მომედერმი / Momederm


შემადგენლობა

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ. 
1 გ
მომეტაზონის ფუროატი. . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰექსილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლის მონოპალმიტოსტეარატი, სტეარილის სპირტი, ცეტეარეტი-20, ალუმინის ოკტენილსუქცინატი სახამებლიდან, ტიტანის დიოქსიდი, ფუტკრის თეთრი ცვილი, პარაფინი თეთრი რბილი, ფოსფორის მჟავა, გამოხდილი წყალი. 
მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.
1 გ
მომეტაზონის ფუროატი . . . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერება: პროპილენ გლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, ლანოლინის სპირტი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, ვაზელინის ზეთი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ვაზელინი.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 0.1%: პოლიპროპილენის ფლაკონში 20 მლ.
1 მლ
მომეტაზონის ფუროატი . . . . . . . . . 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ფოსფორმჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდი. პრეპარატი დაიტანება კანის ზედაპირზე განსაზღვრული კანის დაავადებებით გამოწვეული სიწითლის და ქავილის შესამცირებლად

ჩვენებები
კრემი: გამოიყენება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, რაც გამოწვეულია კანის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფსორიაზი და დერმატიტი. 
მალამო: გამოიყენება ხანმოკლე ადგილობრივი თერაპიისთვის ქავილით მიმდინარე ანთებითი დერმატოზების დროს (მაგ. ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი), რომლებიც რეაგირებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიაზე.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: გამოიყენება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად, რომლებიც გამოწვეულია თავის თმიანი ნაწილის დამაზიანებელი კანის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ფსორიაზი და დერმატიტი.

მიღების წესები და დოზები
მომედერმის მალამო, კრემი და ხსნარი გამოიყენება ზუსტად ექიმის დამიშნულების შეასაბამისად. პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
მომედერმის მალამო და კრემი
მოზრდილები: მალამოს ან კრემის მცირე რაოდენობა დაიტანება კანის დაზიანებულ ნაწილებზე დღეში ერთხელ. მალამო არ გამოიყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (ჰაერგაუმტარი ნახვევი). Mმკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 კვირას (სახის კანზე არ აღემატება 5 დღეს). ბავშვები: 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები - გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, კანის პატარა მონაკვეთზე, დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. ბავშვებში გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და არ შეიძლება მისი გამოყენება სახის კანზე.
მომედერმის კრემის ან მალამოს გამოყენების წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ და გაიშრეთ კანი და ხელები. კრემის მცირე რაოდენობა თხელი ფენით დაიტანეთ კანის დაზიანებულ ნაწილზე და უშუალოდ მის გარშემო. ფრთხილად შეიზილეთ. 
თავი აარიდეთ მომედერმის კრემის ან მალამოს თვალში მოხვედრას. 
ბავშვები: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. 
გამოტოვებული დოზის შემთხვევაში: თუ თქვენ დაგავიწყდათ მალამოს გამოყენება, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ შეიძლება ისარგებლოთ ორმაგი დოზით. თუ დაგავიწყდათ კრემის წასმა საჭირო დროს, წაისვით ის გახსენებისთანავე, შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.
თუ იყენებდით კრემს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკვეთრად კრემის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი შეიძლება გაწითლდეს და აღინიშნოს ქავილი და წვა. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა გაესაუბროთ მკურნალ ექიმს, რომელიც თანდათან შეამცირებს კრემის გამოყენების სიხშირეს მთლიანად შეწყვეტამდე. 
მოდერმის ხსნარი
ბავშვებში და მოზრდილებში: მომედერმის ხსნარის რამდენიმე წვეთი ფრთხილად უნდა შეიზილოთ თავის თმიანი ნაწილის დაზიანებულ არეში დღეში ერთხელ. 
მომედერმის ხსნარის გამოყენებისას ყოველთვის დაიცავით მოცემული ინსტრუქცია. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თავის თმიან ნაწილზე. ნუ გამოიყენებთ მას სხეულის სხვა ნაწილებზე.
ნუ გამოიყენებთ ლოსიონის ჭარბ რაოდენობას სხეულის დიდ ზედაპირზე ხანგრძლივი დროის მანძილზე (მაგალითად, ყოველ დღე რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე). 
თავი აარიდეთ ლოსიონის თვალში მოხვედრას. 
ბავშვები: პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. 
მომედერმის ხსნარის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებისას: მომედერმის ლოსიონის საჭიროზე უფრო ხშირად გამოყენებისას ან სხეულის დიდ ფართობზე გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ზოგიერთი ჰორმონის დონის შეცვლა. 
თუ დაგავიწყდათ ლოსიონის წასმა საჭირო დროს, წაისვით ის გახსენებისთანავე. შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ.
თუ იყენებდით ხსნარს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და თავის თმიან ნაწილზე კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მკვეთრად არ უნდა შეწყვიტოთ ლოსიონის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი თავის თმიან ნაწილზე შეიძლება გაწითლდეს და აღინიშნოს ქავილი და წვა. ამის თავიდან ასარიდებლად, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, რომელიც თანდათან შეამცირებს ხსნარის გამოყენების სიხშირეს მის მთლიანად შეწყვეტამდე.

გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, მომედერმის გამოყენების შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 
დარღვევები კანის მხრივ: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, აკნე, კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია , სტრიების წარმოქმნა, დეპიგმენტაცია ან კანის ფერის შეცვლა, ჭარბთმიანობა, თმის ფოლიკულის ანთება, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. 
ზოგადი დარღვევები: შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის შექცევადი შემცირება, დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება და ბავშვებში ზრდის შეფერხება.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა მომეტაზონის ფუროატის ან სხვა კორტიკოსტეროიდების მიმართ, ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- კანის ბაქტერიული, ვირუსული (მაგ. ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი, შემომსარტყველი ლიქენი) და სოკოვანი (მაგ. საფუარა და დერმატოფიტები) ინფექციები;
- კანის ტუბერკულოზი, სიფილისური დაზიანება;
- მარტივი და ვარდისფერი ფერიმჭამელები;
- პერიორალური დარმატიტი;
- ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი;
- ქავილისას ანალურ და სასქესო ორგანოების მიდამოებში ; 
- ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდების შთანთქმა კანიდან;
- საფენით გამოწვეული დარმატიტი;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
თუ პრაპარატის მიღებას თან ახლავს კანის გაღიზიანების, ან ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ქავილი, წვა, სიწითლე), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მომართეთ ექიმს.
მოერიდეთ პრეპარატის კონტაქტს ლორწოვან გარსთან, არ გამოიყენოთ თვალში და მის გარშემო.
სიფრთხილით გამოიყენეთ პრეპარატი კანქვეშა ქსოვილის ატროფიისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ხნის განმავლობაში. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას.
თავი აარიდეთ პრეპარატის გამოყენებას სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე, დაზიანებული კანის ზედაპირზე დიდი რაოდენობით გამოყენებას, ასევე ბავშვებში გამოყენებას. 
მომედერმის გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი ეფექტების რისკთან, მათ შორის ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის ფუნქციების დარღვევასთან (კუშინგის სინდრომის, შარდში შაქრის მაღალი დონის, სისხლში გლუკოზის მაღალი დონის, შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიის, იმუნიტეტის დაქვეითების ჩათვლით). განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რადგან არსებობს კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების დიდი რისკი.
კორტიკოსტეროიდულმა მკურნალობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.
იღლიის ფოსოს და საზარდულის არეში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის დანიშნულების მიხედვით.
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში, რადგან ფსორიაზის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზი და სისტემური გვერდითი მოვლენები, რაც გამოწვეულია მიჩვევის განვითარებით, და კანის დისფუნქციით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში მომედერმი გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მომედერმი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში. მომედერმით მკურნალობის დროს, ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. ბავშვებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, დაუშვებელია კანის იმ მონაკვეთთან კონტაქტი, რომელზეც დატანილია პრეპარატი, მკერდის ჩათვლით.

განსაკუთრებული მითითებები
მომედერმის კრემის შემადგენლობაში შედის სტეარილის სპირტი, რომელსაც შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). 
მომედერმის მალამოს შემადგენლობაში შედის ცეტოსტეარილის სპირტი, რომელსაც შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
პროპილენ გლიკოლის შემცველობის გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმების მომსახურება: მომედერმი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ხანგრძლივად ან კანის დიდ ზედაპირზე გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში შაქრის დონის მომატება, გლუკოზურია, იმუნიტეტის დაქვეითება, მძიმე შემთხვევებში კუშინგის დაავადება.
ქრონიკული ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ექიმი თანდათან მოგიხსნით, ან დაგინიშნავთ უფრო სუსტ გლუკოკორტიკოსტეროიდს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
მომედერმის მალამომ შეიძლება შეცვალოს იმუნომასტიმულირებელი და იმუნოდეპრესიული საშუალებების ეფექტი (გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე).
მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა ჩაიტაროს ჩუტყვავილას აცრა ან სხვა სახის იმუნიზაცია, რადგან ეს დაკავშირებულია იმუნური პასუხის დაქვეითების რისკთან ადექვატური ანტისხეულების წარმოქმნის ფორმით (აცრა შესაძლოა არ იყოს ეფექტური).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.