Nuk
იმუნო-რიცი ® / IMUNO-RITZ®


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 30 მგ ექინაცეას (Echinacea purpurea) მშრალ ექსტრაქტს, 250 მგ უნკარიას (Uncaria tomentosa) მშრალ ექსტრაქტს და 160 მგ ჰავაურ სპირულინას (Spirulina Havais).
მოქმედების მექანიზმი
იმუნო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
იმუნო-რიცის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე. ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას. უნკარიას მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტი ჰიპოტენზიური თვისებებით. T - ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე. ჰავაური სპირულინა მტკნარი წყლის ლურჯ-მწვანე მიკროწყალმცენარეა, რომე ლიც შეიცავს ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, გამა-ლინოლენის მჟავას, ბეტაკაროტინს, ვიტამინ B12-ს, მაკრო და მიკროელემენტებს, ქლოროფილს. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ენტეროსორბიული და ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ასტიმულირებს თ-ლიმფოციტების გამომუშავებას.

ჩვენებები
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
- ორგანიზმის საერთო გადაღლა;
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში იმუნო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 6-8 კვირა. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

უკუჩვენება
- პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები, გავრცელებული ათეროსკლეროზი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
იმუნო-რიცი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. იმუნო-რიცის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. ორსულობა და ლაქტაცია - ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 002783 05.07.2007

სად შევიძინოთ?