კანდიზოლი / Kandizol


შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი 150 მგ ფლუკონაზოლი
საღებავი ნივთიერება:
აზორუბინი და ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, ტრიაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი:
J02AC01.

ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფლუკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ტრიაზოლის კლასის წევრი, არის ერგოსტეროლის სინთეზისათვის საჭირო სოკოვანი ფერმენტების ძლიერი და სელექციური ინჰიბიტორი.
ფლუკონაზოლი ავლენს მცირე ფარმაკოლოგიურ აქტივობას ცხოველებზე ჩატარებულ მრავალ გამოკვლევაში. აღინიშნა ფენობარბიტალის ძილის დროის გახანგრძლივება თაგვებში, ანესთეზირებულ კატებში საშუალო არტერიული და მარცხენა ვენტრიკულური სისხლის წნევისა და გულისცემის სიხშირის მომატება. ვირთხებში მაღალი კონცენტრაციებისას გამოვლინდა საკვერცხის არომატაზას ინჰიბირება.
როგორც პერორალურად, ისე ვენებში მიღებისას ფლუკონაზოლმა გამოავლინა აქტიურობა ცხოელებში სხვადასხვა სოკოვანი ინფექციებისას. აქტივობა ნაჩვენები იყო ოპორტუნისტული მიკოზების წინააღმდეგ, როგორიცაა ჩანდიდა სპპ.-ს ინფექციები, მათ შორის სისტემური კანდიდოზი იმუნოკომპრომისულ ცხოველებში; ჩრყპტოცოცცუს ნეოფორმანს, მათ შორის ინტრაკრანიული ინფექციები; Mიცროსპორუმ სპპ. და თრიცჰოპჰყტონ სპპ-ს ინფექციებისას. ფლუკონაზოლი ასევე აქტიურია ცხოველებში ენდემური მიკოზებისას, მათ შორის Bლასტომყცეს დერმატიტიდეს-ს ინფექციებისას; ჩოცციდოიდეს იმმიტის, მათ შორის ინტრაკრანიული ინფექციებისას და Hისტოპლასმა ცაპსულატუმ-ის ინფექციებისას ჩვეულებრივ და იმუნოსუპრესიულ ცხოველებში. 

აღინიშნა ჩანდიდა-ს სახეობის სუპერინფექციების შემთხვევები, გარდა ჩ. ალბიცანს-ისა, რომლებიც ხშირად არ არის მგრძნობიარე ფლუკონაზოლის მიმართ (მაგ. ჩანდიდა კრუსეი). ასეთი შემთხვევებისას საჭიროა ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია.
ფლუკონაზოლი ძლიერ სპეციფიკურია სოკოვანი P-450 ციტოქრომზე დამოკიდებული ფერმენტებისადმი. 50 მგ ფლუკონაზოლი დღეში 28 დღის განმავლობაში გავლენას არ ახდენს მამაკაცებში პლაზმურ კონცენტრაციებზე ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში სტეროიდულ კონცენტრაციებზე. დღეში 200-400 მგ ფლუკონაზოლს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება ენდოგენურ სტეროიდულ დონეებზე ან ACTH სტიმულირებულ რეაქციაზე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების გამოკვლევების მიხედვით, 50 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზები გავლენას არ ახდენენ მის მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია:
პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად აბსორბირდება, ხოლო პლაზმური კონცენტრაციები (და სისტემური ბიოშეღწევადობა) ინტრავენურად მიღების შემდეგმიღწეული დონეების 90%-ს შეადგენს. პერორალურ აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების იმავდროულად მიღება. უზმოზე უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 0.5-1.5 საათში დოზის მიღების შემდეგ, პლაზმური ელიმინაციის ნახევარ პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულია. მყარი დონეები 90% მიიღწევა 4-5 დღეს მრავალჯერადად დღეში ერთხელ დოზის მიღებისას.

ჩვეულებრივ დოზაზე ორჯერ მეტი დამტვირთავი დოზის (პირველ დღეს) მიღებისას აღინიშნება დაახლოებით 90% მყარი პლაზმური დონეები მეორე დღეს.

განაწილება:
განაწილების აშკარა მოცულობა უახლოვდება ორგანიზმის საერთო წყლის მოცულობას. პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაბალი (11-12%).

ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა სითხეში. ფლუკონაზოლის დონეები ნერწყვსა და ნახველში პლაზმური დონეების ანალოგიურია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში, ფლუკონაზოლის დონეები CSF-ში არის შესაბამისი პლაზმური დონეების დაახლოებით 80%.

ფლუკონაზოლის მაღალი კანისმიერი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერ კონცენტრაციებს, მიიღწევა რქოვანას შრეში, ეპიდერმისდერმისში და ეგზოკრინულ ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანას შრეში. დღეში ერთხელ 50 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ იყო 73 მიკროგრამი/მ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია იყო კვლავ 5.8 მიკროგრამი/გ.

ელიმინაცია:
ექსკრეციის ძირითადი გზა არის თირკმლები, მიღებული დოზის დაახლოებით 80% ვლინდება შარდში უცვლელი პრეპარატის სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. არ არსებობს მონაცემები მოცირკულირე მეტაბოლიტების შესახებ.

ჩვენებები
ფლუნოლი ნაჩვწენებია მწვავე და მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
ფლუნოლი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან აზოლის ნაერთების მიმართ.

ფლუკონაზოლის მიღება არ შეიძლება ცისაპრიდთან ან ტერფენადინთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QTინტერვალს და მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით (იხ. “ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).


გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებათ სერიოზული ძირითადი დაავადებები, როგორიცაა შიდსი და კიბო, აღენიშნათ თირკმლების, ღვიძლის, ჰემატოლოგიური და სხვა ბიოქომიური ფუნქციის ანალიზების დარღვევები ფლუკონაზოლით თერაპიისას, თუმცა კლინიკური მნიშვნელობა და მკურნალობასთან კავშირი გაურკვეველია.

იშვიათად ფლუკონაზოლი ასოცირებულია სერიოზულ ღვიძლის ტოქსიკურობასთან, მათ შორის, ფატალურობასთან, უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სერიოზული ძირითადი დაავადებები. ფლუკონაზოლთან ასოცირებული ჰეპატოტოქსიკურობისას, არ გამოვლენილა რაიმე აშკარა კავშირი საერთო სადღეღამისო დოზასთან, თერაპიის ხანგრძლივობასთან, პაციენტის სქესთან ან ასაკთან. ფლუკონაზოლით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკყურობა ჩვეულებრივ შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას. აუცილებელია იმ პაციენტთა კონტროლი, რომლებსაც ფლუნოლით თერაპიისას აღენიშნებათ დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში, რათა არ განვითარდეს ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანება. ფლუნოლით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდა ფლუკონაზოლით გამოწვეული ღვიძლის დაავადების ნიშნები ან სიმპტომები.

ფლუკონაზოლით მკურნალობისას პაციენტებს იშვიათად განუვითარდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი. შიდსით დაავადებული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან მრავალ პრეპარატზე კანის სერიოზული რეაქციების განვითარებისადმი. თუ პაციენტს, რომელიც მკურნალობს ზედაპირული სოკოვანი ინფექციის გამო, განუვიტარდა ფლუკონაზოლთან დაკავშირებული გამონაყარი, თერაპია ამ პრეპარატის გამოყენებით უნდა შეწყდეს, თუ ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებს განუვითარდათ გამონაყარი, აუცილებელია მათი მონიტორინგი, ხოლო ბულოზური დაზიანებების ან მრავალფორმიანი ერითემის განვითარებისას, ფლუნოლით თერაპია უნდა შეწყდეს.

მცირე ინფორმაცია არსებობს ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

იშვიათად აღინიშნა ანაფილაქსია, როგორც სხვა აზოლების შემთხვევაში.

ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, ასოცირებულია ელექტროკარდიოგრამაზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივებასთან.

პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში ჩატარებული დაკვირვებისას ფლუკონაზოლის მიღების ფონზე აღინიშნა Qთ პროლონგაცია და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი. მიუხედავად იმისა, რომ კავშირი ფლუკონაზოლსა და Qთ-პროლონგაციას შორის სრულად დადგენილი არ არის, ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პროარითმიული მდგომარეობები, როგორიცაა:
• თანდაყოლილი ან დადასტურებული შეძენილი Qთ-პროლონგაცია
• კარდიომიოპათია, განსაკუთრებით გულის უკმარისობის არსებობისას
• სინუსური ბრადიკარდია
• არსებული სიმპტომატური არითმიები
• იმავდროულად ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც არ მეტაბოლიზდება CYP34A-თი, მაგრამ ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
• ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალემია, ჰიპომაგნიემია და ჰიპოკალიემია.

