მასიჟენი ენერგია / Massigen Energy


გამოშვების ფორმა
ხსნარი 10 მლ ფლაკონი ლიოფილური ფხვნილით №14
გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ ,  ბიოლოგურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა

(რაოდენობა 1 ფლაკონში)

მოქმედება

ლიოფილიზებული ფუტკრის რძე

15,0 მგ

აწესრიგებს  ნივთიერებათა ცვლას, ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, არეგულირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს ლიპიდების ცვლას

კოენზიმ Q 10

20,0 მგ

ძლიერი ანტიოქსიდანტი - მონაწილეობს ქსოვილოვან  სუნთქვაში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში, იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ- ჟანგვითი პროცესებისგან, აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

 

გუარანას მშრალი ექსტრაქტი

20,0 მგ

გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება. არეგულირებს ლიპიდების ცვლას, აინჰიბირებს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებად გარდაქმნას

ელეუტეროკოკის თხევადი ექსტრაქტი

1,5 გ

გააჩნია მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება. აქვს ჰიპოგლიკემიური მოქმედება

შტოშის წვენი

1,0 გ

ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. განაპირობებს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას

ვიტამინი C

80,0 მგ

უზრუნველყოფენ ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესებს, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას.

განაპირობებენ იმუნური, რეპროდუქციული, ენდოკრინული, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას

ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP)

16,0 მგ

პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5)

6,0 მგ

ვიტამინი E

4,8 მგ

ვიტამინი B6

1,4 მგ

ვიტამინი B1

1,1 მგ

ვიტამინი B2

1,4 მგ

ვიტამინი B12

1,0 მკგ

ბიოტინი

50,0 მკგ

ფოლის მჟავა

100,0 მკგ


ფარმაკოლოგიური თვისებები

მაღალეფექტური გამაჯანსაღებელი, ადაპტოგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება განპირობებულია ფუტკრის რძის (სამეფო ჟელე), ელეუტეროკოკის, გუარანას, კოენზიმ Q 10-ს, ვიტამინების C, E, B - ს შემადგენლობით. ანთოციანებით და C ვიტამინით მდიდარი შტოშის წვენი ხელს აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ჩვენება
• ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან; 
• გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა; 
• კლიმაქტერული პერიოდი ქალებში; 
• პოტენციის დაქვეითება ან იმპოტენცია მამაკაცებში;
• სექსუალური ასთენია და უნაყოფობა; 
• სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
• მკაცრი დიეტის პერიოდი, დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
• სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება;
• გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ; 
• ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში; 
• სტრესის შედეგების პროფილაქტიკისთვის; 
• ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი პათოლოგიების, თვალის, კანის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას; 
• ეპიდემიებისა და პანდემიების პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება
12 წლიდან:
1 ფლაკონი დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. 
სასურველია პრეპარატი მიღებული იქნას დილით. 
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.
-   დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში:
- შეანჯღრიეთ ფლაკონი შიგთავსის სრულ გახსნამდე (≈ 15 წამის განმავლობაში)
- მოხსენით თავსახური და მიიღეთ ფლაკონის შემცველობა პერორალურად

გვერდითი მოვლენები
გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვს გარდამავალი ხასიათი. ძალიან იშვიათად ალერგიული რექციები: კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.
გვერდითი მოვლენების გამოვლინებისთანავე უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ მიიღება ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში. 

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მოშორებით