ლომექსინი / LOMEXIN ®


შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ ან 600 მგ ფენტიკონაზოლის ნიტრატს;
დამხმარე ნივთიერებები (200 მგ კაფსულები): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი;
დამხმარე ნივთიერებები (600 მგ-იანი კაფსულები): თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების, კანდიდას გვარის, საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზების მიმართ.

ჩვენებები
ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების კანდიდოზი (ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, თეთრდაშლა).

მიღების წესები და დოზები
კაფსულა თავსდება საშოში ღრმად წოლით მდგომარეობაში, ძილის წინ, ერთჯერადად. მკურნალობის კურსი - 3 დღე, თუ სიმპტომები კვლავ რჩება, 3 დღე-ღამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის გამოყენება. განმეორებითი ინფეცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა წაისვას ლომექსინის კრემი სასქეზო ორგანოზე და მის ირგვლივ.

გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.