Nuk
ლინაქვა / Linakva


ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის 

„ლინაქვა“

 

იზოტონური კონცენტრაცია ტუ 9398-001-64260974-2015 მიხედვით

 

ლინაქვა ბები, იუნიდოზები (ტუბი-საწვეთურები).

ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება

სამედიცინო მოწყობილობის აღწერილობა და შემადგენლობა

ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „ლინაქვა ბები“ (შემდგომში - საშუალება), გამჭვირველე უფერო სითხე სუნის გარეშე მარილის სუსტი გემოთი.

იზოტონური ნატურალური სტერილური ზღვის წყალი ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) 9 გ/ლ შემცველობით, ოსმოლარობის მაჩვენებლით 200-400 მოსმ/კგ.

შეიცავს ზღვის წყლის ყველა აქტიურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს: K, Mg, Na, Ca, Cl, Se, I, Zn, Cu, Fe და სხვ.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების სფერო

გამოყენების სფერო - ოტორინოლარინგოლოგია. საშუალება განკუთვნილია ლორ-დაავადებების პროფილაქტიკისთვის და კომპლექსურ მკურნალობაში გამოყენებისთვის 0 წლიდან ბავშვებში, ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის ლორწოვანას გამორეცხვის მეშვეობით. 

სამედიცინო მოწყობილობის თვისებები

ახდენს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ მოქმედებას, ხსნის გაღიზიანებას.

კარგად რეცხავს ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის ყველა ნაწილს, და ამით აქტიურად ასუფთვებს მათ ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, ალერგენებისგან, ქერქისგან, ლორწოსგან, მტვრის ნაწილაკებისგან. 

ინარჩუნებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს. 

ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის აღდგენას. 

ზრდის ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე დატანილი სამკურნალო საშუალებების თერაპიულ ეფექტურობას და ამცირებს რესპირატორული დაავადებების ხანგრძლივობას. ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს ცხვირის მიმდებარე წიაღბსა და ყურის ღრუში. 

აჩქარებს ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის პროცესებს, ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირის მიმდებარე წიაღებში ოპერაციების შემდგომი გართულებების განვითარების რისკს. 

სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ჩვენებები

ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალების „ლინაქვა ბები“-ს იუნიდოზების გამოყენება შეიძლება ბავშვებში 0 წლიდან:

- ბავშვის ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისა და დატენიანებისთვის სიცოცხლის პირველი დღეებიდან;

- ყოველდღიური გამოყენებისთვის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცისა და გრიპის ეპიდემიის პერიოდში;

- ყოველდღიური გამოყენებისთვის არასასურველი გარემოს პირობებში, კერძოდ ცხოვრება მკაცრი კლიმატის პირობებში, კონდიცირებული ჰაერის და/ან ცენტრალური გათბობის მქონე შენობაში ყოფნა, დაბინძურებული ჰაერის (მტვრის, საღებავის და ა.შ.) ზემოქმედება;

- ყოველდღიური გამოყენებისთვის ბავშვის ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული ანთებითი (ინფექციური, ალერგიული, ატროფიული) დაავადებების პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობის სახით;

- მწვავე და ქრონიკული რინიტები;

- მწვავე და ქრონიკული სინუსიტები;

- მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტები;

- ალერგიული და ატროფიული რინიტები;

- ცხვირის ლორწოვანას მოსამზადებლად სამკურნალო საშუალებების გამოყენებისთვის.

სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების უკუჩვენებები

- გამოსარეცხი საშუალების კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;

- ცხვირის სრული შეგუბება;

- მწვავე ოტიტი და ქრონიკული ოტიტის გამწვავება.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისას

გამოყენებამდე დაათვალიერეთ შეფუთვა და საშუალება. შეფუთვისა და იუნიდოზის დაზიანების შემთხვევაში საშუალება არ გამოიყენოთ. მოერიდეთ საშუალების თვალებში მოხვედრას.

შესაძლო გვერდითი მოქმედებები სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისას

გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად საშუალების გამოყენებისას გვერდითი მოქმედებები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან

შეთავსებადია ინტრანაზალური გამოყენების ყველა საშუალებასთან და ფიზიოთერაპიულ პროცედურასთან. 

გამოყენების დოზირება

კომპლექსური მკურნალობისას: 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 4-ჯერ. ძლიერი სურდოს დროს: თითოეული ნესტოს გამორეცხვა დღეში 4-ჯერ.

პროფილაქტიკა და ყოველდღიური ჰიგიენა: ცხვირის ღრუს გამორეცხვა 2-3-ჯერ დღეში.

საშუალების გამოყენების ხანგრძლივობა და ჯერადობა შეზღუდული არ არის.

გამორეცხვის მეთოდიკა

ერთი იუნიდოზა მოაშორეთ დანარჩენს.

