Nuk
ლემუდორი / LEMUDOR


შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
6-ბრომ-5-ჰიდროქსი-1-მეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-2-ფენილთიომეთილინდოლ-3-კარბონმჟავას ეთილის ეთერის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი – Opadry II 85 F თეთრი. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლემუდორი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას იმუნომოდულატორული მოქმედებით, ხასიათდება აქტიურობით A და B გრიპის ვირუსების, ასევე სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს ვირუსის რეპროდუქციის ადრეულ სტადიებზე, უჯრედში ვირუსის შეღწევის ეტაპზე. ვირუსის ჰემაგლუტინინთან ურთიერთქმედების ხარჯზე აინჰიბირებს ვირუსის ლიპიდური გარსის ვირუს-სპეციფიკურ შერწყმის პროცესს უჯრედის მემბრანასთან, ზრდის ჰემაგლუტინინის მდგრადობას კონფორმაციული ცვლილებებისადმი. პრეპარატს გააჩნია ინტერფერონინდუცირებადი აქტიურობა, აძლიერებს მაკროფაგების ფაგოციტარულ ფუნქციას. ამცირებს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული გართულებების განვითარების სიხშირეს, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევებს. 
ვირუსული ინფექციების დროს თერაპიული ეფექტურობა ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის, დაავადების კლინიკური გამოვლინებებისა და ხანგრძლივობის შემცირებაში. 
ლემუდორი განეკუთვნება ნაკლებად ტოქსიკურ პრეპარატთა რიცხვს (DL50 > 4 გ/კგ). რეკომენდებულ დოზებში პერორალური გამოყენებისას არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 0.05 გ დოზის მიღების შემდეგ 1.2 სთ-ში, 1.0 გ დოზის მიღების შემდეგ – 1.5 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 17-21 სთ-ს. პრეპარატის დაახლოებით 40% გამოიყოფა უცვლელი სახით:
ფეკალიებთან (38.9%) და შარდთან (0.12%) ერთად. პირველი დღე-ღამის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.

ჩვენებები
• A და B გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მათ შორის გართულებულები) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში;
• მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

მიღების წესები და დოზები
ლემუდორი მიიღება პერორალურად, საკვების მიღების წინ.
არასპეციფიკური პროფილაქტიკის მიზნით:
გრიპით და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტის დროს: 6-დან 12-წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – 200 მგ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში. 
გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ეპიდემიის დროს, ქრონიკული ბრონქიტის და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის გამწვავებების პროფილაქტიკის მიზნით: 6-დან 12 წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – 200 მგ კვირაში ორჯერ სამი კვირის განმავლობაში.
მკურნალობის მიზნით:
გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებების გარეშე: 
6-დან 12 წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – 200 მგ 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ) 3-5 დღის განმავლობაში. 
გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციები, გართულებული ბრონქიტით, პნევმონიით: 6-დან 12 წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – 200 მგ 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში, შემდეგ – ერთჯერადი დოზა კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული ბრონქიტისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში: 6-დან 12 წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – 200 მგ 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ – ერთჯერადი დოზა კვირაში 2-ჯერ 4 კვირის განმავლობაში. 
მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში 6-დან 12 წლამდე – 100 მგ, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში – 200 მგ 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; 2 წლამდე ასაკი ბავშვებში. 
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს უარყოფითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და შეიძლება გამოყენებული იქნას პირებში სხვადასხვა პროფესიით, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და მოძრაობის კოორდინაციას (მძღოლები, ოპერატორები და ა.შ.).

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის სიჩქარეზე, მისი გამოყენება შეიძლება რეკომენდებული დოზებით ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა მიიღო პრეპარატის ძალიან დიდი დოზა (სადღეღამისო დოზაზე მეტი), აუცილებელია ექიმთან მიმართვა. მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).

სად შევიძინოთ?