ორსულობა და ლაქტაცია
C კატეგორიის ორსულობა
ორსულებში კარგად კონტროლირებული და ადექვატური გამოკვლევები ჩატარებული არ არის. პრეპარატი ორსულობის პერიოდში არ გამოიყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა სერიოზული ან პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში სოკოვანი ინფექციები, რომლის დროსაც შეიძლება ფლუკონაზოლის გამოყენება, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში იმ კონცენტრაციებით, რაც აღინიშნება პლაზმაში. ამდენად, ფლუნოლის გამოყენება მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის.

ეფექტები ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე
გამოცდილება აჩვენებს, რომ ფლუკონაზოლით თერაპია არ აქვეითებს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის უნარს.

არასასურველი რეაქციები
უარყოფითი კლინიკური მოვლენების გამო მკურნალობა შეწყდა პაციენთა 1.5%-ში, ხოლო ლაბორატორიული ანალიზებში დარღვევების გამო – პაციენტთა 1.3%-ში.

მკურნალობისას აღინიშნა შემდეგი სახის კლინიკური უარყოფითი მოვლენები 4048 პაციენტიდან 1% ან უფრო მეტ პაციენტში, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებდნენ 7 ან მეტი დღის განმავლობაში კლინიკური ცდების ფარგლებში: გულისრევა 3.7%, თავის ტკივილი 1.9%, კანზე გამონაყარი 1.8%, პირღებინება 1.7%, მუცლის არეში ტკივილი 1.7% და დიარეა 1.5%.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:
აღნიშნული ღვიძლისმიერი რეაქციები მოიცავდა ტრანსამინაზების ზომიერ გარდამავალ მომატებას, კლინიკურ ჰეპატიტს, ქოლესტაზსა და ღვიძლის ფულმინანტურ უკმარისობას, ფატალური შემთხვევების ჩათვლით. ღვიძლის ფატალური რეაქციები აღინიშნა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სერიოზული ძირითადი სამედიცინო მდგომარეობები (უპირატესად შიდსი ან ავთვისებიანობა) და ხშირად იმავდროულად სხვა პრეპარატების მრავალჯერადად მიღებისას.

პრეპარატის რეალიზაციისას აგრეთვე აღინიშნა შემდეგი არასასურველი მოვლენები:

იმუნოლოგიური:
იშვიათად, ანაფილაქსია (მათ შორის ანგიოშეშუპება, სახის შეშუპება და ქავილი).


კარდიოვასკულარული:
QT პროლონგაცია, პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი.

ცენტრალური ნერვული სისტემა:
კრუნჩხვები, თავბრუსხვევა.

დერმატოლოგიური:
კანის ექსფოლიაციური დარღვევები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ალოპეცია.

სისხლმბადი და ლიმფატური სისტემის მხრივ:
ლეიკოპენია, მათ შორის ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.

მეტაბოლური:
ჰიპერქოლესტეროლემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

გასტროინტესტინალური:
დისპეფსია, პირღებინება.

სხვა:
გემოს დარღვევა.

პედიატრიული პოპულაცია:
ყველაზე ხშირად აღინიშნა პირღებინება (5%), ტკივილი მუცლის არეში (3%), გულისრევა (2%) და დიარეა (2%). მკურნალობა შეწყდა პაციენტთა 2.3%-ში უარყოფითი კლინიკური მოვლენების გამო და 1.4%-ში ლაბორატიურლი ანალიზების მაჩვენებლების დარღვევის გამო, რაც ძირითადად გამოვლინდა ტრანსამინაზებისა და ტუტოვანი ფოსფატაზას მომატებებით.

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემია შეიძლება აღინიშნოს ფლუკონაზოლთან ერთად პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას; ჰიპოგლიკემიის გამო სიკვდილის ერთი შემთხვევა აღინიშნა, რაც ასოცირებული იყო ფლუკონაზოლისა და გლიბურიდის კომბინაციურ გამოყენებასთან. ფლუკონაზოლი ამცირებს ტოლბუტამიდის, გლიბურიდისა და გლიპიზიდის მეტაბოლიზმს და ზრდის ამ საშუალებების პლაზმურ კონცენტრაციებს. როდესაც ფლუნოლი გამოიყენება ამ საშუალებებთან ან სხვა სულფონილშარდოვანას პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მონიტორინგი და საჭიროებისას, უნდა მოხდეს სულფონილშარდოვანას დოზის კორექცია.

