Nuk
ლუნიზოლი-სანოველი / Lunizol-sanovel


შემადგენლობა 

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 150მგ-ს. 
დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი ბის-ტრიაზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებაა, იგი შერჩევითად აინჰიბირებს ფერმენტს, რომელიც აუცილებელია ერგოსტეროლის სინთეზისათვის სოკოს უჯრედში. In vitro და In vivo ფლუკონაზოლის აქტივობა მკვეთრად განსხვავებულია. 
პერორალურად მიღებისას იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90 % -ს. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0,5 - 1,5 საათში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 2,37 მგ/ლ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4-5 დღეში. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. ფლუკონაზოლის რაოდენობა ნერწყვში, ლორწოში, პერიტონეულ სითხეში, საშოს ქსოვილში, ფრჩხილებსა და ვეზიკულურ სითხეებში უტოლდება მის რაოდენობას პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტებისას ფლუკონაზოლის შემცველობა ცერებრო -სპინალურ სითხეში შეადგენს პლაზმაში მისი რაოდენობის 80%-ს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მცირეა (12%). მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს, რაც იძლევა მისი ერთჯერადი გამოყენების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზების დროს. 
პრეპარატის 80%-ი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
მწვავე და რეციდიული ვაგინალური კანდიდოზები.

მიღების წესები და დოზები
ვაგინალური კანდიდოზი: რეკომენდებულია პრეპარატის 150მგ ერთჯერადი მიღება (ერთდღიანი თერაპია). 
ფლუკონაზოლის უმეტესი ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, ამიტომ თირკმლის დაზიანების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში, დიარეა. იშვიათად აღინიშნება გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი.

უკუჩვენება
ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ცხოველებში მხოლოდ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებისას აღინიშნებოდა მისი ტოქსიკური მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოზები აღემატებოდა რეკომენდებულს, ორსულებში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (ორსულთა C კატეგორია).
ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის. 
ცნობები ფლუკონაზოლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 16 წლამდე ბავშვებში არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტიმიკოზური მკურნალობა აუცილებელია, ხოლო ალტერნატიული საშუალება არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. რადგანაც ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდში, გაძლიერებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის ელიმინაციას. 3 საათიანი ჰემოდიალიზის კურსი დაახლოვებით 50% -ით ამცირებს პრეპარატის შემცველობას პლაზმაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის ერთჯერადი დოზით 150მგ გამოყენებისას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას მნიშვნელოვნად იმატებს პროთრომბინის დრო. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით განისაზღვროს ანტიკოაგულანტების დოზა, როდესაც ფლუკონაზოლი ინიშნება კუმარინის ტიპის პრეპარატებთან ერთად. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილურაცილების ნახევრადგამოყოფის პერიოდს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების განვითარების შესაძლებლობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30°C), მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით
პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

სად შევიძინოთ?