Nuk
ლინკასი პლუსი / LINKUS PLUS


აღწერა:

ლინკასი პლუსი შემუშავებულია ყოველი ინგრედიენტის კვლევის შედეგად, რაც ახდენს სამკურნალო ზემოქმედებას სხვადასხვა ეთიოლოგიის პროდუქტიული ხველისას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები შედგებიან მხოლოდ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტიდან და არ შეიცავს სინთეთიკურ ქიმიურ ნივთიერებებს.

ლინკასი პლუსი ეს არის ოპტიმალური დაბალანსებული და ეფექტური პრეპარატი, რომელიც შედგება კარგად შერჩეული მცენარეებისგან, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პროდუქტიული ხველისას

ლინკასი პლუსი - ეს არის სხვადასხვა ეთიოლოგიის პროდუქტიული ხველის სამკურნალო პრეპარატი,რომელიც მოიცავს ხველას პლევმონიისას, ბრონქიტისას, სინუსიტისას, ტუბერკულიოზისას, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისას (ასთმა,ქრონიკული ბრონქიტი, ,,მწეველის“ ხველა -და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებებისას).

ლინკასი პლუსს აქვს ტკბილი და სასიამოვნო გემო, ფართოდ გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

შემადგენლობა

ყოვეკი 10 მლ ექსტრაქტი შეიცავს : solanum xanthocarpum 30მგ. Adhatoda vasica 70მგ,glycyrrhiza glabra 15მგ,ocimun basilicum 30მგ, cordia latifolia 10 მგ, piper longum 10მგ , altaea officinalis 15 მგ ,  lilicium verum 50მგ,

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, უწყლო ლიმონმჟავა, ამონიუმის ქლორიდი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, პროპილენგლიკოლი, ევკალიპტის ზეთი, მწარე პიტნის ზეთი, არომატიზატორი  „საღეჭი რეზინი“ 

აქტიური ნივთიერებების ძირითადი თვისებები

Solanum xanthocarpum

ამოსახველებელი, ანტიმიკოზური,სიცხის დამწევი,

Adhatoda vasica

ამოსახველებელი,ბრონქოლიზური, მუკოლიზური,სიცხის ადამწევი,

glycyrrhiza glabra

ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო

ocimun basilicum

ამოსახველებელი, შეგუბების საწინააღმდეგო

cordia latifolia

მუკოლიზური,სეკრეტის საწინააღმდეგო

piper longum

ამოსახველებელი, მუკოლიზური

altaea officinalis

ბრონქოლიზური,ხველეს საწინააღმდეგო

lilicium verum

მუკოლიზური, ბრონქოლიზური,სიცხის დამწევი

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი, ხველის საწინააღმდეგო, შეგუბების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლინკასი პუსს გააჩნია ამოსახველებელი, მუკოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას, ამცირებს ანთებას და ახდებს შემამსუბუქებელ მოქმედებას.

ლინკასი პლუსის ბიოაქტიური კომპონენტები ქმნიან თხელ დამცავ ფენას რესპირაქტორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე და ხელს უწყობს სეკრეტის გამოდევნას ხანგრძლივი დროის განმავლობაში,ამასთანავე ახდენს დამამშვიდებელ; ზემოქმედებას პროდუქტიული ხველისას.

ლინკასი პლუსი ხელს უწყობს თავისუფალ სუნთქვას, ახდენს ბრონქოსპაზმოლიზურ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ლინკასი პლუსი ახდენს ადგილობრივ ანტისეპტიკურ ეფექტს ყელის და ბრონქების ლორწოვან გარსზე. ამგვარად ის იცავს მათ პათოგენური ბაქტერიებისაგან და მათი მოქმედებისაგან, როგორც ადგილობრივი ანტისეპტიკი.

გამოყენების ჩვენებები

შემდეგი დაავადებების დროს გამოვლენილი მკერდისმიერი შეგუბების და პროდუქციული ხველის სამკურნალოდ:
ბრონქიტი, პლევმონია , ასთმა და ტუბერკულიოზი
გაციება, ალერგიული რეაქციები და „ მწეველის“ ხველა
ედა სასუნთქი  გზების ინფექციები (ლარინგო ფარინგიტი,სინუსიტი,ტრაქეიტი და ანგინა).

 

დოზირება

უფროსები 1 სადილის კოვზი (10მლ) 3ჯერ დღეში

ბავშვები (6-დან 18 წლამდე); 1 ჩაის კოვზი (5მლ) 3 ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი ეფექტები

არ არის გამოვლენილი, მაგრამ მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდიალური  მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

განსაკუთრენული მითითებები:

სიროფი შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის დაავადებულმა პაციენტებმა, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არის რეკომედიებული ერთდროულად მიღება სხვა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ასევე იმ სამკურნალო საშუალებებთან რომლებიც ახდენენ სეკრეტის წარმოქმნის შემცირებას.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირება არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა:

ქარვისფერი ფლაკონი 120მლ მოცულობით , დახუფული პლასტმასის თავსახურით

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

ვარგისიამობის ვადა:

3 წელი, არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობიუს ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.