Nuk
ლინკას ორვი / Linkus orvi


ლინკას ორვი მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების   ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით. 

საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგაც, როგორიცაა გრიპი.

ლინკას ორვი გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.

ლინკას ორვი - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ლინკას ორვი - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფთა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ლინკას ორვი არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელია მისი გამოყენება უფროსებში და ბავშვებში.

 

ლინკას ორვის  შემადგენლობა:

komponenti

raodenoba

Salix alba

750.00 მგ

Adhatoda vasica

300.00 მგ

Glycyrrhiza glabra

550.00 მგ

Viola odorata

100.00 მგ

Valeriana officinalis

100.00 მგ

Foeniculum vulgare

 75.00 მგ

Eucalyptus globules

 35.00 მგ

Thea sinensis (Cinuri Cais foTlebi)

125.00 მგ



ლინკას ორვის  შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

Salix alba

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზინფიცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს

Adhatoda vasica

შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის  ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

Glycyrrhiza glabra

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

Viola odorata

არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

Valeriana officinalis

არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს  თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას

Foeniculum vulgare

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

Eucalyptus globules

ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.

Thea sinensis (Cinuri Cais foTlebi)

იწვევს კომფორტულობის და გამოცოცხლების შეგრძნებას მასტიმულირებელი ეფექტის შედეგად      


გამოყენების ჩვენებები:

ყელის გაღიზიანება

ხველა

გრიპი

ცხვირის შეგუბება

ცხელება

გაციება

თავისა და ფიზიკური ტკივილები

 

გამოყენების ინსტრუქცია

პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

 

დოზირება:

ერთი პაკეტი 2-3 ჯერ დღეში.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

 

გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები მოსალონდელია პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ლინკას ორვის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

ჭარბი დოზირება

არ არის ცნობილი

 

გამოშვების ფორმა:

პაკეტები; ყოველი კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

 

შენახვის ვადა:

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. 

 

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

 ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?