Nuk
იოდომარინი® 100 / Iodomarin® 100


1. იოდომარინი® 100-ის აღწერა და გამოყენება

იოდომარინი® 100 არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება.

იოდომარინი® 100 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- იოდის  დეფიციტით  გამოწვეული  დაავადებების  პროფილაქტიკა (მაგალითად,

ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც იოდის არასაკმარისი შემცველობა აღინიშნება ნიადაგში და წყალში, ასევე, იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);

- ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში, ასევე, ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ იოდომარინი® 100-ის მიღებამდე

არ მიიღოთ იოდომარინი® 100 შემდეგ შემთხვევებში:

-  ალერგია  კალიუმის  იოდიდის  ან  მოცემული  პრეპარატის  ნებისმიერი  სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6.1)

-  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატება (ჩივილებით)

-  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფარულად მიმდინარე მომატება (ჩივილების გარეშე)

დოზირებით 150 მკგ იოდი დღე-ღამეში

- კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი უბნების არსებობა დოზირებით 300-

1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ იოდომარინი®   100-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება იოდომარინი® 100-თან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება

მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის მედიკამენტურ მკურნალობაზე (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია), ხოლო იოდის სიჭარბე მას აქვეითებს. ამიტომ ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.

ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე, სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად   არ   შთაინთქმება,   მაგალითად,   თიოციანატი,   5   მგ/დლ-ზე   მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შთანთქმას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.

იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმი ჯირკვალში სტიმულირდება ენდოგენური და ეკზოგენური თირეოსტატული ჰორმონით (თტჰ).

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი იოდის მაღალი დოზებითა და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება  ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.


ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და შვილოსნობის ფუნქცია

ორსულობის  ან  ძუძუთი კვების  პერიოდში,  აგრეთვე,  ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული   პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში იოდზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის იოდის მიწოდების უზრუნველყოფა. მაგრამ იოდის და იოდის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს ~სარგებელი/რისკის~ თანაფარდობის შეფასების შემდეგ და ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად.


ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის  და  მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
პრეპარატი იოდომარინი® 100 შეიცავს ლაქტოზას.

თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

3. იოდომარინი® 100-ის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


რეკომენდებული დოზა:
ჩიყვის პროფილაქტიკა იოდის დეფიციტის დროს


ჩვილები და ბავშვები:

1/2-1 ტაბლეტი იოდომარინი®   100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მკგ იოდს).


მოზარდები და მოზრდილები:

1-2 ტაბლეტი იოდომარინი®   100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:
2 ტაბლეტი იოდომარინი®  100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მკგ იოდს).

ფარისებრი ჯირკვლის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ ან მედიკამენტური მკურნალობის დასრულების შემდეგ 1-2 ტაბლეტი იოდომარინი®   100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).

იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობა 

ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:

1-2 ტაბლეტი იოდომარინი®   100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მკგ იოდს).

 

მოზრდილები ახალგაზრდა ასაკში:

3-5 ტაბლეტი იოდომარინი®   100 ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 300-500 მკგ იოდს).


გამოყენების წესი

იოდომარინი®  100 მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის (მაგალითად, ჭიქა წყლის) მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

- პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი®  100, ჩვეულებრივ, მიიღება რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.

- ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე.


ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის საჭიროზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.


თუ დაგავიწყდათ პრეპარატ იოდომარინი®  100-ის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.


თუ შეწყვიტეთ პრეპარატ იოდომარინი® 100-ის მიღება

თუ შეწყვიტეთ იოდომარინი®    100-ის მიღება, მაგალითად გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოცემული  სამკურნალო  საშუალების  გამოყენებასთან  დაკავშირებულ  ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.


4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე, თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ბავშვებში და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქმნელი  უბნების  არსებობისას  და  იოდის

დანიშვნისას  სადღეღამისო  დოზებში,  რომელიც  აღემატება  150  მკგ,  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.

ძალიან იშვიათად (აღენიშნება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები - ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, იოდით გამოწვეული სურდო, კანის რეაქციები (ბულოზური ან ტუბეროზული იოდოდერმა, ექსფოლიატური დერმატიტი), კანის ან ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ცხელება, ფერისმჭამელები და სანერწყვე ჯირკვლების შესიება.

დარღვევები ჰორმონალური სისტემის მხრივ

მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზირება 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში ამის მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ფარისებრი  ჯირკვლის  ჰორმონწარმომქმნელი  კერების   არსებობა  ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენს ხანდაზმული ასაკის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.


5. იოდომარინი® 100-ის შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.

არ  გამოიყენოთ  პრეპარატი  ვარგისიანობის  ვადის  გასვლის  შემდეგ,  რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და გარე მუყაოს შეფუთვაზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურის პირობებში.

ნებისმიერი  სამკურნალო  საშუალების  კანალიზაციის  მილში  ან  საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
იოდომარინი® 100-ის შემადგენელი ნივთიერებები
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 131 მკგ კალიუმის იოდიდს (შეესაბამება 100 მკგ იოდს).


სხვა კომპონენტები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, ძირითადი მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A) (Ph.  Eur.), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur.) [მცენარეული].

პრეპარატი იოდომარინი® 100-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრიდან   კრემისფერ   შეფერილობამდე   ტაბლეტები   ბრტყელი   პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ერთ ყავისფერი მინის ფლაკონში მოთავსებულია 100 ტაბლეტი.


გაცემის წესი:
ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?