ლიზიგამა ® / Lisigamma ®


შემადგენლობა

ლიზინოპრილი 5 მგ
აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილ დიჰიდრატი 5,445 მგ, შეესაბამება 5 მგ ლიზინოპრილ ანჰიდრიდს
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი 22 მგ, კალციუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული დიჰიდრატი 61,38 მგ, სიმინდის სახამებელი 16,5 მგ, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 3,3 მგ, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური 0,55 მგ, მაგნიუმის სტეარატი 0,825 მგ.

ლიზინოპრილი 10 მგ
აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილ დიჰიდრატი 10,89 მგ, შეესაბამება 10 მგ ლიზინოპრილ ანჰიდრიდს
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი 44 მგ, კალციუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული დიჰიდრატი 122,76 მგ, სიმინდის სახამებელი 33 მგ, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 6,6 მგ, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური 1,1 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,65 მგ. 

ლიზინოპრილი 20 მგ
აქტიური ნივთიერებები: ლიზინოპრილ დიჰიდრატი 21,78 მგ, შეესაბამება 20 მგ ლიზინოპრილ ანჰიდრიდს
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი 44 მგ, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი 111,87, სიმინდის სახამებელი 33 მგ, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 6,6 მგ, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური 1,1 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,65 მგ.

აღწერილობა: თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები ნაჭდევით ერთ მხარეს და მარკირებით “5” ან “10” ან “20” მეორე მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამფ ინჰიბიტორი ამცირებს ანგიოტენზინ I-საგან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ანგიოტენზინ II-ის შემცველობის შემცირება ალდოსტერონის გამოყოფის პირდაპირ შემცირებას იწვევს. ამცირებს ბრადიკინინის დეგრადაციას და ზრის პროსტაგლანდინების სინთეზს. აქვეითებს საერთო პერიფერულ სისხლძარღვოვან წინაღობას, არტერიულ წნევას, პრედატვირთვას, წნევას ფილტვის კაპილარებში, პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით იწვევს სისხლის წუთმოცულობის მომატებას და დატვირთვების მიმართ მიოკარდიუმის ტოლერანტობის გაზრდას. აფართოვებს არტერიებს უფრო მეტად ვიდრე ვენებს. ზოგიერთი ეფექტი ქსოვილოვან რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ზემოქმედებით არის განპირობებული. ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის არტერიების კედლების ჰიპერტროფია. აუმჯობესებს იშემიზირებული მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას.
ამფ ინჰიბიტორები ახანგრძლივებენ სიცოცხლისუნარიანობას პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ანელებენ მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პროგრესირებას პაციენტებში, რომლებმაც მიოკარდიუმის ინფარქტი გულის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებების გარეშე. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი იწყება დაახლოებით 6 საათის შემდეგ და 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ეფექტის ხანგრძლივობა ასევე დოზაზეა დამოკიდებული. დაწყების დრო – 1 საათის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი 6-7 საათის შემდეგ ვლინდება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან პირველ დღეებში აღინიშნება, სტაბილური მოქმედება 1-2 თვის შემდეგ ვითარდება. პრეპარატის უეცარი მოხსნისას არტერიული წნევის გამოხატული მომატება არ აღინიშნებოდა. 
არტერიული წნევია დაქვეითების გარდა ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას. პაციენტებში ჰიპერგლიკემიით ხელს უწყობს დაზიანებული გლომერულური ენდოთელიუმის ფუნქციის ნორმალიზაციას. 
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ლიზინოპრილი ზეგავლენას არ ახდენს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე და ჰიპოგლიკემიის შემთხვევების გახშირებას არ იწვევს.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ლიზინოპრილის დაახლოებით 25% შეიწოვება. საკვების მიღება პრეპარატის აბსორბციაზე ზეგავლენას არ ახდენს. აბსორბცია საშუალოდ 30%-ს შეადგენს. ბიოამთვისებლობა – 29%. 
განაწილება: თითქმის არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (90 ნგ/მლ) მიიღწევა 7 საათის შემდეგ. ჰემატოენცეფალური და პლაცენტარულ ბარიერში განვლადობა დაბალია.
მეტაბოლიზმი: ორგანიზმში ლიზინოპრილი ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის.
გამოყოფა: გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით. ნახევრად დაშლის პერიოდი 12 საათს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში
პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით ლიზინოპრილის კლირენსი შემცირებულია.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ლიზინოპრილის კონცენტრაცია რამდენიმეჯერ უფრო დიდია, ვიდრე კონცენტრაცია მოხალისეების სისხლის პლაზმაში, ამასთანავე აღინიშნება სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროისა და ნახერად დაშლის პერიოდის გაზრდა. ხანდაზმული პაციენტების სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია და AUC 2- ჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპიაში ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში), გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც სათითურას პრეპარატებს და/ან შარდმდენებს ღებულობენ), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ადრეული მკურნალობა (პირველი 24 საათის განმავლობაში ჰემოდინამიკის სტაბილური მაჩვენებლებით ამ მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკისათვის), დიაბეტური ნეფროპათია (ალბუმინურიის დაქვეითება ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევით და ინსულინდამოუკიდებელ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით).

მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. არტერიული ჰიპერტენზიის დროს პაციენტებში, რომლებიც სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებს არ ღებულობენ, ინიშნება 5 მგ დღეში ერთხელ. ეფექტის არარსებობისას დოზა იზრდება ყოველ 2-3 დღეში 5 მგ-ით საშუალო თერაპიულ დოზამდე 20-40 მგ/დღეში (დღეში 40 მგ-ზე მეტი დოზა ჩვეულებრივ არტერიული წნევის შემდგომ დაქვეითებას არ იწვევს). ჩვეული დღიური შემანარჩუნებელი დოზა – 20 მგ. მაქსიმალური დღიური დოზა – 40 მგ.
სრული ეფექტი ვითარდება ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ, რაც გასათვალისწინებელი დოზის მომატებისას. არასათანადო კლინიკური ეფექტის დროს შესაძლებელია პრეპარატის სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინირება.
თუ პაციენტი შარდმდენებით მკურნალობდა, მაშინ ასეთი პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს ლიზიგამას გამოყენებამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს შეუძლბელია, მაშინ ლიზაიგამას საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს დღეში. ამ შემთხვევაში პირველი დოზის მიღების შემდეგ რეკომენდებულია სამედიცინო კონტროლი მომდევნო საათების განმავლობაში (მოქმედების მაქსიმუმი დაახლოებით 6 საათის შემდეგ მიიღწევა), ვინაიდან შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება.
რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ან რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მომატებული აქტივობის სხვა მდგომარეობების დროს მიზანშეოწნილია დაბალი საწყისი დოზის დანიშვნა 2,5-5 მგ დღეში, გაძლიერებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ (არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციისა და სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი). მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში, ვინაიდან ლიზინოპრილი თირკმლებით გამოიყოფა, თირკმლის უკმარისობის დროს, საწყისი დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით დგინდება, შემდეგ რეაქციის შესაბამისად დგინდება შემანარჩუნებელი დოზა თირკმლების ფუნქციის, სისხლის შრატში კალიუმისა და ნატრიუმის დონეების ხშირი კონტროლის პირობებში.

კრეატინინის კლირენსი მლ/წთსაწყისი დოზა მგ/დღეში
30-705-10
10-302,5-5
< 10 2,5


(იმ ავადმყოფების ჩათვლით, რომელთაც ჰემოდიალიზი ჩაუტარდათ).
მყარი არტერიული ჰიპერტენზიის დროს ნაჩვენებია ხანგრძლილვი შემანარჩუნებელი თერაპია 10-15 მგ/დღეში.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს – ინიშნება 2,5 მგ დღეში ერთხელ, დოზის შემდგომი მომატებით 2,5 მგ-ით 3-5 დღის შემდეგ ჩვეულ შემანარჩუნებელ დღიურ დოზამდე 5-20 მგ. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში ხშირად აღინიშნება უფრო გამოხატული ხანგრძლივი ჰიპოტენზიური მოქმედება, რაც დაკავშირებული ლიზინოპრილი გამოყოფის სიჩქარის შემცირებასათან (რეკომენდებულია 2,5 მგ-ით დაწყება).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) 
პირველ დღეებში – 5 მგ პერორალურად, შემდეგ 5 მგ ერთი დღის შემდეგ, 10 მგ ორი დღის შემდეგ, ხოლო შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი პრეპარატი გამოიყენება არა ნაკლებ 6 კვირის განმავლობაში. 
მკურნალობის დასაწყისში ან პირველი 3 დღის განმავლობაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან, პაციენტებში დაბალი სისტოლური არტერიული წნევით (120 mmHg და დაბალი) ინიშნება მცირე დოზა – 2,5 მგ. არტერიული წნევის დაქვეითების დროს (სისტოლური არტერიული წნევა ≤ 100 mmHg), დღიური დოზა 5 მგ, საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება დროებით შემცირდეს 2,5 მგ-მდე. არტერიული წნევის ხანგრძლივად დაქვეითების შემთხვევაში (სისტოლური არტერიული წნევა < 90 mmHg 1 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში), ლიზიგამათი მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დიაბეტური ნეფროპათია
პაციენტებში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით გამოიყენება 10 მგ ლიზიგამა დღეში ერთხელ. მჯდომარე მდგომარეობაში 75 მმHგ-ზე ნაკლები მაჩვენებლების დიასტოლური არტერიული წნევის მიღწევის მიზნით დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში ერთხელ. პაციენტებში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით დოზირება ასეთივეა, მჯდომარე მდგომარეობაში 90 mmHg- ზე ნაკლები მაჩვენებლების დიასტოლური არტერიული წნევის მიღწევის მიზნით.

