Nuk
მაგნეროტი / Magnerot


 

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი 500 მგ; (მაგნიუმი-32.8 მგ)

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური - 2.50 მგ, კროსკარმელოზა ნატრიუმი -10.00 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 67,50 მგ, სიმინდის სახამებელი - 22.50 მგ, პოვიდონი K-30 - 30.00 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი - 50,00 მგ, ნატრიუმის ციკლამატი - 1.50 მგ, ტალკი -18.75 მგ, მაგნიუმის სტეარატი -1.63 მგ.

აღწერა

თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ორივე მხარეს დახრილი კიდეებით და ღარით ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაგნიუმის პრეპარატი.

ფარმაკოდინამიკა

მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესის უზრუნველსაყოფად, ის მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვანი აგზნების პროცესში, თრგუნავს  ნერვ-კუნთოვან გადაცემას. განსაკუთრებულ ინტერესს მაგნიუმი წარმოადგენს როგორც  კალციუმის  ბუნებრივი ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვადობის ფუნქციის რეგულირებაში. სტრესულ სიტუაციებში გამოიყოფა თავისუფალი იონიზებული მაგნიუმის  მომატებული რაოდენობა, რასთან დაკავშირებითაც, მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესის მიმართ რესიტენტობის გაზრდას. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ნეირომუსკულარულ დარღვევებს (მომატებული მოტორული და სენსორული აგზნებადობა, კრუნჩხვა, პარესთეზიები), ფსიქოლოგიურ ცვლილებებს (დეპრესიის მდგომარეობა, ცნობიერების აბნევა და ჰალუცინაციები), გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ტაქიკარდიები, მომატებული მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდების მიმართ). ორსულობის პერიოდში მაგნიუმის დეფიციტი ზრდის ტოქსიკოზისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობას. ოროტის მჟავების მარილები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში. გარდა ამისა, ოროტის მჟავების მარილები აუცილებელია უჯრედებში ატფ-ზე მაგნიუმის ფიქსაციისათვის, და მისი მოქმედების გამოვლინებისათვის.

ფარმაკოკინეტიკა

 შეიწოვება მიღებული დოზის დაახლოებით 35-40%. ჰიპომაგნიემია ასტიმულირებს მაგნიუმის იონების შეწოვას. ოროტის მჟავების მარილების არსებობა ხელს უწყობს შეწოვის გაუმჯობესებას. მაგნიუმი გამოიყოფა თირკმელებით, გამოყოფა მცირდება მაგნიუმის დეფიციტის დროს და იზრდება მისი სიჭარბისას.

გამოყენების ჩვენებები

კომპლექსურ მკურნალობაში, და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის, სტენოკარდიის,  გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის არითმიების, რომლებიც გამოწვეულია მაგნიუმის დეფიციტით, სპასტიური მდგომარეობების - კუნთების ტკივილი და სპაზმები, (ანგიოსპაზმის ჩათვლით), ათეროსკლეროზის, არტერიიტის, ლიპიდური ცვლის დარღვევის თერაპიისათვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კალციუმ-მაგნიუმ-ამონიუმის ფოსფატური კენჭების წარმოქმნისადმი  მიდრეკილება, ღვიძლის ციროზი ასციტით.

 პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

გამოყენება  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისას და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში ჩვენებების შესაბამისად, რადგანაც ამ პერიოდებში მაგნიუმის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება. თუ მისი შემცველობა არ არის დაბალანსებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის, ორსულობის ვადამდე ვერ მიტანა. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვის მიმართ პოტენციურ რისკს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ტაბლეტები უნდა იქნას  მიღებული პერორალურად, ჭამის წინ, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით.  ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-3 -ჯერ ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 4-6 კვირა. აუცილებლობისას  შესაძლებელია მაგნეროტის® გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ღამით წვივის კუნთების კრუნჩხვის დროს რეკომენდებულია საღამოს 2-3 ტაბლეტის მიღება.

გვერდითი მოქმედება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არამდგრადი განავალი და დიარეა, რომლებიც, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას; ალერგიული რეაქციები.

თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტები გაღრმავდება, ან თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სხვა გვერდითი ეფექტებს, რომლებიც არ არიან მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს, მაგნიუმის მიღება არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს. მაგნიუმით მოწამვლა შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობის დროს. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია მაგნიუმის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში. სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება, ანურიული სინდრომი.

მკურნალობა: რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის დროს აუცილებელია ჰემოდელიზი ან პერიტონეული დიალიზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მაგნიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას რკინის, ნატრიუმის ფტორიდის და ტეტრაციკლინების პრეპარატებთან ერთად, ამ უკანასკნელთა აბსორბცია შეიძლება შემცირდეს. ამიტომაც, პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს 2-3 საათიანი ინტერვალებით. პერორალური კონტრაცეპტივები, დიურეტიკები, მიორელაქსენტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინსულინი ამცირებენ პრეპარატის ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა საქმიანობების  უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

მაგნეროტი® შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უნდა გათვალისწინებული იქნას,  რომ მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოსუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებმა, მაგნიუმის შემცირებული შემცველობის მქონე საკვები პროდუქტების მოხმარებამ, სპორტით დაკავებამ (მომატებული ოფლიანობის გამო); ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა (თირკმლის მილაკებში მაგნიუმის რეზორბციის დაქვეითებისა და ორგანიზმიდან მაგნიუმის იონების გამოყოფის გაძლიერების გამო); გარკვეული სამკურნალო საშუალებების მიღებამ (საგულე გლიკოზიდები, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, პერორალური კონტრაცეპტივები, დიურეტიკები, საფაღარათოები, გლუკოკორტიკოსტეროიდები); მდგომარეობებმა, რომლებიც მოითხოვენ მაგნიუმის მომატებულ მოხმარებას (ჰიპოდინამია, სტრესი, ორსულობა და ლაქტაცია); მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები 500 მგ.

10 ტაბლეტი პვქ / პვდქ გარსისა და ალუმინის ფოლგის  ბლისტერში

2 ან 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან  ერთად მუყაოს პაკეტში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს +25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი

 არ გამოიყენოთ ვარგისიანობის  ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?