Nuk
ლარიფანი ლარინგო - თაფლით და ნივრით / Larifan laryngo

  • მწარმოებელი კომპანია: ლარიფანი
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ლარიფანი ლარინგო - თაფლით და დანაყული გამომშრალი ნივრით

- ლარიფანი - ორსპირალური რნმ - ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება,  იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.

- თაფლი - ასტიმულირებს მეტაბოლიზმის პროცესებს, გამოხატული აქვს  ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედება, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, არბილებს ლორწოვან გარსს, ასტიმულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

- ნიორი - ფართოდ გამოიყენება ვირუსული დაავადებების დროს. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით – ალიცინით. ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს. ნიორი ასტიმულირებს იმუნიტეტს, ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რაც მასში შემავალი ფიტონციდების დამსახურებაა. ამავე დროს ნიორში შემავალი ალიცინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს სისხლში თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დნმ–ის დაზიანება და კიბოს დაავადების პროვოცირება შეუძლია.

 

ლარიფან ლარინგო - უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი - საწუწნი აბების სახით

- ანტივირუსული მოქმედება

- ანტიმიკრობული მოქმედება

- მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

- აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს

- ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

 

ჩვენებები:

- ყელის ტკივილი

- გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)

- გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება

- პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები

ლარიფანი ლარინგოს გამოყენების წესი:

ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.

 

უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.