Nuk
კინიტო / Kinito


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
იტოპრიდის ქლორიდი ................ 50 მგ.  
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსკარმელაზის ნატრიუმის მარილი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა 2910/6, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლსტეარატი 2000, ტიტანის ოქსიდი E 171.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროკინეტიკი. ფუნქციური დისპეფსიის სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეფექტი მიიღწევა ქოლინესთერაზის ინჰიბირებით, მოტორიკის გაძლიერებით და ანტაგონიზმით D2-დოფამინური რეცეპტორების მიმართ, რაც ასევე იწვევს მოტორიკის და პრეპარატის ანტიემიკური ეფექტის სტიმულირებას.     

ჩვენებები
გულძმარვა;  გულისრევა;  ღებინება; მუცლის შებერილობა; კუჭის გადავსების შეგრძნება; ტკივილი და დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში; უმადობა.

დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დღიური დოზა: 150 მგ - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. 
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით. 
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
ნაკლებად ხშირად (1 000-დან 10-მდე შემთხვევაში): ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, ნერწყვის მომატებული გამოყოფა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, თავრბუსხვევა, ზურგის ან მკერდის არეში ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, კრეატინინის და აზოტის მომატებული მაჩვენებლები სისხლში, ლეიკოპენია, სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება (შესაძლოა გამოიწვიოს რძის გამოყოფა ან/და სარძევე ჯირკვლის გაზრდა).
იშვიათად (10 000-დან 10-მდე შემთხვევაში): გამონაყარი, კანის სიწითლე და ქავილი.
უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან): თრომბოციტოპენია, კანკალი, გულისრევა (ღებინების სურვილი), სარძევე ჯირკვლის ზრდა (გინეკომასტია), იქტერულობა, ზოგიერთი ენზიმის - ფოსფატაზებისა და ბილირუბინის დონის მომატება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა იტოპრიდის ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;  
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;  მექანიკური ობსტრუქცია; პერფორაცია.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ორსულებში და ძუძუთი კვების პერიოდში. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ბავშვების სამკურნალოდ. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება 
ანტიქოლინერგული ნივთიერებები ამცირებს იტოპრიდის მოქმედების ეფექტს.
კინიტომ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედების თვალსაზრისით, კერძოდ, პრეპარატებზე ვიწრო თერაპიული ინდექსით, ხანგრძლივი გამოთავისუფლებითა და გასტრორეზისტენტულ სამკურნალო საშუალებებზე.
იტოპრიდის გავლენა სხვა პრეპარატებზე და სხვა პრეპარატების გავლენა იტოპრიდზე არ იქნა გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ


სად შევიძინოთ?