Nuk
მემოვიტი B12 / Memovit B12

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: MITIM S.r.i. Via Cacciamali
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: 40მგ/500მკგ 10გ პერორალურად მისაღები სიროფი ფლაკონში + 60მგ L-გლუტამინი ხუფ-დოზატორში, ფლაკონი №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თავის ტვინის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა:
1 ფლაკონის შემადგენლობაში შედის:
DL-ფოსფოსერინი................................40 მგ
ციანოკობალამინი..............................50 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი 70%, ჟოლოს არომატიზატორი, მეთილ P-ოქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი. 
ხუფი-დოზატორი შეიცავს 60 მგ L-გლუტამინს. 
დამხმარე ნივთიერება: მანიტოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მემოვიტი B12 წარმოადგენს სამი სუბსტანციის კომპლექსს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმზე, ახასიათებს ნეიროტონული და ნეიროტროპული მოქმედება.

ჩვენებები
ინტელექტუალური გადაღლის მდგომარეობა მადის დაკარგვით, ასთენია, ადვილად დაღლა. 

დოზირების რეჟიმი:
ერთი ფლაკონი დღეში, უმჯობესია მიიღოთ დილას უზმოზე. მოხსენით თავსახური, მოაძრეთ “ენა” და დააწექით ხუფს სანამ ფხვნილი არ მოხვდება ფლაკონში. შემდეგ შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულად გახსნამდე, მიღებული ხსნარი ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ წყალი სასურველი ოდენობით.

უკუჩვენებები:
ინდივიდუალურად მგრძნობელობის მომატება კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
თუმცა პრეპარატი შეიცავს ციანოკობალამინს (ვიტამინი B12), ის არ ანაცვლებს ციანოკობალამინის პერორალურად მიღებას ავთვისებიანი ანემიის მკურნალობის დროს. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი აგზნება და უძილობა. ამიტომ მისი მიღება რეკომენდებული არ არის საღამოს. 

დამატებითი მითითება:  
- პროდუქტი შეიცავს 10.5 გ სორბიტოლს. რეკომენდებული ფოსოლოგიის შესაბამისად მიღებისას, ყოველი დოზის მიღებისას ხდება 1.75 გ სორბიტოლის მიღება. ზოგიერთი შაქრის გენეტიკური აუტანლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს;
- ასევე შენელებულია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

გამოშვების ფორმა:
მემოვიტი დასალევი ფლაკონები 10 მლ ფლაკონი ხუფი-დოზატორით #10.

შენახვის პირობები და ვადა: 
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. 
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.