Nuk
ლეკროლინი / Lecrolyn


წამლის ფორმა: თვალის წვეთები
შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი - 20 მგ, 40 მგ
ინერტული შემავსებლები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, პოლივინილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.

გამოშვების ფორმა:
ხსნარი (თვალის წვეთები) 5 ან 10 მლ ტევადობის თეთრ პლასტმასის საწვეთურიან ფლაკონში (დაბალი სიმკრივის პოლიეთილენი). ფლაკონები დახუფულია პლასტიკური საცობით - საწვეთურით (მაღალი სიმკრივის პოლიეთილენი) დახრახნილი ხუფით.
ყოველი ფლაკონი შეფუთულია მუყაოს ყუთში პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიალერგიული საშუალება; ახდენს მემბრანების მასტაბილიზირებელ მოქმედებას, აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის სუბსტანციის ნელი რეაგირებით) და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. აღნიშნული სამკურნალო საშუალება მეტად ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენების დროს.
ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
 
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია თვალის ლორწოვანი გარსიდან უმნიშვნელოა. სისტემური ბიოშეღწევადობა - 0,1% - ზე ნაკლებია. ნახევარგამოყოფის პერიოდი - 5-10 წუთი.
 
მიღების ჩვენება:
- ალერგიული კონიუნქტივიტები;
- ალერგიული კერატიტები;
- კერატოკონიუნქტივიტები;
- თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გამოწვეული ალერგიული რეაქციებით (გარემოს ფაქტორები, პროფესიონალური მავნე ფაქტორები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარის მტვერი და შინაური ცხოველების ბეწვი). 

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
 
 მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და 4 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
ლეკროლინი ® 20 მგ / მლ:
1-2 წვეთი ყოველ კონიუქტივალურ პარკში დღე–ღამეში 4 - ჯერ.
ლეკროლინი ® 40 მგ / მლ:
1-2 წვეთი ყოველ კონიუქტივალურ პარკში დღე - ღამეში 2 - ჯერ.

ბავშვთა ასაკი 4 წლამდე:
მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ, ანუ პროფილაქტიკურად მცენარის მტვერის გაჩენამდე. მკურნალობა გრძელდება ყვავილობის მთელი სეზონის განმავლობაში და მას შემდეგაც თუ სიმპტომები ისევ რჩება. 

გვერდითი ეფექტები:
ადგილობრივი გამოყენების დროს ნატრიუმის კრომოგლიკატს ახასიათებს კარგი ამტანობა და თვალის გაღიზიანების სიმპტომები იშვიათია. 
ზოგადი (> 1/100):  წვის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივი გაღიზიანება და მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა.
ძალიან იშვიათი: (> 1/10000): ალერგიული რეაქციები.
  
დოზის გადაჭარბება:
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ნატრიუმის კრომოგლიკატის ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა ძალიან მცირეა. მისი ადგილობრივად გამოყენებისას დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლინება ნაკლებად მოსალოდნელია. თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა მაინც აღინიშნება, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
 
ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:
დღემდე ნატრიუმის კრომოგლიკატის არასასურველი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნებოდა.
 
განსაკუთრებული მითითებები
კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ლეკროლინი® კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას მიზანშეწონილი არ არის. თვალის წვეთების ინსტილაციის წინ, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის გამოყენებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

გავლენა  მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პაციენტებისათვის, რომლებსაც პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ აღენიშნებათ  მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, რეკომენდებული არ არის მანქანის ტარება ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ მოწყობილობასთან, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს თვალის წვეთების გამოყენებისთანავე.
ფლაკონი უნდა დაიხუროს ყოველი გამოყენების შემდეგ. ნუ შეეხებით თვალს ფლაკონს პიპეტის წვერით.
 
ვარგისიანობის  ვადა:
სამი წელი. გამოიყენეთ ფლაკონი პირველი გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე  მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვის პირობების მიმართ:
შეინახეთ +15 - +25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტის გარეშე
სად შევიძინოთ?