცემის წესი: 

გაიცემა ურეცეპტოდ.

 

სად შევიძინოთ?