 

გახსენით თავსახურის მოტრიალებით.

 

ცხვირის გამორეცხვა ხდება ნახევრად დაწოლილ მდგომარეობაში.

ბავშვის თავის გვერდზე მოაბრუნეთ.

ხსნარი ჩააწვეთეთ ზევით მყოფ ნესტოში, იუნიდოზაზე მსუბუქი დაჭერით.

ბავშვი დასვით და დაეხმარეთ ცხვირის დაცლაში. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.

პროცედურა ჩაატარეთ მეორე ნესტოსთვის.

 

გამოყენებული იუნიდოზა გადააგდეთ.

 

თუ ხსნარი დაგრჩათ, იუნიდოზას დაახურეთ თავზე თავსახურზე მსუბუქი დაჭერით, გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 12 საათის განმავლობაში. 

 

განსაკუთრებული მითითებები

საშუალების გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

საშუალება არ განეკუთვნება ადამიანის ფსიქომოტორულ მდგომარეობაზე მოქმედების უნარის მქონე მოწყობილობებს. 

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან აღნიშნული არ არის. ინტრანაზალური შეყვანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება შეიძლება. ამ შემთხვევაში ცხვირის ღრუ პირველ რიგში გამოირეცხება საშუალებით ლინაქვა ბები.

 

გამოშვების ფორმა

სტერილური პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის იუნიდოზები (ტუბი-საწვეთურები) 2 მლ მოცულობით.

 

შენახვის პირობები

ინახება +100C-დან +300C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.

მოწყობილობა არ დაუქვემდებაროთ თბოდამუშავებას.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

 

 

სამედიცინო მოწყობილობების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

ბავშვებისათვის ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალების „ლინაქვა ბები“ იუნიდოზების გამოშვება ხდება ტუ 9398-001-64260974-2015 მიხედვით საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დაცვით. 

იუნიდოზები, ნომინალური მოცულობით 2 მლ (±5%), დამზადებულია მასალისგან: Pureli (რუ #ფსზ 2010/07119 04.06.2010), Eltex MED (რუ #რზნ 2013/1013 12.08.2013) გოსტი 16337-77, Bormed (რუ #ფსზ 2012/11753 19.03.2012) მარკის პოლიეთილენი ან პოლიპროპილენი.

პაციენტზე ბიოლოგიური ზემოქმედებით გამოყენებადი მასალა აკმაყოფილებს გოსტი რ 52770 მოთხოვნებსა და გოსტი ISO 10993 სერიის სტანდარტებს. საშუალება ბიოლოგიურად უსაფრთხოა.

საშუალება სტერილურია. სტერილიზაცია ხორციელდება ასეპტიკური წარმოების მეთოდების გამოყენებით გოსტი ისო 13408-2-2007 (მასტერილიზებელი ფილტრაცია) მიხედვით.

მოწყობილობის მასა* სამომხმარებლო შეფუთვაში, (±10%);

მოწყობილობის მასა 30 იუნიდოზა - 105 გ.

* მასა მითითებულია სამედიცინო მოწყობილობის შეფუთვაში მოთავსებული გამოყენების ინსტრუქციისა და გარე კოლოფის მასის გათვალისწინების გარეშე.

მოთხოვნები სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისა და ექსპლუატაციის მიმართ

საშუალება განკუთვნილია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებსა და სახლის პირობებში გამოსაყენებლად.

საშუალება განეკუთვნება ინდივიდუალური მოხმარების მოწყობილობებს. ამ საშუალებით სახლის პირობებში პროცედურების ჩატარება არ საჭიროებს  სპეციალურ მომზადებასა და სპეციალურ უნარებს.

საგარანტიო ვალდებულებები

ეს მოწყობილობა შემუშავებულია, დამზადებულია, გამოცდილია და შეფუთულია ყველა შესაბამისი მოთხოვნის დაცვით.

მწარმოებელი იძლევა სამედიცინო მოწყობილობის ხარისხის გარანტიას მისი ვარგისობის ვადის გასვლამდე, იმ პირობით, რომ მისი შეფუთვა დაზიანებული არ არის და დაცულია შენახვის პირობები.

ტრანსპორტირების პირობები

ყვველა სახეობის დახურული ტრანსპორტით ტრანსპორტის თითოეული სახეობაზე მოქმედი ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისად, +100C-დან +300C-მდე ტემპერატურაზე. დაიცავით გახურებისგან.

უტილიზებისა და განადგურების განხორციელების წესი

საშიშროების ხარისხის მიხედვით საშუალება განეკუთვნება A კლასს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ნარჩენებს სანპინ.2.1.7.2790-2010 მიხედვით და უტილიზებას ექვემდებარება როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

სად შევიძინოთ?