Nuk
მარასლავინი / MARASLAVIN


შემადგენლობა 
შემადგენელი ნაწილები გ/10 მლ-ში:
სამკურნალო ნივთიერებები:  
აბზინდას ღერო (Artemisia pontica L.)                                                          4,196;
ქონდრის ღერო (Satureja hortensis L.)                                                            0,728;
მიხაკის ხე, ბუტონები (Syzygium aromaticum (L.) Merr.et L.M. Perry )       3,646; 
შავი წიწაკის ნაყოფი (Piper nigrum L.)                                                         1,199;
ზინგიბერის ფესვი (Zingiber officinale Roscoe)                                              4, 196. 
დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი. 

სამკურნალო ფორმა
ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 
მღვრიე ხსნარი. შენახვისას ჩნდება ნალექი. ფერი – მოწითალო-მოყავისფრო; გემო – მწკლარტი-მომჟავო  და სპეციფიური სუნი. 

გამოყენების ჩვენება
როდის შეიძლება მარასლავინის გამოყენება?
დამტკიცებული ქრონიკული პაროდონტიტის ყველა ფორმა;
პაროდონტალური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა;
პოსტოპერაციულ პერიოდში პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობის ჩატარების შემდეგ. 

უკუჩვენებები
- პროდუქტის დანიშვნა უკუნაჩვენებია პროდუქტის ცალკე  კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შესახებ მონაცემების არსებობისას. 
- მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის პაციენტებში აქტიური აბსცესით და ჩირქიანი ექსუდაციის არსებობისას.
- მისი თვითნებური გამოყენება არ არის რეკომენდირებული ძვლოვანი სტრუქტურის დამტკიცებულ დაკარგვისას სიღრმეში პათოლოგიურად შეცვლილ პაროდონტალურ ქსოვილებზე ზემოქმედების შეუძლებლობის გამო. 

გაფრთხილებები 
გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით ორგანული მჟავების შემცველობის გამო, ხსნარი ახდენს სუსტ მადემინერალიზებელ მოქმედებას კბილის მყარ ქსოვილებზე და მისი რეკომენდირება არ შეიძლება კარიესის და კბილების არარეზისტენტური რიგის დროს. 
თუ მკურნალი ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ტარდება კბილების საერთო სანაცია ორთოპედიული მეთოდებით. ავადმყოფისათვის რეკომენდირებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები და A და ჩ ვიტამინების დამატებითი მიღება. მკურნალობის დროს აკრძალულია მწვავე და გამაღიზიანებელი საკვების მიღება (ნიორი, ხახვი, თხილი და სხვა), არ შეიძლება კბილები გახეხვა კბილის ჯაგრისით და პასტით ან პირში გამოსავლები მადეზინფიცირებელი სითხეების გამოყენება. პირში გამოივლებენ გრილ წყალს დილას ან საღამოთი. თავი უნდა ავარიდოთ მზეზე დიდხანს ყოფნას. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:  
არ არის დადგენილი. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არსებობს სისტემატური კვლევები პრეპარატის ზემოქმედებისა ორსულობის დროს ნაყოფზე და ძუძუთი კვებისას, ამიტომ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე 
არ არსებობს მონაცემები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარის დარღვევის შესახებ, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. 

გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები:
ადგილობრივი გამოყენებისათვის, ამ დროს მკურნალი ექიმი დაწყების წინ ატარებს კბილების მთელი რიგის სრულ მექანიკურ კაუზალურ თერაპიას, რომელიც მოიცავს ღრძილზედა და ღრძილქვედა კბილის ქვის და ბალთას მოცილებას, გაპრიალებას და კიურეტაჟს ლამბოს გარეშე პაროდონტალური ჯიბეების სიღრმისას 5,5 მმ-მდე.  კორეგირდება იატრიგენული ფაქტორებიც, ჩვენებების მიხედვით ხდება შერჩევითი გაქლიბვა არსებული ტრავმული ოკლუზიის მოსაშორებლად. რეკომენდირებულია უიმედო კბილის ამოღება.  პროდუქტის დოზირება ხდება 10-15 მლ პირის ღრუს გამოვლებისათვის 2-3 თვის განმავლობაში ინტერვალებით. თვეში უნდა ჩატარდეს არანაკლებ 17-20 სეანსი. აქტიური მკურნალობის დასრულების შემდეგ ტარდება შემანარჩუნებელი ტერაპია საკონტროლო გამოკვლევებით ყოველ 5-6 თვეში. ბოლო დათვალიერება ხორციელდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ. 
ბავშვები: 
ბავშთა ასაკში პროდუქტის არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდირებული არ არის.  
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

გვერდითი რეაქციები   
რა გვერდითი რეაქციებია შესაძლებელი მარასლავინის გამოყენების დროს?
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.   
ყველა არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების შესახებ, ამ ჩანართ ფურცელში არ აღწერილების ჩათვლით, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის მკურნალ ექიმს.  

ჭარბი დოზირება 
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული გართულებები ჯერ არ არის დადგენილი. 

შენახვის პირობები 
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. 
არ გაყინოთ!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. 
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნიდან: 1 თვე. 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 
ხსნარის 100 მლ დოზირდება მუქ ყავისფერ შუშის ფლაკონებში ან მუქ ყავისფერ პეტ ფლაკონებში 125 მლ ტევადობით. მუქი ყავისფერი შუშის ფლაკონები იხუფება ალუმინის ან პოლიეთილენის ”პილფერ პრუფი”-ს ტიპის ხუფებით.  მუქი ყავისფერი პეტ ფლაკონები პოლიეთილენის და ”პილფერ პრუფი”-ს ტიპის ხუფებით. 
თითოეული ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს ყუთში. 

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი)
სად შევიძინოთ?