ნანიპრუსი / NANIPRUS


რას წარმოადგენს  ნანიპრუსი და რისთვის გამოიყენება
ნანიპრუსი წარმოადგენს არტერიული წნევის სწრაფად დამწევ სამკურნალო საშუალებას. ის აფართოებს სისხლძარღვებს ( არტერიებს და ვენებს), რითაც ამსუბუქებს გულის დატვირთვას.  მისი მოქმედება ხანგრძლივი არ არის, რადგან სწრაფად იშლება სისხლში.
ნანიპრუსი გამოიყენება:
არტერიული წნევის სწრაფად დასაწევად პაციენტებში სიცოცხლისთვის საშიში
ჰიპერტონული კრიზით( სისხლის ძალიან მაღალი წნევით).
დაბალი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად ( კნტროლირებადი ჰიპოტენზია)
ქირურგიული ჩარევის დროს, სისხლის ოპერატიული დაკარგვის შესამცირებლად.
გულის მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ, კარდიოლოგიური ოპერაციების დროს და შემდეგ.

სანამ ნანიპრუსს  გამოიყენებთ
არ მიიღოთ ნანიპრუსი  შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ; 
- თუ თქვენ გაქვთ შემდეგი დაავადებიდან რომელიმე: სიმპტომატური (კომპენსატორული) ჰიპერტონული დაავადება(არტერიოვენოზური შუნტირების ან აორტის კოარტაციის დროს),  ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა,  ქალაშიდა წნევის მომატება; სისხლის დაბალი წნევა( ჰიპოტენზია), სისხლის მცირე მოცულობა(ჰიპოვოლემია),  გულის ქრონიკული უკმარისობა პერიფერიული სისხლძარღვების დაქვეითებულ რეზისტენტობასთან ერთად, ფარისებერი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია,  B12  ვიტამინის გამოხატული დეფიციტი, თვალის ატროფია, ღვიძლის უკმარისობა.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნანიპრუსით  მკურნალობისას შემდეგ შემთხვევებში
ჰიპონატრიემისას (სისხლში ნატრიუმის დაქვეითებული შემცველობა), 
თირკმლის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია      (ჰიპოთირეოდიზმი)
სისხლის მომატებული წნევის დროს თანმდევი სისხლძრღვებისა და ტვინის დარღვევებით
შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში სისხლის წნევის კომპენსატორული მატების პრევენციისთვის პრეპარატის დოზას უნდა მოემატოს და მოიკლოს თანდათანობით.
ვინაიდან ნატრიუმის ნიტროპრუსიდს შეუძლია გავლენა მოახდინოს  ვიტამინ B12 – ის ცვლაზე,  სამკურნალო სასუალება გამოიყენება სიფრთხილით  პაციენტებში B12  ვიტამინის უკმარისობით.
სხეულის დაქვეითებული ტემპერატურის დროს ( ჰიპოთერმია).
ნანიპრუსის სინათლის მაღალი მგრძნობელობის გამო  საინფუზიო სისტემა დაცული უნდა იყოს სინათლის პირდაპირი სხივებისგან.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. 
ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ: ბეტა ბლოკატორები (სისხლსი მომატებულის წნევის სამკურნალო), დიურეტიკები(შარდმდენები), პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვეგეტატიურ ნერვულს სისტემაზე(განლიობლოკატორები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ზოგადი ნარკოზისთვის( ზოგადი ანესთეტიკები), პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლსი მიმოქცევას.
შეიძლება ნანიპრუსის გამოყენება დოფამინთან ერთად.
ნანიპრუსის გამოყენება სილდენაფილთანერთად არ შეიძლება.

ორსულობა და  ლაქტაცია
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობისას ყურადღებით უნდა შეფასდეს სარგებელი/ რისკის შეფარდება 
ნანიპრუსით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში.
მეძუძური დედების ნანიპრუსით მკურნალობის აუცილებლობის  შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლაქტაცია. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენელ და დამხმარე ნივთიერებებზე
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს დოზაზე, ე.ი. არსებითად “ნატრიუმის შემცველობის გარეშე”.

როგორ მივიღოთ ნანიპრუსი
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული გამოყენებისთვის!
დოზირება დგინდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად. მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ სტაციონარულ პირობებში.
დოზის მომატება ხდება თანდათანობით სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
შედარებით ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარე არაინ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზების მიმართ.

თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე  ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირება იშვიათად შეინიშნება და შეიძლება გამოვლინდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
შესაძლოა გამოვლინდეს გახშირებული სუნთქვა, თავის ტკივილი, ღებინება, თავბრუხვევა, კანის ვარდისფერი შეფერილობა, ძედაპირული სუნთქვა სუსტი პულსით, გაფართოებული გუგები გუგის რეფლექსების გარეშე.
მკურნალობა სიმპტომატურია და მიმართულია ორგანიზმის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნებაზე.

პრეპარატის მიღების შეწყვეტა 
ინტრავენური მიღება არ უნდა შეწყდეს უცბად, არამედ 10-30 წუთის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის წნევის მკვეთრი მატება. 

შესაძლო გვერდითი  მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნანიპრუსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ეს არ შეინიშნება ყველა პაციენტში. 

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: მეტჰემოგლობინის წარმოქმნა სისხლში და თრომბოციტების რიცხვის შემცირება( სისხლის ფირფიტები)
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის  და კვების მხრივ
იშვიათი: რძე-მჟავა პროდუქტების წარმოქმნა (აციდოზი)
ფსიქიკის დარღვევა
იშვიათი: თეთრი ცხელება
დარღვევევბი ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, თავბრუხვევა, რეფლექსების მატება, შიში, შფოთვა, სიარულის დარღვევა, კრუნჩხვა, ინსულტი, ცნობიერების დაკარგვა, ძილიანობა, კომა, ქალაშიდა წნევის მომატება(ციანიდური ტოქსიურობა).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
გუგის შევიწროება
დარღვევები სმენის და ვესტიბულარული აპარატის მხრივ
იშვიათად: ხმაური ყურებში
დარღვევები გულის მხრივ 
გულისცემა, პულსის შენელება, სტენოკარდია, რითმის მოშლა, ეკგ-ს ცვლილებები
დარღვევები სისხლძარღვების სისტემის მხრივ
სისხლის დაბალი წნევა( არტერიული წნევა ნორმალიზდება ინფუზიის შეწყვეტიდან 5 წუთის მერე)
დარღვევვები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
გაძნელებული  სუნთქვა, ჟანგბადოვანი შიმშილი, ფილტვების მწვავე შეშუპება.
დარღვევევბი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
იშვიათად: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ძალიან იშვიათად: ნაწლავების გაუვალობა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ძალიან იშვიათი: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის სიწითლე(მოითხოვს ინფუზიის შეწყვეტას)
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
იშვიათად: კუნთების სპაზმი
დარღვევები თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
იშვიათი: მწვავე თირკმლის უკმარისობა, ურემია, შრატოვანი კრეატინინის დონის მომატება.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
გაძლიერებული ოფლიანობა, სიწითლე, შეშუპება, ტკივილი შეყვანის ადგილას.
იშვიათი: ვენების მწვავე ანთება

გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატის შეყვანის სიჩქარის შემცირებისას ან ინფუზიის დროებით შეწყვეტისას.

თუ გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე ხდება სერიოზული ან თქვენ შეამჩნევთ სხვას, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანარში, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება ნანიპრუსი
ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა. 
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 
არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ნანიპრუსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო საშუალება. 
ეს ზომები ხელს შეუწყობს  გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნანიპრუსი
თითოეული ამპულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:  ნატრიუმის ნიტროპრუსიდი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი 61,7 მგ გადაანგარიშებით ნატრიუმის ციტრატი უწყლო (54,15 მგ).
გამხსნელი: საინექციო წყალი 5 მლ 
 
როგორ გამოიყურება ნანიპრუსი და რას შეიცავს შეფუთვა
ფხვნილი და გამხსნელი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
სიანფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი:
არაფორმირებული ტაბლეტ უხეში უჯროვანი სტრუქტურით ან მსხვილმარცვლოვანი ფხვნილი მოყავისფრო შეფერილობის ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერ ფერამდე.
გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.
პირველადი შეფუთვა (ამპულა)
ნანიპრუსის სიანფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი 30 მგ
10 მლ მოცულობის ამპულები მუქი შუშისგან, ამპულის გახსნის ადგილის მონიშვნით( ფერადი წერტილი/ რგოლი).
გამხსნელი (სტერილიზებული წყალი ინექციისთვის)
მეორეული შეფუთვა
1 ამპულა ფხვნილით საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და 1 ამპულა გამხსნელით შავი პოლიეთილენის პარკთან ერთად( პრეპარატის შუქისგან დასაცავად) და ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.