 


კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები:
პროთრომბინული დრო შეიძლება გაიზარდოს იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუკონაზოლსა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს. პრეპარატის რეალიზაციისას, როგორც სხვა აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, აღინიშნა სისხლდენის შემთხვევები (ცალურჯებები, ეპისტაქსი, გასტროინტესტინალური სისხლდენა, ჰემატურია და მელენა), რაც ასოცირებული იყო პროთრომბინული დროის გაზრდასთან იმ პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებდნენ ვარფარინთან ერთად. რეკომენდებულია იმ პაციენტთა პროთრომბინის დროის მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ფლუნოლსა და კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს.

ფენიტოინი:
ფლუკონაზოლი ზრდის ფენიტოინის პლაზმურ კონცენტრაციებს. რეკომენდებულია იმ პაციენტთა ფენიტოინის კონცენტრაციების მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ფლუნოლსა და ფენიტოინს.

ციკლოსპორინი:
ფლუკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ციკლოსპორინის დონეების მნიშვნელოვანი მომატება იმ პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ თირკმელი და აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა. რეკომენდებულია იმ პაციენტთა ციკლოსპორინის კონცენტრაციების მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ფლუნოლსა და ციკლოსპორინს.

რიფამპინი:
რიფამპინი აუმჯობესებს იმავდროულად მიღებული ფლუკონაზოლის მეტაბოლიზმს. კლინიკური გარემოებების მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ფლუნოლის დოზის გაზრდა, როდესაც ის მიიღება რიფამპინთან ერთად.

თეოფილინი:
ფლუკონაზოლი ზრდის თეოფილინის შრატისმიერ კონცენტრაციებს. რეკომენდებულია იმ პაციენტთა შრატისმიერი თეოფილინის კონცენტრაციების მონიტორინგი, რომლებიც იღებენ ფლუნოლსა და თეოფილინს.

ტერფენადინი:
QT ინტერვალის გაზრდასთან ერთად სერიოზული გულის არითმიების განვითარების გამო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ტერფენადინთან ერთად, ჩატარდა ურთიერთქმედების შემსწავლელი გამოკვლევები. ერთი გამოკვლევისას, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა 200 მგ-ს ოდენობით, არ გამოვლენილა Qთ ინტერვალის პროლონგაცია. მეორე გამოკვლევისას, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ფლუკონაზოლის 400 მგ და 800 მგ სადღეღამისო დოზა, გამოვლინდა, რომ დღეში 400 მგ ან მეტი დოზით ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის იმავდროულად მიღებული ტერფენადინის პლაზმურ დონეებს. ფლუკონაზოლის კომბინირებული გამოყენება დოზით 400 მგ ან მეტი ტერფენადინთან ერთად უკუნაჩვენებია. დღეში 400 მგ-ზე დაბალი დოზით ფლუკონაზოლის ტერფენადინთან ერთად გამოყენება უნდა მოხდეს კონტროლით.

 

ცისაპრიდი:
ფლუკონაზოლისა და ცისაპრიდის ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში აღინიშნა მოვლენები გულის მხრივ, მათ შორის პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი. კონტროლირებული გამოკვლევისას დღეში ერთხელ 200 მგ ფლუკონაზოლისა და დღეში ოთხჯერ 20 მგ ცისაპრიდის გამოყენების შედეგად აღინიშნა ცისაპრიდის პლაზმური დონეების მომატება და QT ინტერვალის გახანგრძლივება. ფლუკონაზოლისა და ცისაპრიდის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ასტემიზოლი:
ფლუკონაზოლის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ასტემიზოლს ან ან სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემით შეიძლება ასოცირებული იყოს ამ პრეპარატების შრატისმიერი დონეების მომატებასთან. განსაზღვრული ინფორმაციის არარსებობისას, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას. აუცილებელია პაციენტთა მონიტორინგი.

რიფაბუტინი:
აღინიშნა უვეიტის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და რიფაბუტინს. აუცილებელია იმ პაციენტთა მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუკონაზოლსა და რიფაბუტინს.

