Nuk
კსივოზანი / Ksivozan


1. რა არის და რისთვის გამოიყენება კსივოზანი

კსივოზანის აქტიურ ნივთიერებას წარმაოდგენს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი.

კსივოზანი არის ანტიალერგიული პრეპარატი.

გამოიყენაბა მოზრდილებში და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის:

ალერგიული რინიტი (პერსისტული ალერგიული რინიტის ჩათვლით);

-ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

 

2. რა უნდა იცოდეთ კსივოზანის მიღებამდე.

ნუ მიიღებთ კსივოზანი:

თუ თქვენ ალერგიული ხართ ლევოცეტირიზინ დიჰიდროქლორიდისსხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისჰიდროქსიზინისპიპერაზინის წარმოებულების ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კსივოზანის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თუ არ შეგიძლიათ  შარდის ბუშტის სათანადოდ დაცლა ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამოან თუ თქვენ გაქვთ ეპილეპსია ან გაქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ბავშვები და მოზარდები

ლევოცეტირიზინი არ არის რეკომენდებული 2 წელამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის.

სხვა პრეპარატები და კსივოზანი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსთუ თქვენ იღებთბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოთ გასაცემი.

კსივოზანის მიღება საკვებთანსასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საჭიროა სიფრთხილეროდესაც კსივოზანი მიიღება ალკოჰოლთან ერთდროულადმგრძნობიარე პაციენტებში, კსივოზანის ერთდროულმა გამოყენებამ ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთადრომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეშეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლის დაქვეითება და რეაგირების უნარის გაუარესებაკსივოზანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობაძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძურიფიქრობთრომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენასამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზოგიერთ პაციენტირომელიც ღებულობს კსივოზანსშეიძლება განიცდიდეს უძილობას / ძილიანობასდაღლილობას და ასთენიასიყავით ფრთხილად მანქანის მართვისას და მექანიზმების გამოყენებისას, ვიდრე დაადგენდეთ ამ პრეპარატის მიმართ თქვენს რეაქციას. ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა სპეციფიურმა გამოკვლევებში ლევოცეტრიზინის რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ გამოავლინდა სიფხიზლისრეაქციების და მართვის უნარის რაიმე დარღვევები.

კსივოზანი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს

მეთილ პარჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარჰიდროქსიბენზოატს შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ  დაგვიანებული ტიპის), როგორიცაა თავის ტკივილიკუჭის აშლილობა და დიარეა.

 

3. როგორ მიიღება კსივოზანი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისეროგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმათუ დარწმუნებული არ ხართ, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 20 წვეთი დღეში ერთჯერ.

- 2-დან - 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 წვეთი დღეში ორჯერ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

კსივოზანი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისათვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

გამოყენებისათვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სპეციალურ პოპულაციებში:

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ უფრო დაბალი დოზათირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვითბავშვებში დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის წონას. დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

პაციენტებშირომლებსაც აქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევაარ უნდა მიიღონ კსივოზანი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა უნდა მიიღონ ჩვეულებრივ დადგენილი დოზა.

თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ უფრო დაბალი დოზათირკმელების დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებში დოზა უნდა იყოს დამოკიდებული მათი სხეულის წონაზედოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

როგორ და როდის უნდა მიიღოთ კსივოზანი?

მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის.

კსივოზანი შეიძლება იქნას მიღებული საკვებთან ერთად ან მის გარეშე.  

წვეთები უნდა იქნას მიღებული პერორალურად კოვზის გამოყენებით, შეიძლება განზავდეს  წყალში. წვეთების განზავებისას გასათვალისწინებელიაგანსაკუთრებით ბავშვებში გამოყენების შემთხვევაშირომ წყლის მოცულობარომელსაც ემატება წვეთებიუნდა დარეგულირდეს წყლის იმ რაოდენობითრომლის გადაყლაპვაც შეუძლია პაციენტსგანზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

წვეთების დათვლისასბოთლი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში (ფსკერით ზემოთ). თუ ბოთლიდან წვეთები არ ვარდება, ან საჭირო რაოდენობა ვერ იქნა მიღწეულიბოთლი უნდა დაიდგას სწორად და შემდეგ ისევ გადატრიალდეს ფსკერით ზემოთ, და განაგრძოთ წვეთების დათვლა.

