Nuk
კსივოზანი / Ksivozan


 

1. რა არის და რისთვის გამოიყენება კსივოზანი

კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით);

ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება,სიწითლე და წვა).

დაელაპარაკეთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესადან უარესად გრძნობთ თავს 3 დღის შემდეგ.

 

2. რაც უნდა იცოდეთ კსივოზანის მიღებამდე

არ მიიღოთ კსივოზანი:

თუ ხართ ალერგიული ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდისსხვა ანტიჰისტამინური საშუალებების ან ამ პრეპატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე - 6-ე ნაწილში);

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაზიანება (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

 გაესაუბრეთ თქვენს ექიმსთუ თქვენი შარდის ბუშტს ვერ იცლება სათანადოდ ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამოკსივოზანის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებშირადგანაც მოცემული გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა მედიკამენტები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსთუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

კსივოზანი საკვებთანსასმელთან და ალკოჰოლთან ერთად.

- დაიცავით სიფრთხილე კსივოზანთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეთუმცა რაცემული ცეტირიზინის კვლევებმა არ აჩვენა ალკოჰოლის გაძლიერებული ეფექტი 

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტა  წყლის დაყოლებით, საკვები არ მოქმედებს მის მიღებაზე. საკვები არ მოქმედებს ლევოციტერიზინის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა აბსორბციის სიჩქარე ოდნავ ნელდება.

ორსულობაძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთრომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენასამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგმა პაციენტმარომლებიც ღებულობს კსივოზანსშეიძლება იგრძნოს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენიათუ აპირებთ მანქანის მართვასპოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავებას ან მექანიზმებთან მუშაობას, რეკომენდებულია დაელოდოთრათა დაადგინოთ სამკურნალო საშუალებაზე თქვენი რეაგირებაჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენარომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას სიფხიზლეზერეაქციებზე და მანქანის მართვის უნარზე.

კსივოზანი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას  

თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართმოცემული პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

3. როგორ მიიღება  კსივოზანის ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისეროგორც აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში ან როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმათუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა  გარსით დაფარული 5 მგ-იანი  ტაბლეტი დღეში.

თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში დოზის შემცირება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.  

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში  დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზა  თირკმელების დაავადების სიმძიმის შესაბამისად.

თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 გარსით დაფარული 5 მგ-იანი  ტაბლეტი დღეში.

კსივოზანი არ  არის გამიზნული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენების მეთოდი: ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად მცირე რაოდენობით წყლთან ერთად, შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კსივოზანი

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებშიბავშვებში შეიძლება განვითარდეს აგზნება და მოუსვენრობარასაც მოჰყვება ძილიანობა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება ან მიიღეთ დანიშნულზე ნაკლები დოზა,  არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება

თუ თქვენ გათვალისწინებულზე ადრე შეწყვეტთ  ლევოცეტირიზინით მკურნალობასამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენებიგარდა იმისარომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და პროგრესირდეს, ამასთან, ისინი არ იქნება უფრო მძიმე, ვიდრე მკურნალობამდე.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებითმიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსადმოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენებითუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.  

წამლისმიერი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით და განისაზღვრებაროგორც:

-ძალიან ხშირიშეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ მათგანს.

-ხშირიშეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-არა-ხშირიშეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-იშვიათიშეიძლება განუვუთარდეს 1,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-ძალიან იშვიათიშეიძლება განუვუთარდეს 10,000-ადამიანიდან 1-მდე მათგანს.

-ცნობილი არ არის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

კსივოზანის ტაბლეტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტესწილად მსუბუქიდან ზომიერამდეადა მოიცავს შემდეგს: პირის სიმშრალეთავის ტკივილიდაღლილობა და ძილიანობაარა-ხშირი გვერდითი მოვლენებია გადაღლილობა და მუცლის ტკივილიასევე დაფიქსირებულია სხვა გვერდითი მოვლენებიმაგალითადგულის ფრიალი,  გულის წასვლა, კანზე ჩხვლეტითი შეგრძნებათავბრუსხვევასინკოპეტრემორიგემოვნების ცვლილების შეგრძნებავერტიგომოძრაობის დარღვევებიმხედველობის დარღვევებიმხედველობის დაბინდვა, შარდვისას ტკივილი ან მისი გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობაშეშუპებაგამონაყარიქავილიჭინჭრის ციება, ქოშინი, წონის მომატება, კუნთების ტკივილიაგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევაჰეპატიტი, ღვიძლის ფუქციების პათოლოგია, მადის მომატება, გულისრევა.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე გამოჩენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმსჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები მოიცავს შემდეგსპირისსახის და/ან ყელის შეშუპებასუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებაგულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი,  თივის ცხელებაარტერიული წნევის უეცარი ვარდნარამაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი ან შოკი, და შეიძლება იყოს ფატალური.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსაღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაშიგვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის . #8 , 1303 სოფიატელ: +359 28903417 , ვებ გვერდიwww.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

 

5. როგორ ინახება კსივოზანის ტაბლეტები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგრომელიც მითითებულია მუყაოს პაკეტზევარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებითჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტსთუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციარომელსაც აღარ იყენებთმოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.


6. 
შეფუთვის  შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 რას შეიცავს კსივოზანი

- აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდითითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): მიკროკრისტალური ცელულოზალაქტოზას მონოჰიდრატიმაგნიუმის სტეარატიუწყლო კოლოიდური სილიციუმის ორჟანგიჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზაკაპრილის კაპრიკული ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი.

როგორია კსივოზანი ვიზუალურად და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერისოვალური აპკით შემოგარსული ტაბლეტები ზომით 9.8 მმ x 4.9 მმ.

ბლისტერის შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს.

1, 2 ან 3 ბლისტერი x 10 აპკით დაფარული ტაბლეტი შეფუთვის ბროშურასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სად შევიძინოთ?