Nuk
მაგნიუმის სულფატი 25 გრ. / Magnesii sulfas


შემადგენლობა

მაგნიუმის სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
საფაღარათო და ნაღვლმდენი საშუალება, ასევე სპაზმოლიზური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება. ახასიათებს ანტიარითმიული, სედატიური მოქმედება.

ჩვენებები
ყაბზობა, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნარვლის ბუშტის დისკინეზია, კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას. მძიმე მეტალებით მოწამლვისას (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ბარიუმი).

მიღების წესები და დოზები
მიიღება უზმოზე ან ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, მოზრდილთათვის 10-30გ გახსნილი 1/2 ჭიქა წყალში, ბავშვებისათვის ასაკის მიხედვით 1გ 1 წელზე. ქრონიკული ყაბზობის დროს გამოიყენება ოყნის სახით 100 მლ 20-30% ხსნარი.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, კუწ-ნაწლავის დაავადებათა გამწვავება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი სპაზმური ხასიათის, წყურვილი, ჰიპერმაგნიემიის სიმპტომი.

უკუჩვენება
აპენდიციტი, რექტალური სისხლდენა, ნაწლავური გაუვალობა, დეჰიდრატაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა პრეპარატი მიიღება სიფრთხილით, ექიმთან კონსულტაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალონელი შედეგი უფრო მაღალია ვიდრე ნაყოფთან დაკავშირებული რისკი. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებისას უნდა შეწყდეს ბავშვის კვება ძუძუთი.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული საჭესთან დაჯდომისა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დაწყების წინ.

გამოყენების თავისებურებები: პრეპარატი მიიღება ფრთხილად გულის ბლოკადის, მიოკარდის დავადების, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის, სუნთქვის სისტემის დაავადების, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების დროს და ორსულობისას.

ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირებისას ვლინდება გულისრევა, ღებინება, სუნთქვის დაქვეითება. მაგნიუმის სულფატის ჰიპერდოზირებისას ანტიდოტად გამოიყენება კალციუმის ქლორიდი ან გლუკონატი. მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის და მიორელაქსანტების ერთდროულად მიღებისას ძლიერდება პერიფერიული მიორელაქსანტების მოქმედება. 
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად იკლებს მათი მოქმედება იმდენად, რამდენადაც მცირდება მათი აბსორბცია კუწ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიფედიპინთან ერთდროულად მიღებისას შეინიშნება გამოხატული კუნთოვანი სისუსტე.
მცირდება ასევე ანტიკოაგულანტების ეფექტი, საგულე გლიკოზიდების და ფენოთიაზინების (განსაკუთრებით ქლორპრომაზინის). მცირდება ციპროფლოქსაცინის, სტრეპტომიცინის და ტობრამიცინის ეფექტი. 
ფარმაცევტულად შეუთავსებელია Ca 2+ პრეპარატებთან (გამოიყოფა ნალექი), ეთანოლთან (მაღალ კონცენტრაციაში), კარბონატებთან, ჰიდროკარბონატებთან და ტუტე მეტალების ფოსფატებთან. ასევე შეუთავსებელია დარიშხანის მჟავას მარილებთან, ბარიუმთან, სტრონციუმთან, პოლიმიქსინის სულფატთან, პროკაინის ჰიდროქლორიდთან, სალიცილიტებთან და ტარტრატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?