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ კსივოზანი?

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი სიმპტომების ტიპზეხანგრძლივობასა და განვითარებაზე და მას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კსივოზანი

დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა მოზრდილებშიბავშვებში შეიძლება აღინიშნოს საწყისი აჟიტირება და მოუსვენრობარასაც მოჰყვება ძილიანობა.

თუ ფიქრობთრომ მიიღეთ  საჭიროზე მეტი კსივოზანი, გთხოვთაცნობოთ თქვენს ექიმს და ის განიხილავსთუ რა ზომების მიღება იქნება საჭირო.

თუ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღება

თუ დაგავიწყდათ კსივოზანის მიღებაან მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე ნაკლები დოზით, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას დავიწყებულის სანაცვლოდ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ კსივოზანის მიღება

თუ მკურნალობას შეწყვეტთ განსაზღვრულ დროზე ადრეამან არ უნდა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენებიგარდა იმისარომ დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდესზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის ხელახლა დაწყება.  ლევოცეტირიზინის შეწყვეტისასპაციენტების მცირე ჯგუფში აღინიშნა პრურიგო (ქავილი), მაშინაც კიროდესაც თავდაპირველად არ ჰქონიათ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსადამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენებითუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.

დაფიქსირდა ხშირი (1% -დან 10%-მდე) გვერდითი რეაქციებიძირითადადმსუბუქიდან ზომიერამდე პირის სიმშრალეთავის ტკივილიდაღლილობა და ძილიანობა/გაბრუება.  არა-ხშირი (0,1% -დან 1%-მდე) გვერდითი რეაქციებიაგადაღლილობა და მუცლის ტკივილი  არ არის ცნობილისიხშირე ვერ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზეასევე დაფიქსირდა სხვა გვერდითი რეაქციებიცროგორიცააგულის ფრიალი, გულისცემის გახშირებაგულისწასვლა, კანზე ჩხვლეტის შეგრძნებათავბრუსხვევასინკოპეტრემორიდისგევზია (შეცვლილი გემოვნება), ვერტიგომოძრაობის დარღვევებიმხედველობის დარღვევებიმხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია (თვალების უკონტროლო ტრიალი), ან შარდვისას ტკივილი ან გაძნელება, შარდის ბუშტის სრულად დაცლის უუნარობაშეშუპებაპრურიგო (ქავილი), გამონაყარიჭინჭრის ციება (შეშუპებაკანის სიწითლე და ქავილი), კანზე გამონაყარიქოშინიწონის მომატებაკუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილიაგრესიული ან გადაჭარბებულად აგზნებული ქცევაჰალუცინაციებიდეპრესიაუძილობაგანმეორებითი სუიციდური იდეებიკოშმარებიჰეპატიტიღვიძლის ფუნქციის დარღვევაღებინებამადის მომატებაგულისრევა და დიარეაპრურიგო (ქავილიმკურნალობის შეწყვეტისას.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ კსივოზანის მიღება და აცნობეთ თქვენს  ექიმსჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები მოიცავსპირის ღრუსენისსახის და/ან ყელის შეშუპებასსუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას  (გულმკერდში შებოჭილობა ან ხიხინი), ჭინჭრის ციების გამონაყარი, არტერიული წნევის უეცარი ვარდნარაც იწვევს კოლაფსს ან შოკსრომელიც შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

 თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტსაღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაშიგვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის . #8 , 1303 სოფიატელ: +359 28903417 , ვებ გვერდიwww.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

 

5. როგორ ინახება კსივოზანი

შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგრომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ,,ვარგისია’’. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებითჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტსთუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციარომელსაც აღარ იყენებთმოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.


6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კსივოზანი

აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. 1 მლ (20 წვეთი) პერორალური ხსნარი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატიძმარმჟავაპროპილენგლიკოლიგლიცერინი 85%, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), საქარინის ნატრიუმიგასუფთავებული წყალი.
როგორც ვიზუალურად კსივოზანი და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალეუფერო ხსნარი.

მუქი ფერის შუშის ბოთლირომელიც შეიცავს 20 მლ ხსნარს და დალუქულია  შიდა პიპეტიანი პლასტმასის თავსახურითთითოეული ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში შეფუთვის ბროშურასთან ერთად. 

სად შევიძინოთ?