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: თავბრუ, თავის ტკივილი (პაციენტები 5-6%-ში), სისუსტე, ფაღარათი, მშრალი ხველა (3%), გულისრევა, ღებინება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კანზე გამონაყარი, ტკივილი გულმკერდში (1-3%).
სხვა გვერდითი მოვლენები (სიხშირე < 1%):
იმუნური სისტემის მხრივ: (0,1%) ანგიონევროზული შეშუპება (სახე, ტუჩები, ენა, ხახა, ქვედა და ზედა კიდურები).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, გულის რითმის დარღვევა, გახშირებული გულისცემა. 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ადვილად დაღლილობა, ძილიანობა, კიდეურების კუნთებისა და ტუჩების კრუნჩხვები.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: შესაძლებელია ლიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ხანგრძლივი მკურნალობისას – ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, ერითროციტოპენია. 
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, აზოტემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერბილირუბინემია, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, განსაკუთრებით ანამნეზში თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და რენოვასკულარული ჰიპერტენზიის არსებობისას.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1%-ზე ნაკლები):
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ტაქიკარდია; მიოკარდიუმის ინფარქტი; ცერებროვასკულარული ინსულტი პაციენტებში დაავადებების მომატებული რისკით, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების გამო.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსია, გემოს შეცვლა, ტკივილი მუცელში, პანკრეატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტის. 
კანის საფარის მხრივ: ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, ალოპეცია. 
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის დარღვეა, ოლიგურია, ანურიამ თირკმლის მწვავე უკმარისობა. ურემია, პროტეინურია.
იმუნური სისტემის მხრივ: ედს-ის აჩქარების მომცველი სინდრომი, ართრალგია და ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოვლენა. 
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენიური სინდრომი, გუნება-განწყობილების ლაბილობა, ცნობიერების დაბინდვა, პოტენციია დაქვეითება.
სხვა: მიალგია, ცხელება, ნაყოფის განვითარების დარღვევა.

უკუჩვენება
ლიზინოპრილის ან სხვა ამფ ინჰიბიტორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მათ შორის ამფ ინჰიბიტორებით გამოწვეული, ქვინკეს მემკვიდრეობითი შეშუპება, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილით:
თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლების ტრასპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, თირკმლის უკმარისობა, აზოტემია, ჰიპერკალიემია, აორტის კარის სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, არტერიული ჰიპოტენზია, ცერებროვასკულარული დაავადებები (მათ შორის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა), გულის იშემიური დაავადება, კორონარული უკმარისობა, ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვა; დიეტა ნატრიუმის შეზღუდვით; ჰიპოვოლემიური მდგომარეობა (მათ შორის ფაღარათი და ღებინების შედეგად); ხანდაზმული ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ლიზინოპრილის გამოყენება უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგენისას პრეპარატის მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს. ორსულობის II და III ტრიმესტრებში ამფ ინჰიბიტორების გამოყენება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნაყოფზე (შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალას ჰიპოპლაზია, საშვილოსნოსშიდა სიკვდილი). ორსულობის პირველ ტრიმესტრში გამოყენების შემთხვევაში ნაყოფზე პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ახალშობილებსა და მეძუძურ ბავშევბზე, რომელთა დედები ორსულობის დროს ამფ ინჰიბიტროებს ღებულობდნენ, აუცილებელია სათანადო დაკვირვება არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების, ოლიგურიისა და ჰიპერკალიემიის დროულად გამოსავლენად.
ლიზინოპრილი აღწევს პლაცენტაში. დედის რძეში ლიზინოპრილი გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს. პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
სიმპტომატური ჰიპოტენზია
ყველაზე ხშირად არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება ვითარდება სითხის მოცულობის შემცირებისას, რაც გამოწვეულია შარდმდენებით მკურნალობით, საკვებში მარილის შემცირებით, დიალიზით, ღებინებით ან ფაღარათით. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით თირკმლის თანმხლები უკმარისობით ან მის გარეშე, შესაძლებელია არტერიული ნწვის დაქვეითება. ის ყველაზე ხშირად გამოვლინდება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე სტადიით, როგორც შარდმდენების დიდი დოზების გამოყენების, ჰიპონატრიემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შედეგი. ასეთ პაციენტებში ლიზიგამათი მკურნალობა იწყება ექიმის მკაცრი კონტროლი ქვეშ (პრეპარატისა და შარდმდენების დოზების შერჩევა სიფრხილით ხდება). 
მსგავსი წესები უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, ცერებროვასკულარული უკმარისობით, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. 
პრეპარატის შემდეგი დოზის მიღებისათვის ტრანზიტორული ჰიპოტენზიური რეაქცია უკუჩვენებად არ ითვლება. 
ლიზიგამას გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში გულის ქრონიკული უკმარისობით, მაგრამ ნორმალური ან დაქვეითებული არტერიული წნევით შეიძლება აღინიშნებოდეს არტერიული წნევის დაქვეითება, რაც ჩვეულებრივ მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს არ წარმოადგენს.
ლიზიგამათი მკურნალობის დაწყებამდე, შეძლებისდაგვარად აუცილებელია ნატრიუმის კონცენტრაციის ნორმალიზება და/ან სითხის დაკარგული მოცულობის აღდგენა, პაციენტზე ლიზიგამას საწყისი დოზის მოქმედების სათანადო კონტროლი.
თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში (განსაკუთრებით ორმხრივი სტენოზის დროს, ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის არსებობისას), ასევე ნატრიუმის და/ან სითხის დეფიციტის შედეგად სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას, ლიზიგამას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ შეუქცევადია.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისას 
ნაჩვენებია სტანდარტული თერაპიის გამოყენება (თრომბოლიტები, აცეტილ სალიცილის მჟავა, ბეტა-ადრენობლოკატორები). ლიზიგამას გამოყენება ასევე შესაძლებელია ერთდროულად ინტრავენურ ან ნიტროგლიცერინის თერაპიული ტრანსდერმალური სისტემების გამოყენებასთან ერთად.
ქირურგიული ოპერაცია.ზოგადი ანესთეზია 
დიდი ქირურგიული ჩარევების დროს, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც არტერიული წნევის დაქვეითებას იწვევენ, აბლოკირებს რა ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ლიზინოპრილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი გამოხატული დაქვეითება.
ხანდაზმულ პაციენტებში იგივე დოზა იწვევს სისხლში პრეპარატის უფრო მაღალ კონცენტრაციებს, ამიტომ დოზის დადგენისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
ვინაიდან შეუძლებელია აგრანულოციტოზის განვითარების პოტენციური რისკის გამორიცხვა, აუცილებელია სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. პოლიაკრილ-ნიტრილ-მემბრანით დიაზლისი პირობებში პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი, ამიტომ რეკომენდებულია დიალიზისათვის ან სხვა ტიპის მემბრანის ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დანიშვნა.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ლიზინოპრილის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლებელია თავბრუს განვითარება, ამიტომ სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები (ვითარდება ერთჯერადი 50 მგ მიღებისას): არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, პირში სიმშრალე, ძილიანობა, შარდვის შეკავება, შეკრულობა, შფოთვა, მომატებული გაღიზიანებადობა.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია, სითხის ვენაში შეყვანა, არტერიული წნევის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა კონტროლი და უკანასკნელის ნორმალიზაცია.
ლიზინოპრილის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სიფრთხილეა საჭირო ლიზიგამას ერთობლივი გამოყენებისას შემდეგ პრეპარატებთან:
- კალიშემნახველი შარდმდენები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმი, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები (იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს, ამიტომ მათი ერთობლივი დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის ინდივიდუალური გადწყვეტილების საფუძველზე სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლის პირობებში). 
სიფრთხილით გამოიყენება: შარდმდენებთან: შარმდენების დამატებითი შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც ლიზინოპრილს ღებულობენ, როგორც ესი, ვითრდება ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი – არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების რიკსი;
- სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (ადიტიური ეფექტი);
- არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ინდომეტაცინი და სხვ.), ესტროგენებთან, ასევე ადრენოსტიმულატორებთან – ლიზინოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაქვეითება;
- ლითიუმთან (ლითიუმის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს, ამიტომ აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი);
- ანტაციდებთან და კოლესტირამინთან – მცირდება კუჭ-ნაწლავში შეწოვა.
ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას.
შარდმდენებით მკურნალობისას ლიზინოპრილი ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს +25oC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.