ტაკროლიმუსი:
აღინიშნა ნეფროტოქსიკურობის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლსა და ტაკროლიმუსს. აუცილებელია იმ პაციენტთა მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ფლუკონაზოლსა და ტაკროლიმუსს.

პერორალური კონტრაცეპტივები:
ჩატარდა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების სამი კინეტიკური გამოკვლევა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზების გამოყენებით. 50 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას არ აღინიშნა რაიმე მნიშვნელოვანი მოქმედება ჰორმონის დონეზე, ხოლო დღეში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებისას ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის AUC გაიზარდა 40% და 24%-ით, შესაბამისად. დღეში 300 მგ ფლუკონაზოლის მიღების გამოკვლევისას, ეთინილესტრადიოლისა და ნორეთინდრონი AUC გაიზარდა 24% და 13%-ით, შესაბამისად. ამგვარად, ფლუკონაზოლის მრავაჯერადი დოზების გამოყენება აღნიშნული დოზებით ნაკლებად ახდენს გავლენას კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობაზე.

დიურეტიკები:
კინეტიკური ურთიერთქმედების გამოკვლევისას, ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას ფლუკონაზოლთან ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნა ფლუკონაზოლის კონცენტრაციების 40%-ით მომატება. ეს არ წარმოშობს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლის აუცილებლობას იმ სუბიექტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ დიურეტიკებს, თუმცა ექიმმა მხედველობაში უნდა იქონიოს ეს ფაქტი.

 

ზიდოვუდინი:
ორი კინეტიკური გამოკვლევისას აღინიშნა ზიდოვუდინის დონეების მომატება, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ზიდოვუდინის მის ძირითად მეტაბოლიტად გარდაქმნის დაქვეითებით. ერთი გამოკვლევისას განისაზღვრა ზიდოვუდინის დონეები შიდსით ან ARC პაციენტებში 15 დღის განმავლობაში 200 მგ ფლუკონაზოლის მიღებამდე და მიღების შემდეგ. აღინიშნა ზიდოვუდინის AUC-ის მნიშვნელოვანი მომატება (20%). მეორე რანდომიზებული, ორპერიოდიანი, ორი მკურნალობის ჯვარედინი გამოკვლევისას შემოწმდა ზიდოვუდინის დონეები აივ ინფიცირებულ პაციენტებში. ორ შემთხვევაში, 21 დღის ინტერვალით, პაციენტებმა მიიღეს ზიდოვუდინი დოზით 200 მგ ყოველ რვა საათში ყოველდღოირად 400 მგ ფლუკონაზოლთან ერთად ან მის გარეშე შვიდი დღის მანძილზე. ზიდოვუდინის AUC მნიშვნელოვნად გაიზარდა (74%) იმავდროულად ფლუკონაზოლის მიღების დროს. აღნიშნული კომბინაციის გამოყენებისას აუცილებელია პაციენტთა მონიტორინგი, რათა არ განვითარდეს ზიდოვუდინთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები.

ურთიერთქმედების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პერორალური ფლუკონაზოლი მიიღება საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან ძვლის ტვინის გადანერგვისას მთლიანი სხეულის დასხივების შემდეგ, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფლუკონაზოლის აბსორბციის დარღვევა არ აღინიშნება.

ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა, თუმცა დასაშვებია ამგვარი ურთიერთქმედებების განვითარება.

დოზირება და მიღების წესი
ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ რეკომენდებულია 150 ფლუნოლის კაფსულის ერთჯერადი დოზა.

გამოყენება თირკმლის უკმარისობისას: ფლუკონაზოლი გამოიდევნება უპირატესად შარდთან ერთად უცვლელი პრეპარატის სახით. ერთდოზიანი თერაპიის კორექცია საჭირო არ არის.

ზედოზირება:
დოზის გადაჭარბებისას მიიღება დამხმარე ზომები და ტარდება სიმპტომატური თერაპია, საჭიროებისას – კუჭის ამორეცხვა.

ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიდევნება უპირატესად შარდთან ერთად, ფორსირებული მოცულობითი დიუურეზი სავარაუდოდ გამოიწვევს ელიმინაციის სიჩქარის მომატებას. ჰემოდიალიზის სამსაათიანი სეანსი აქვეითებს პლაზმურ დონეებს დაახლოებით 50%-ით.

შენახვის პირობები
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე